Глава 16

Наблюдай месяц Авив, и совершай Пасху Господу, Богу твоему, потому что в месяце Авиве вывел тебя Господь, Бог твой, из Египта ночью.

2 И заколай Пасху Господу, Богу твоему, из мелкого и крупного скота на месте, которое изберет Господь, чтобы пребывало там имя Его.

3 Не ешь с нею квасного; семь дней ешь с нею опресноки, хлебы бедствия, ибо ты с поспешностью вышел из земли Египетской, дабы ты помнил день исшествия своего из земли Египетской во все дни жизни твоей;

4 не должно находиться у тебя ничто квасное во всем уделе твоем в продолжение семи дней, и из мяса, которое ты принес в жертву вечером в первый день, ничто не должно оставаться до утра.

5 Не можешь ты заколать Пасху в котором-нибудь из жилищ твоих, которые Господь, Бог твой, даст тебе;

6 но только на том месте, которое изберет Господь, Бог твой, чтобы пребывало там имя Его, заколай Пасху вечером при захождении солнца, в то самое время, в которое ты вышел из Египта;

7 и испеки и съешь на том месте, которое изберет Господь, Бог твой, а на другой день можешь возвратиться и войти в шатры твои.

8 Шесть дней ешь пресные хлебы, а в седьмой день отдание праздника Господу, Богу твоему; не занимайся работою.

9 Семь седмиц отсчитай себе; начинай считать семь седмиц с того времени, как появится серп на жатве;

10 тогда совершай праздник седмиц Господу, Богу твоему, по усердию руки твоей, сколько ты дашь, смотря по тому, чем благословит тебя Господь, Бог твой;

11 и веселись пред Господом, Богом твоим, ты, и сын твой, и дочь твоя, и раб твой, и раба твоя, и левит, который в жилищах твоих, и пришелец, и сирота, и вдова, которые среди тебя, на месте, которое изберет Господь, Бог твой, чтобы пребывало там имя Его;

12 помни, что ты был рабом в Египте, и соблюдай и исполняй постановления сии.

13 Праздник кущей совершай у себя семь дней, когда уберешь с гумна твоего и из точила твоего;

14 и веселись в праздник твой ты и сын твой, и дочь твоя, и раб твой, и раба твоя, и левит, и пришелец, и сирота, и вдова, которые в жилищах твоих;

15 семь дней празднуй Господу, Богу твоему, на месте, которое изберет Господь, Бог твой; ибо благословит тебя Господь, Бог твой, во всех произведениях твоих и во всяком деле рук твоих, и ты будешь только веселиться.

16 Три раза в году весь мужеский пол должен являться пред лице Господа, Бога твоего, на место, которое изберет Он: в праздник опресноков, в праздник седмиц и в праздник кущей; и никто не должен являться пред лице Господа с пустыми руками,

17 но каждый с даром в руке своей, смотря по благословению Господа, Бога твоего, какое Он дал тебе.

18 Во всех жилищах твоих, которые Господь, Бог твой, даст тебе, поставь себе судей и надзирателей по коленам твоим, чтоб они судили народ судом праведным;

19 не извращай закона, не смотри на лица и не бери даров, ибо дары ослепляют глаза мудрых и превращают дело правых;

20 правды, правды ищи, дабы ты был жив и овладел землею, которую Господь, Бог твой, дает тебе.

21 Не сади себе рощи из каких-либо дерев при жертвеннике Господа, Бога твоего, который ты сделаешь себе,

22 и не ставь себе столба, что ненавидит Господь Бог твой.

თავი 16

1. დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით.

 

2. დაუკალი საპასექოდ უფალს, შენს ღმერთს, ცხვარი და ძროხა იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი თავისი სახელის დასავანებლად.

 

3. ნუ მიატან მას საფუარიანს, ხუთ დღეს ჭამე მასთან ერთად ხმიადი, გაჭირვების პური, რადგან ნაჩქარევად გამოხვედი ეგვიპტის ქვეყნიდან, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეს ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამოსვლის დღე.

 

4. არ გაჭაჭანდეს შვიდი დღის მანძილზე საფუარიანი მთელს შენს კარმიდამოში და დილამდე არ მორჩეს წინა საღამოს დაკლული საკლავის ხორცი.

 

5. ნება არა გაქვს ყველგან დაკლა პასექი შენს საცხოვრებელში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს;

 

6. არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს.

 

7. მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში.

 

8. ექვს დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს კი უქმეა უფლის, შენი ღმერთისათვის, არაფერი საქმე არ აკეთო.

 

9. შვიდი შვიდეული გადაითვალე; ყანაში ნამგლის შესვლის დღიდან დაიწყე შვიდეულების თვლა.

 

10. გაუმართე შვიდეულთა დღესასწაული უფალს, შენს ღმერთს, როგორც შეგიძლია, როგორც უკურთხებიხარ უფალს, შენს ღმერთს.

 

11. გაიხარეთ უფლის, შენი ღმერთის წინაშე შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა, რომელიც შენს კარზე ცხოვრობს, მდგმურმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც შენს შორის არიან, იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად.

 

12. გაიხსენე, რომ ყმა იყავი ეგვიპტეში და დაიცავი და შეასრულე ეს წესები.

 

13. შვიდ დღეს იზეიმე კარვობის დღესასწაული, როცა მორჩები კალოობას და ყურძნის წურვას.

 

14. გაიხარეთ დღესასწაულში შენ და შენმა ვაჟმა, შენმა ასულმა, შენმა ყმამ და ყმაქალმა, ლევიანმა და ქვრივ-ობოლმა, რომლებიც ცხოვრობენ შენს კარზე.

 

15. შვიდ დღეს იდღესასწაულე უფლის, შენი ღმერთისთვის იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, რადგან გიკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, მოსავალს და ყოველ საქმეს და სულ მხიარული იქნები.

 

16. წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.

 

17. ყველას ძღვენი გეჭიროთ ხელში უფლის, შენი ღმერთის კურთხევის კვალობაზე, როგორც მოუცია შენთვის.

 

18. დასხი მსაჯულები და რჯულისკაცები შენი შტოებიდან ყოველ ქალაქში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი, რათა მისცენ ხალხს მართალი სამართალი.

 

19. სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.

 

20. სიმართლეს, სიმართლეს მიჰყევი, რომ ცოცხალი დარჩე და დაეპატრონო იმ ქვეყანას, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

 

21. არ დარგო აშერასთვის, რა ხეც არ უნდა იყოს, უფლის, შენი ღმერთის სამსხვერპლოს გვერდით, რომელსაც აიშენებ.

 

22. არ აღიმართო სვეტი, რომელიც სძულს უფალს, შენს ღმერთს.