3.15.10. Молитва за воскресение умершего

3.15.10. გარდაცვლილის აღდგინებისთვის ლოცვა

3მფ.17,20-22; 4მფ.4,32-35 მათ.9,23-25 ლუკ.7,13-15 იოან.11,41-44 საქ.9,40

ბიბლიის მუხლები

3მეფეთა 17

20. უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”

21. სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”

22. ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.

4მეფეთა 4

32. შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.

33. შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.

34. ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.

35. გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.

მათე 9

23. მივიდა იესო მთავრის სახლში და დაინახა მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი.

24. უთხრა მათ: "წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს”. და სასაცილოდ აიგდეს იგი.

25. ხალხი რომ გაიყვანეს, შევიდა იესო, ხელი მოკიდა და წამოდგა გოგონა.

ლუკა 7

13. ქვრივის დანახვისას შეეცოდა იგი უფალს და უთხრა: "ნუ სტირი”.

14. მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ. მან თქვა: "ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექი!”

15. მკვდარი წამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო; და მის დედას ჩააბარა იგი.

იოანე 11

41. და მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და თქვა: "მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.

42. მე ვიცი, რომ ყოველთვის მისმენ. ეს გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე”.

43. ეს რომ თქვა, დიდი ხმით შესძახა: "ლაზარე, გამოდი!”

44. გამოვიდა მიცვალებული; ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეხვეული, სახე კი - სუდარით დაბურული. უთხრა მათ იესომ: "გახსენით, გაუშვით, იაროს”.

საქმეები 9

40. პეტრემ ყველა გარეთ გაისტუმრა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მოუტრიალდა ცხედარს და უთხრა: "ტაბითა, აღსდექ!” ქალმა თვალი გაახილა და პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

__თემაზე წერდნენ__

***

იყო ყრმა ვინმე მცირე, მეყსეულად დაეცა და მოკვდა. აღიღო იგი დედამან მისმან და დააგდო წინაშე ჯვარსა ყრმა იგი მომწყდარი დილითგან მიმწუხრადმდე. ხოლო დედა მისი ტირილით ილოცვიდა წინაშე ჯვარსა, და სხვანი ეტყოდეს:

- წარიღე, დედაკაცო, და დამარხე, რამეთუ მომკვდარ არს, და ნუღარ აწყინებ.

ხოლო მან არა წარიკვეთა სასოება, არამედ უფროს და უმეტეს საწყალობლად ტიროდა და ილოცვიდა. ხოლო მწუხრის ჟამსა სულიერ იქმნა და თვალნი აღეხილნეს და შემდგომად შვიდისა დღისა განიკურნა. და განცოცხლებული წარუყვანა ყრმა იგი დედამან მისმან. და ადიდებდა ღმერთსა.

__ ლეონტი მროველი __