3.9.7 Величание

3.9.7 განდიდება

სადიდებელი ქალწულ მარიამისგან ლუკ.46-55

.

ღვთის სადიდებელი საერთოდ:

- მისი სახელის 2მფ.7,26

- სიტყვის ფს.137,2

- რჯულის ეს.42,21

- ქრისტეს სახელის საქ.19,17

.

მორწმუნეებმა უნდა განადიდონ ღმერთი:

- ერთად ფს.33,3

- მადლიერებით ფს.68,30

- სხეულში ფლპ.1,20

.

ბიბლიის მუხლები

2მეფეთა 7

26. იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: ცაბაოთ უფალი ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი!

ფსალმუნი 33

3. ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.

ფსალმუნი 68

30. ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.

ფსალმუნი 137

2. თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.

ესაია 42

21. უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.

ლუკა 1

46. და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,

47. გაიხარა ჩემმა სულმა ღმერთის, ჩემი მაცხოვრის გამო.

48. ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს: და, აჰა, ამიერიდან ნეტარად შემრაცხავს ყოველი მოდგმა;

49. რადგანაც დიდი სიკეთე მიყო ყოვლადძლიერმა, და წმიდაა მისი სახელი.

50. წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.

51. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.

52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

53. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.

54. შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.

55. როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.

საქმეები 19

17. ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.

ფილიპელთა 1

20. თანახმად ჩემი მოლოდინისა და სასოებისა, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც იდიდება ქრისტე ჩემს სხეულში, სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით.