3.16.7. Прошение на разные нужды

О помощи Божией

Никогда не оставляйте

молитву , и Господь не

оставит вас. Молитвой

мы признаем свою

немощь и силу Божию.

Молитвой мы возносим

Господа на подобающее

Ему место , а человека

умаляем. Люди, не

знающие молитвы,

нарушают истинный

порядок , они возвышают

себя и унижают Бога.

Это свойственно

немолитвенным людям.

Достаточно короткого

разговора с ними , чтобы

увидеть, на какой

высоте они держат себя

и в каком унижении —

Бога .

Где нет молитвы, там

царит гордость.

Гордость как надутый

шар , который лопается

от одного прикосновения

иглы . От малейшего

укола гордость

превращается в

отчаяние . Разумный

человек всегда кроток, а

кроткий именно в

кротости стяжает разум.

Когда смиренный

человек ищет помощи у

людей , на самом деле он

ищет ее от Бога. И когда

обращается к врачу, он

молится о помощи Богу,

ибо знает, что Господь

помогает опосредованно

или непосредственно ;

или сразу, без помощи

людей и предметов, или

с помощью людей и

предметов . Вам Он помог

непосредственно.

Праведного Иосифа Он

спасал через людей —

египетских купцов . Во

всяком случае, помогает

только Бог и никто

другой . Помощь моя от

Господа, сотворшаго

небо и землю, — говорит

псалмопевец.

Год со святителем

Николаем

( Велимировичем).

3.16.7. სათხოვრები სხვადასხვა საჭიროებებზე

ფს.85,5; 114,3.4 ეს.64,7 სოფ.3,9 საქ.2,21; 26,29 რომ.10,12.13; 2ტიმ.2,22

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 85

5. რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.

ფსალმუნი 114

3. გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.

4. და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.

ესაია 64

7. ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.

სოფონია 3

9. რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ.

საქმენი მოციქულთა 2

21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.

საქმენი მოციქულთა 26

29. პავლემ კი თქვა: ღმერთმა ინებოს, რომ, ცოტადაც და ბევრადაც, მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ცხადია, ამ ბორკილების გარეშე.

რომაელთა 10

12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.

13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.

2ტიმოთე 2

22. ილტვოდე სიჭაბუკის გულისთქმათაგან; მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან ერთად, ვინც წმიდა გულით მოუხმობს უფალს.

__თემაზე წერდნენ__

__ძისთვის__

ლოცვაი ჩვენი შეიწირე, ბაგასა მას მწოლარეო;

ეც მოსავთა შენთა პოვნაი წყალობისაი, სახიერო;

მადლი შენი მფარველ მეყავნ მე, უღირსსა, მოწყალეო;

ითხოვე დღეს თხოვაი ჩემი ცოდვილისა, მწყალობელო.

__ ფილიპე (მე-10 ს.) __

***

ვცან ჩემი ღმრთისაგან სააჯო და სათხოველი.

__ შოთა რუსთაველი __

***

ხმა მეუფისა შემეზრახება, - მან დამადგინა სოფლის მსახურად

და იდუმალი თვისი სახება აქ განმიცხადა მრავალსახურად.

ცამ დამისაზღვრა ბედის სამანი, ქვე მომაქცია ზეაღმავალი

და ვივლი ასრე ცათაქვეშეთში, როგორც ვიდოდნენ ჩემნი მამანი.

ვივლი სამოსელ-შემონაძარცვი, მეც აღმანთებენ ბრძოლის წუთები,

შებინდების ჟამს - მწუხრის ტაძარში მეც უდრტვინველად დავეყუდები.

დავეყუდები, დავთმობ ზვაობას, ზე აღმიტაცებს უფლის სანთური,

ქვე დაუტევებ არარაობას ცისრაობაში მიმოფანტული...

შემინდე, ცაო, ვიცი, ვბერდები... ცით მომეღვრება ცრემლის ღვენთები,

სჯულის სკივრს ვპოვებ, სჯულის კიდობანს და ქადაგივით ავმეტყველდები....

სიზმარს ცხადი სჯის, ცოდვას - ბრალდება....

მალე მზე ჩავა, ჩაიბინდება... ეჰა, ჩემი გზაც დაღმა დაქანდა,

მაინც არ მშურის სოფლის დიდება, არც განდიდება მოკვდავთაგანთა, -

თუნდაც დრომ დამდოს თვისი ბეჭედი, ცამ სამკლაურად მომცეს ასპიროზ,

ქვე განმიფინოს ცათაქვეშეთი, მზე დიადემად გარდმომასხივოს...

მხოლოდ ერთს ველტვი დასაბამიდან, მაგრამ შორია მისი კარები...

კარებს რად მიხშობ, უანკარესო, რა შორი-შორად მეკამკამები!

ცას შემოვუდგი შემოსადგმელი, კიბედ დავსახე სხივი თოვარის,

მაინც ვერ გავთქვი ჩემი სათქმელი, თხოვნა ვერ გკადრე შესათხოვარის.

და ჩავუბრუნდი ტაძარს სულისას.. ზის კარიბჭესთან ჟამი ბებერი,

ვით მწირი ვინმე, მეუდაბნოე, ვით მარადისი მქადაგებელი.

ზის უხმაუროდ... წყალი მიღელავს, მიდი-მოდიან ჩრდილში მგზავრები,

მეც... მოლივლივე დილის ნათელში მთის ბურუსივით მივიკვამლები.

ის კი... ისევ ზის ნეტარ ბურანში, ჰანგად ჩაესმის ტალღის დინება

და მოგონებით დაუნჯებული სხვა სივრცეებზე მეთათბირება...

__ მოშე იბნ ეზრა __

***

გვწამდეს ღმერთი, მტკიცედ გვწამდეს, გვწამდეს იგი, ვისაც ძალუძს, უფრო მეტი მოგვანიჭოს, ვიდრე ვითხოვთ, ვიდრე გვწყურია.

__ ვან გოგი __

***

[ნადირობის წინ მოხუც მლოცველ ჩუქჩს] შეჰყურებდა და თავისთვის ფიქრობდა, ყველა ხალხების, ყოველნაირი რელიგიის - დიდი იქნება იგი თუ პატარა, უძველესი თუ უახლესი, - ლოცვა ერთ ენაზე, რომ გადმოთარგმნო, სამ სიტყვაში ჩაეტევა: მშვიდობა, პური, ჯანმრთელობა.

__ იური რითხეუ __

***

ავკაცის ნაქირქილარის კაცური ღიმილისგან,

შეუმჩნეველის შემჩნევის, კარგად სათქმელის თქმისა,

თავშეკავება იობის, მოთმენა ტკივილისა,

"ჭირსა შიგან გამაგრება, ისრე ვით ქვიტკირისა",

არაღელვება, დათმენა ავყიათ ნაყბედისა,

გაჭირვებულთა გამართვა, ობლის და ქვრივოხრისა,

სტუმატთან კარგად დახვედრა და მადლი ჭურ-მარნისა.

ჩემს წილ გათლილი ქვის ლოდი ამატანინე მთისას,

ნუ დაამგვანებ ჩემს შრომას, წვალებას სიზიფისას,

გალობას გეტყვი ალალად, შესაფერს დავითისას,

მეც დავლევ ჩემს წილ სამსალას, არ დავიყვედრებ სხვისას,

სიკეთის ტარიგად წავალ, სითბოს ვიახლებ მზისას,

წინ აღვუდგები ჩემს წილად საქმეებს კაენისას,

ლოცვას აღვავლენ ტაძარში ღვთისმშობლისას და ყრმისას,

მიწას მივართმევ მიწისას, ცას გავუგზავნი ცისას,

უფალს მივაგებ უფლისას, კეისარს - კეისრისას.

__ შოთა ორველაშვილი __