1.9.50 Воинство небесное

1.9.50 ცის მხედრობა, ლაშქარი (მნათობები)

მზე, მთვარე და ვარსკვლავები, როგორც თაყვანისცემის ობიექტები:

- თაყვანს სცემდნენ ისრაელიანები 4მფ.17,16

- სამსხვერპლოები აუშენა მენაშემ 4მფ.21,5

- აკრძალა იოშიამ 4მფ.23,4.5.11

- ბანებზე უკმევდნენ იერ.19,13

.

ვარსკვლავების, როგორც ქმნილებების შესახებ:

- შექმნილია ღმერთის მიერ ეს.45,12

- თითოეულს სახელს უწოდებს ეს.40,26

- უთვალავია იერ.33,22

- გადავლენ ეს.34,4

.

ციური ლაშქარი ეწოდება ღვთის წერილში ანგელოზებსაც 3მფ.22,19 ნეემ.9,6

(იხილ. თემა =2.5.26. ცათა მხედრობა (მოლაშქრენი)

.

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 4

19. რათა ცისკენ თვალის აპყრობისას, მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მთელი ციური ლაშქრის დანახვისას, ცდუნებამ არ შეგიპყროთ და არ ეთაყვანოთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან უფალმა, თქვენმა ღმერთმა, უწილადა ისინი ყველა ხალხს მთელ ცისქვეშეთში.

3მეფეთა 22

19. თქვა მიქამ: "ახლა, ისმინე უფლის სიტყვა! ვიხილე თავის ტახტზე მჯდომი უფალი და ცის მთელი ლაშქარი მასთან მდგომი, მის მარჯვნივ და მის მარცხნივ.

4მეფეთა 17

16. მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;

4მეფეთა 21

5. მთელ ციურ მხედრობას სამსხვერპლოები აუშენა უფლის სახლის ორივე ეზოში.

4მეფეთა 23

4. უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო.

5. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ;

11. გაუშვა ცხენები, რომლებიც იუდას მეფეებს მზისთვის ჰყავდათ მიძღვნილი, უფლის სახლის შესასვლელიდან სარდალ ნეთან-მელექის ოთახამდე, გარეუბანში რომ არის; მზის ეტლები კი ცეცხლში დაწვა.

ნეემია 9

6. შენ, შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ, შენ შექმენი ცანი, ცანი ცათანი და მთელი მათი მხედრობა, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვები და ყოველივე, რაც მათშია; შენვე აცოცხლებ ყველას და შენ გცემს თაყვანს ციური ლაშქარი.

ესაია 34

4. ცის მთელი მხედრობა დალპება, ცა გრაგნილივით დაიგრაგნება, გახმება და ჩამოცვივა მთელი მისი მხედრობა, როგორც ფოთოლი ხმება და ცვივა ვაზიდან ან ლეღვის ხიდან.

ესაია 40

26. მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.

ესაია 45

12. მე შევქმენი დედამიწა და შევქმენი ადამიანი მასზე; ჩემმა ხელებმა გადაჭიმეს ზეცა და მთელი მისი ლაშქარი მე დავადგინე.

იერემია 19

13. იერუსალიმისა და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით შეიბილწება; ასევე ის სახლებიც, რომელთა ბანებზეც უკმევდნენ ცის მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს”.

იერემია 33

22. ცის მხედრობასავით აღურიცხავი და ზღვის ქვიშასავით დაუთვლელი იქნება ჩემი მსახურის, დავითის შთამომავალთა და ლევიანთა, ჩემს მსახურთა სიმრავლე”.