3.46.39 Волнение - ощущение тревоги

3.46.39 კრთომა, ღელვა, შეძრწუნება, შფოთვა - შემაჭირვებელი მოუსვენრობის გრძნობა

სხვადასხვა სახის:

- ოჯახური დაბ.34,30 იგავ.11,29

- სულიერი მართალთა ფს.76,4

- ბოროტთათვის დამახასიათებელი ეს.57,20

- ფსიქოლოგიური დან.5,9

- ბუნებრივი ლუკ.21,25

.

მიზეზები:

- შვილების საქციელი დაბ.34,30

- ბოროტი სული 1მფ.16,14.15

- მოულოდნელის შეტყობა 1მფ.28,19

- მტრები ეზრ.4,4

- ფიზიკური დაძაბუნების შეხება იობ.4,5

- ღვთის სიახლოვის განცდა იობ.23,15

- უფლის მიერ სახის მორიდება ჩვენთვის ჩვენი ამპარტავნების გამო ფს.29,6.7

- ჩვენი ცოდვები ფს.37,3

- ღვთის რისხვა ფს.77,49

- ენის მიშვებულობა იგავ.21,23

- იდუმალი სიზმარი დან.2,1.3

- ომი მარ.13,7

- ანგელოზის მოვლინება ლუკ.1,12.29

- განსაცდელი 2კორ.7,5

- დევნა 2თეს.1,7

.

ღმერთის დახმარება:

- მფარველობს ფს.26,5; 45,2

- პასუხობს ლოცვას ფს.49,15; 90,15

- აცოცხლებს ფს.137,7

- მოასვენებს მათ.11,28

- იძლევა მშვიდობას ფლპ.4,7

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 34

30. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.

1მეფეთა 16

14. განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან.

15. უთხრეს მისმა მორჩილებმა საულს: აჰა, ბოროტი სული ღვთისაგან გაშფოთებს შენ.

1მეფეთა 28

19. უცებ მთელი ტანით დაეცა მიწაზე საული, დიდად შეეშინდა სამუელის სიტყვებისა; ძალაც გამოლეოდა, რადგან მთელი დღე და ღამე არ ეჭამა პური.

ეზრა 4

4. ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.

იობი 4

5. ახლა შენც მოგადგა და მოუთმენელი გახდი, შეგეხო და შეძრწუნდი,

იობი 23

15. ამიტომ ვკრთი მისი სახის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი.

ფსალმუნი 26

5. რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.

ფსალმუნი 29

6. და ვთქვი ჩემი წარმატების ჟამს: არ შევირყევი უკუნისამდე.

7. უფალო, შენი წყალობით დამაყენე, როგორც მთა; მაგრამ დაფარე შენი სახე და შევძრწუნდი.

ფსალმუნი 37

3. არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.

ფსალმუნი 45

2. ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.

ფსალმუნი 49

15. მომიხმე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

ფსალმუნი 76

4. თვალიც არ მომახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ.

ფსალმუნი 77

49. მიავლინა მათთან თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გაჭირვება, როს წარმოგზავნა უკეთური ანგელოზები.

ფსალმუნი 90

15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ.

ფსალმუნი 137

7. შუაგულ ჭირშიც რომ გავდიოდე, შენ შემინარჩუნებ სიცოცხლეს; ხელს გამოიწვდი ჩემი მტრების რისხვის წინააღმდეგ და მიხსნის მარჯვენა შენი.

იგავნი 11

29. თავისი სახლეულის შემაჭირვებელი ქარს დაიმკვიდრებს; სულელი გულბრძენის მსახური იქნება.

იგავნი 21

23. ვინც თავის ბაგესა და ენას უფრთხილდება უბედურებისგან იცავს თავის თავს.

ესაია 57

20. ბოროტეულნი კი აღელვებულ ზღვასავით არიან, რომელსაც დამშვიდება არ შეუძლია, შლამსა და ტალახს გამორიყავს მისი წყალი.

დანიელი 2

1. ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთა.

3. უთხრა მათ მეფემ: “სიზმარი დამესიზმრა და სული მიფორიაქებს და ამ სიზმრის გაგება მინდა.”

დანიელი 5

9. მაშინ ძლიერ აღშფოთდა მეფე ბელშაცარი და სახეზე ფერი ეცვალა. აფორიაქდნენ მისი დიდებულებიც.

მათე 11

28. მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.

მარკოზი 13

7. როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.

ლუკა 1

12. და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას.

29. ის კი შეაკრთო ამ ნათქვამმა; და ფიქრობდა, რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება.

ლუკა 21

25. და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.

2კორინთელთა 7

5. ვინაიდან, როცა მაკედონიაში მოვედით, ჩვენს სხეულს არ ჰქონია მოსვენება, არამედ შევიწროებულნი ვიყავით ყველაფერში: გარეთ - ბრძოლები, შინ - შიში.

ფილიპელთა 4

7. და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

2თესალონიკელთა 1

7. თქვენ კი, შეჭირვებულებს - შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ

---------------------

სურათზე: საული დაეცა მესულთნე ქალის მიერ გამოძახებული სამუელის სულის სიტყვებზე