3.51.34 Грязь

3.51.34 ტალახი, ლაფი

ტალახის შესახებ:

- სასწაულები 3მფ.18,38 იოან.9,6.11.14.15

- იყო ქუჩაში ეს.10,6

- ზღვაში ეს.57,20

- დილეგში, სადაც ჩაუშვეს იერემია იერ.38,6

- წყლის ამღვრევა, ატალახება იგავ.25,26 ეზეკ.32,2

- ღორი ბრუნდება მასში საგორაოდ 2პეტ.2,22

- უფალი გვეხმარება მისგან ამოსვლაში ფს.39,2; 68,14

.

სიმბოლურად:

- ღვთის რისხვა 2მფ.22,43 ეს.47,6

- მიწიერი სიმდიდრე იობ.27,16 ზაქ.9,3

- უბედურებაში ყოფნა იობ.30,19

- მტრის თელვა ფს.17,42 ეს.10,6; 41,25 მიქ.7,10 ზაქ.10,5

- სირცხვილი (თავსლაფი) ეს.22,18

- სულიერი სიბრმავე ეს.44,18

- მეგობრების ღალატი გაჭირვებისას იერ.38,22

- ბოროტეულთა მღელვარე მდგომარეობა იერ.57,20

- ტალახის ბათქაში ეზეკ.13,15

.

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 22

43. მიწის მტვერივით ვფანტავ, ქუჩის ტალახივით ვთელავ მათ.

3მეფეთა 18

38. და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა.

იობი 27

16. თუნდაც მტვერივით დაიხვავოს ვერცხლი, და ტალახივით გაიმრავლოს სამოსელი,

იობი 30

19. ლაფში მისროლა და დავემსგავსე მტვერსა და ნაცარს.

ფსალმუნი 17

42. გავაცამტვერე, როგორც ქარმა მტვერი, ტალახივით გავთელე ქუჩებში.

ფსალმუნი 39

2. საზარელი ორმოდან და გაუვალი ლაფიდან ამომიყვანა; კლდეზე დააყენა ჩემი ფეხები და განმიმტკიცა ნაბიჯები.

ფსალმუნი 68

14. მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.

იგავნი 25

26. როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.

ესაია 10

6. უღმერთო ხალხზე ვაგზავნი და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ, რომ გაძარცვოს და ნადავლი წამოიღოს, ქუჩის ტალახივით გათელოს ისინი.

ესაია 22

18. როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი!

ესაია 41

25. აღვძარი ერთი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან მოუწოდებს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს მთავარნი, როგორც ტალახი, და აზილოს ისინი, როგორც მექოთნე ზელს თიხას.

ესაია 44

18. ცნობა არა აქვთ და არც გაგება აქვთ, რადგან ტალახით აქვთ აგლესილი თვალები, რათა ვერ იხილონ, ვერაფერს მიხვდნენ მათი გულები.

ესაია 47

6. განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.

ესაია 57

20. ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი.

იერემია 38

6. რაიყვანეს იერემია და ჩააგდეს მეფის ძის მალქიას დილეგში, საყარაულო ეზოში რომ იყო. თოკებით ჩაუშვეს შიგ იერემია, წყალი არ იყო დილეგში მხოლოდ - ტალახი; ჩაეფლო იერემია ტალახში.

22. აჰა, ყველა ქალი, რომლებიც იუდას მეფის სახლში დარჩნენ, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან და იტყვიან ის ქალები: მოგატყუეს შენ და გძლიეს შენმა მეგობრებმა, ხოლო როდესაც ტალახში ჩაგეფლო ფეხები, მიგატოვეს და წავიდნენ.

ეზეკიელი 13

15. და დავასრულებ ჩემს რისხვას იმ კედელზე და ტალახის ბათქაშით მის გამბათქაშებლებზე, და გეტყვით: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი გამბათქაშებელნი;

ეზეკიელუ 32

2. "ძეო კაცისავ! იგლოვე ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და უთხარი: შენი თავი ლომი გგონია ხალხთა შორის, მაგრამ ზღვის ურჩხულს ჰგავხარ; მოხვედი და აქეთ-იქით აწყდები შენს მდინარეებში, ფეხებით ამღვრევ წყალს და ატალახებ მათ ნაკადებს.

მიქა 7

10. იხილავს ამას ჩემი მტერი და შერცხვება, რომ მეუბნებოდა: სად არის უფალი, შენი ღმერთიო? იხილავენ ჩემი თვალები ჩემს მტერს, ქუჩის ტალახივით რომ გაითელება.

ზაქარია 9

3. აიშენა ტვიროსმა ციხე-სიმაგრე და მტვერივით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.

ზაქარია 10

5. და იქნებიან გმირებივით, ბრძოლაში რომ მტერს თელავენ ტალახივით; იბრძოლებენ, რადგან უფალია მათთან და შეარცხვენენ მტრის მხედრიონებს.

იოანე 9

11. მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.

2პეტრე 2

22. იმ ჭეშმარიტი იგავისა არ იყოს, მათაც ასე მოუვიდათ: ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, ნაბანი ღორი კი ტალახს - საგორაოდ.