3.40.49. Что такое Аминь

Аминь (от др.-евр. амен — «верно», «истинно», «да будет так»; в русском языке, через церковнославянский перевод Септуагинты, принята форма «аминь», в западноевропейской традиции — лат. amen, áмен) — слово, которое в авраамитических религиях произносится присутствующими при чтении определенного ритуального текста (молитвы, благословения) в знак согласия с содержащимся в нем или в некоторой части его положением тогда, когда читающий этот текст вслух завершает его возглашение (или возглашение определенной части); молитвенный возглас.

В этой функции слово амен выступает 30 раз уже в Танахе (Ветхом Завете). Один раз или многократно оно употребляется в конце молитв и псалмов — например, Псалмы 40:14; 71:19; 88:63 заканчиваются словами «аминь» для того, чтобы подтвердить предыдущее или еще раз просить об исполнении высказанного: так; да будет так.

Из иудейской литургии произнесение амен перешло в литургию христианскую. Чаще всего это слово употребляется как наречие, в смысле «истинно», «так». В Новом Завете 52 раза аминь употребляется в первых трех Евангелиях и 25 раз в Евангелии от Иоанна. Это слово часто встречается в речениях Иисуса Христа и передается в русском синодальном переводе словом «истинно». Так называется и сам Иисус в Апокалипсисе (Откр. 3:14: «Аминь, свидетель верный и истинный»), где последние слова поясняют значение слова аминь. По учению апостола Павла, «все обетования Божии в Нем [Иисусе Христе] «да» и в Нем «аминь» (2 Кор. 1: 20). Первые христиане после молитвы или благодарения также громко произносили общее «аминь» (1 Кор. 14: 16).

3.40.49. ამინ - მნიშვნელობა და გამოყენება

ამინ - ძვ. ბერძნ. ἀμήν რუს. аминь და ლათ. amen მომდინარეობენ ებრ. אמן ამენ, არაბ. آمِينَ‎‎ — აღსრულდეს, ჭეშმარიტად, ნამდვილად.

.

ამინ ებრაულ სიტყვა ამენის ბერძნულ და შემდგომ სხვა ენებში, მათ შორის ქართულში ტრანსლიტერაციას წარმოადგენს. ის მომდინარეობს ფუძიდან "ამან", რაც ნიშნავს „იყო ერთგული“, „იყო სანდო“.

.

ძველი ქართული ფორმებია: „ამენ“ და „იყავნ, იყავნ“. ყველაზე უძველესი ბოლნისის სიონის წარწერა მთავრდება ასე — Ⴈ Ⴈ (იყავნ, იყავნ)

.

ლექსიკონი ქართული: ამინ - იყავნ, აღსრულდეს, გინა მრწამს ჭეშმარიტად, გინა მტკიცედ იყავნ, გინა ნამდვილი, გინა განესრულოს, გინა დაემკვიდროს, გინა დაემტკიცოს.

.

ამინ არის სიტყვა, რომელიც აბრაამულ რელიგიებში წარმოითქმის რიტუალური ტექსტების კითხვის, ლოცვის, კურთხევის დროს შინაარსის ან გამასრლებელი აზრის მიმართ თანამოზიარეობის ნიშნად - დაე იყოს ასე! ფს.40,14; 71,19; 88,53

.

ამინ გამოიყენება ვინმეს მიერ ოფიციალურად ფიცის ან შეთანხმების დადებასა და პასუხისმგებლობის აღებისას რიცხ.5,20-22; რჯ.27,15—26; ნეემ.5,13 იერ.11,1-5

.

ამინ არის დამადასტურებელი

- ღვთის განდიდებისას 1ნეშ.16,36 ნეემ.8,6 ფს.71,19; 1პეტ.4,11; 5,10.11; 2პეტ.3,17.18 რომ.9,5; 11,36; 2მორ.1,18-20 გალ.1,3-5 ეფ.3,21 ფლპ.4,20; 1ტიმ.1,17 ებრ.13,20.21 გმცხ.1,4-7; 7,11.12

- ღვთის სიტყვის აღსრულების იერ.28,5.6

- ძმათა მიმართ სიყვარულის 1კორ.16,24

- კურთხევის რომ.15,33 გალ.6,18 ფლპ.4,23 გმცხ.20,20.21

- ხმამაღლა ნათქვამი განზრახვის 1მფ.1,36; იერ.11:5

.

ამინს მიუწერს, როცა დამწერი ღმერთს განადიდებს 1პტ. 4:11 რომ.1,25; 16,27; ეფ.3,21

- ან როცა გამოთქვამს სურვილს, რომ მისი წერილის ადრესატებმა რაიმე სახით მიიღონ ღვთის წყალობა რომ.15,33; ებრ.13,20.21

- ან როცა მთელი გულით ემოწმება ვინმეს ნათქვამს გმცხ.1,7; 22,20

.

პირველი ქრისტიანები ლოცვისა და მადლიერების შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვამდნენ საერთო „ამინს“ 1კორ.14,6

.

ზოგი ფსალმუნის დამთავრება ამ სიტყვით მიანიშნებს, რომ ისრაელის კრებული ფსალმუნების ან საგალობლების დასასრულს წარმოსთქვამდა „ამინს“ ფს.40,14

.

ქადაგებისას და სწავლებისას იესო განსაკუთრებული სახით იყენებდა ამ სიტყვას. ის ხშირად ამბობდა მას ფაქტის, დაპირების ან წინასწარმეტყველების წარმოთქმამდე იმის ხაზგასასმელად, რომ მისი სიტყვები ჭეშმარიტი და სანდო იყო. ამ შემთხვევებში ბერძნული სიტყვა ამენ ჭეშმარიტებად ითარგმნა მათ.5,18; 6,2.5.16; 24,34 ინ.1,51

.

ამინად იწოდება იესო ქრისტე 2კორ.1,19.20 გმცხ.3,14

.

ზეციური ქმნილებანი ამბობენ დასტურად ამინს გმცხ.5,14; 7,12; 19,4

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 5:20-22

და თუ ქმრის უფლების ქვეშ მყოფი გზას ასცდი და შეიბილწე, და იწვა შენთან მამაკაცი, შენი ქმრის გარდა” – და დააფიცოს მღვდელმა ეს ქალი წყევლის ფიცით, და უთხრას მღვდელმა ქალს: „მიგცეს შენ უფალმა წყევლასა და ფიცს შენს ხალხში, რომ უფალმა დაგიდამბლაოს საზარდული და გაგისიოს მუცელი. და შევა ეს დამლახვრელი წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დაგიდამბლაოს საზარდული”. და იტყვის ქალი: „ამინ, ამინ”.

მეორე რჯული 27:15

‘წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც გააკეთოს ქანდაკი ან ჩამოსხმული კერპი, ხელოსნის ხელით ნაკეთები, და დადგას ფარულად!’ და მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ‘ამინ!’

1 ნეშტთა 16:36

კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე.” და მიუგო ერმა: „ამენ! დიდება უფალს!”

ნეემია 5:13

და დავიბერტყე მოსასხამის კალთა და ვთქვი: „ასე გაიბერტყოს ყოველი ის კაცი თავისი სახლიდან და თავისი მონაგარიდან, ვინც არ შეასრულებს ამ სიტყვას, და ასე იყოს გაბერტყილი და გამოცარიელებული!” და თქვა მთელმა კრებულმა: „ამინ!” და ხოტბა შეასხა უფალს და შეასრულა ხალხმა ეს სიტყვა.

ნეემია 8

6. ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.

ფსალმუნები 71:19

და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!

იერემია 11:1-5

რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: „ისმინეთ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკეთ იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოისმენს ამ აღთქმის სიტყვებს, რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან, მათი გამოყვანის დღეს, რომ ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, მადინებელს რძისა და თაფლისა, რომელსაც ფლობ დღეს.” და მე ვუპასუხე: „ამენ, უფალო!”

იერემია 28:5-6

და უპასუხა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგომი მთელი ერის თვალწინ; და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამენ! ქნას უფალმა ასე! აასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და ყველა გადასახლებულის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას.

1 პეტრეს 4:11

თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით. თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 პეტრეს 5:10-11

ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგამყარებთ. დიდება და ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

2 პეტრეს 3:17-18

თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე, არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

რომაელთა 9:5

მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

რომაელთა 11:36

რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე. ამინ.

რომაელთა 15:33

მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ.

1 კორინთელთა 16:24

და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანის მიმართ ქრისტე იესოში. ამინ.

2 კორინთელთა 1:18-20

მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ჰოც და არაც, ვინაიდან ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით ჩვენ – მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო „ჰოც“ და „არაც“, არამედ „ჰო“ იყო მასში, რადგან ღვთის ყველა აღთქმანი მასში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.

გალატელთა 1:3-5

მადლი თქვენ და მშვიდობა ჩემი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გადასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ახლანდელი ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღვთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გალატელთა 6:18

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო. ამინ.

ეფესელთა 3:21

მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში, ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ფილიპელთა 4:20

ხოლო ღმერთს და ჩვენს მამას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ფილიპელთა 4:23

უფალ იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან. ამინ.

1 ტიმოთეს 1:17

ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნეთი უკუნისამდე. ამინ.

ებრაელთა 13:20-21

ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 1:4-7

იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.

გამოცხადება 3:14

„ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ამინი, მოწამე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღვთის ქმნილებისა:

გამოცხადება 7:11-12

ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს. ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ”.

გამოცხადება 22:20-21

ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მოვალ მალე!” ამინ. მოდი, უფალო იესო. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმიდასთან. ამინ.