1.3.21. Дух человека бессмертен

1. Мертвые ничего не знают, не умеют, спят до второго пришествия Христа Иов.14,21 Пс.6,6,, 113,[25].26 Екк.9,[3-6] Сирах.17,27,28 Ис.38,18 Варух.2,17

 

2. Дух (душа) праведных принадлежит Богу, грешника - умреть Иез.18,1-4.20 Матф.10,28 Лук.12,5 Ин.5,24,, 2Пет.3,13 Рим.6,22.23,, 8,19-23,, 1Кор.15,35-44.47-49,, 2Кор.5,1-10 Гал.6,8,, 1Фес.5,23 Отк.20,4,, 21,3.4

Ни мертвые восхвалят Господа, ни все нисходящие в могилу;

26 но мы будем благословлять Господа отныне и вовек. Аллилуия. (Пс, 113,25.26).

Это-то и худо во всем, что делается под солнцем, что одна участь всем, и сердце сынов человеческих исполнено зла, и безумие в сердце их, в жизни их; а после того они отходят к умершим.

4 Кто находится между живыми, тому есть еще надежда, так как и псу живому лучше, нежели мертвому льву.

5 Живые знают, что умрут, а мертвые ничего не знают, и уже нет им воздаяния, потому что и память о них предана забвению,

6 и любовь их и ненависть их и ревность их уже исчезли, и нет им более части во веки ни в чем, что делается под солнцем.(Экк.9,3-6)

Как велико милосердие Господа и примирение с обращающимися к Нему! Пс 102:13; Еф 2:4, 7

28 Не может быть всего в человеке, (Сирах.17,27,28)

И было ко мне слово Господне:

2 зачем вы употребляете в земле Израилевой эту пословицу, говоря: "отцы ели кислый виноград, а у детей на зубах оскомина "?

3 Живу Я! говорит Господь Бог, - не будут вперед говорить пословицу эту в Израиле.

4 Ибо вот, все души - Мои: как душа отца, так и душа сына - Мои: душа согрешающая, та умрет. (Иез.18,1-4.).

Душа согрешающая, она умрет; сын не понесет вины отца, и отец не понесет вины сына, правда праведного при нем и остается, и беззаконие беззаконного при нем и остается. (Иез.18,20).

28 И не бойтесь убивающих тело, души же не могущих убить; а бойтесь более Того, Кто может и душу и тело погубить в геенне. (Мaтф. 10, 28).

5 но скажу вам, кого кто, по убиении, может ввергнуть в геенну: ей, говорю вам, того бойтесь. (Лукa 12, 5)

Истинно, истинно говорю вам: слушающий слово Мое и верующий в Пославшего Меня имеет жизнь вечную, и на суд не приходит, но перешел от смерти в жизнь. (Ин.5,24,).

Впрочем мы, по обетованию Его, ожидаем нового неба и новой земли, на которых обитает правда. (2Пет.3,13).

Но ныне, когда вы освободились от греха и стали рабами Богу, плод ваш есть святость, а конец - жизнь вечная.

23 Ибо возмездие за грех - смерть, а дар Божий - жизнь вечная во Христе Иисусе, Господе нашем. (Рим.6,22.23).

Ибо тварь с надеждою ожидает откровения сынов Божиих,

20 потому что тварь покорилась суете не добровольно, но по воле покорившего ее, в надежде,

21 что и сама тварь освобождена будет от рабства тлению в свободу славы детей Божиих.

22 Ибо знаем, что вся тварь совокупно стенает и мучится доныне;

23 и не только она, но и мы сами, имея начаток Духа, и мы в себе стенаем, ожидая усыновления, искупления тела нашего.(Рим. 8,19-23).

Но скажет кто-нибудь: как воскреснут мертвые? и в каком теле придут?

36 Безрассудный! то, что ты сеешь, не оживет, если не умрет.

37 И когда ты сеешь, то сеешь не тело будущее, а голое зерно, какое случится, пшеничное или другое какое;

38 но Бог дает ему тело, как хочет, и каждому семени свое тело.

39 Не всякая плоть такая же плоть; но иная плоть у человеков, иная плоть у скотов, иная у рыб, иная у птиц.

40 Есть тела небесные и тела земные; но иная слава небесных, иная земных.

41 Иная слава солнца, иная слава луны, иная звезд; и звезда от звезды разнится в славе.

42 Так и при воскресении мертвых: сеется в тлении, восстает в нетлении;

43 сеется в уничижении, восстает в славе; сеется в немощи, восстает в силе;

44 сеется тело душевное, восстает тело духовное. Есть тело душевное, есть тело и духовное.( 1Кор.15,35-44).

Первый человек - из земли, перстный; второй человек - Господь с неба.

48 Каков перстный, таковы и перстные; и каков небесный, таковы и небесные.

49 И как мы носили образ перстного, будем носить и образ небесного. .( 1Кор.15,47-49).

 

Ибо знаем, что, когда земной наш дом, эта хижина, разрушится, мы имеем от Бога жилище на небесах, дом нерукотворенный, вечный.

2 От того мы и воздыхаем, желая облечься в небесное наше жилище;

3 только бы нам и одетым не оказаться нагими.

4 Ибо мы, находясь в этой хижине, воздыхаем под бременем, потому что не хотим совлечься, но облечься, чтобы смертное поглощено было жизнью.

5 На сие самое и создал нас Бог и дал нам залог Духа.

6 Итак мы всегда благодушествуем; и как знаем, что, водворяясь в теле, мы устранены от Господа, -

7 ибо мы ходим верою, а не видением, -

8 то мы благодушествуем и желаем лучше выйти из тела и водвориться у Господа.

9 И потому ревностно стараемся, водворяясь ли, выходя ли, быть Ему угодными;

10 ибо всем нам должно явиться пред судилище Христово, чтобы каждому получить соответственно тому, что он делал, живя в теле, доброе или худое. (2Кор.5,1-10).

сеющий в плоть свою от плоти пожнет тление, а сеющий в дух от духа пожнет жизнь вечную. (Гал.6,8).

Сам же Бог мира да освятит вас во всей полноте, и ваш дух и душа и тело во всей целости да сохранится без порока в пришествие Господа нашего Иисуса Христа. (1Фес.5,23).

И увидел я престолы и сидящих на них, которым дано было судить, и души обезглавленных за свидетельство Иисуса и за слово Божие, которые не поклонились зверю, ни образу его, и не приняли начертания на чело свое и на руку свою. Они ожили и царствовали со Христом тысячу лет.(Отк.20,4).

И услышал я громкий голос с неба, говорящий: се, скиния Бога с человеками, и Он будет обитать с ними; они будут Его народом, и Сам Бог с ними будет Богом их.

4 И отрет Бог всякую слезу с очей их, и смерти не будет уже; ни плача, ни вопля, ни болезни уже не будет, ибо прежнее прошло.(Откр. 21,3.4

Пустота,распад и тленье,

Жизнь в насмешку нам дана.

Души мертвы.Суть явлений -

Только видимость одна.

***

Но напрасно в муках бьется

Жизнь,в небытие спеша.

"Что из праха - в прах вернется".

Тело-да,но не душа !

>>>

Генри Лонгфелло*

*(Лонгфелло Генри Уодсуорт [1807-1882] - один из крупнейших американских поэтов,философов,переводчиков,филологов,фольклористов).

1.3.21. სული უკვდავია

1) გარდაცვლილებმა არაფერი უწყიან, არა ძალუძთ რა, მიძინებულნი არიან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე იობ, 14,21; ფს. 6,6; 113,[25].26; ეკლ. 9,[3-6]; ზირ. 17,27.28; ეს. 38,18; ბარუქ. 2,17

 

2) სული (მშვინვა) მართალთა ეკუთვნის ღმერთს, ცოდვილის - მოკვდება ეზ. 18,1-4.20; მათ. 10,28; ლუკ. 12,5; ინ. 5,24; 2პეტ. 3,13; რომ. 6,22.23; 8,19-23; 1კორ. 15,35-44.47-49; 2კორ. 5,1-10; გალ. 6,8; 1თეს. 5,23; გმცხ. 20,4; 21,3.4

ბიბლიის მუხლები

იობი 14

21. პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება.

ფსალმუნნი 6

6. რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება-დიდებას?

ფსალმუნნი 113

25. არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,

26. არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი! 

ეკლესიასტე 9

3. უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ.

4. რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია.

5. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.

6. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.

ზირაქი 17

27. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.

28. მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.

ესაია 38

18. რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.

ბარუქი 2

17. გაახილე, უფალო, თვალი და იხილე, რადგან ჯოჯოხეთში მყოფი მკვდრები, რომელთაც ამოერთვათ სული გვამიდან, ვერ მიაგებენ უფალს დიდებასა და სამართალს,

ეზეკიელი 18

1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:

2. ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?

3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!

4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.

 

20. ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.

მათე 10

28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

ლუკა 12

5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

იოანე 5

24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

2პეტრე 3

13. ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე.

რომაელთა 6

22. ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე.

23. ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. 

რომაელთა 8

19. ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას,

20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,

21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.

22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.

23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.

1კორინთელთა 15

35. მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?

36. უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.

37. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.

38. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.

39. ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.

40. არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.

41. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.

42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.

43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.

44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.

45. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.

46. მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.

47. პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.

48. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.

49. და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.

2კორინთელთა 5

1. რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.

2. მიტომაც ვგმინავთ, რომ გვსურს შევიმოსოთ ზეციური სასახლე ჩვენი.

3. მხოლოდ შემოსილნიც არ აღმოვჩნდეთ შიშველნი.

4. ვინაიდან ამ კარავში მყოფნი სიმძიმილით ვგმინავთ, რადგანაც განძარცვა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა ცოცხალმა შთანთქას მოკვდავი.

5. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და მოგვცა სულის წინდი.

6. ამიტომ ყოველთვის ნდობით ვართ აღვსილნი და ვიცით, რომ ვიდრე სხეულში ვსახლობთ, ღვთის გარეთ ვსახლობთ.

7. რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით.

8. მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.

9. ამიტომაც ვცდილობთ, რომ, გამოვსახლდებით თუ დავსახლდებით, მისთვის სათნონი ვიყოთ.

10. რადგან ყველანი უნდა წარვსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თვითეულს მიეგოს მისი კუთვნილი, იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი: კეთილს თუ ბოროტს.

გალატელთა 6

8. ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

1თესალონიკელთა 5

23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

გამოცხადება 20

4. ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს.

გამოცხადება 21

3. და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან.

4. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი: აღარც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი.

თემაზე წერდნე

 უეჭველია, რომ იმის მიხედვით, მოკვდავია სული თუ უკვდავი, მორალის არსი ძირფესვიანად იცვლება. ფილოსოფოსები კი მორალზე მსჯელობისას, საერთოდ გვერდს უვლიან ამ საკითხს; მათ მხოლოდ ერთი სადარდელი აქვთ, როგორ გაატარონ წილხვდომილი წამი.

პლატონი

მიწამ წაიღოს ჩემი ტანი, მიწით ნაგები,

სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომინახავს.

მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,

რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,

რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე

და ამ დარჩენილ ორ დღეზეც კი მემათხოვრება.

მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი - თავისი,

ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი.

                                                    უილიამ შექსპირი

მათ ყოველთვის ეს დილემა აკერიათ პირზე: სული ან მოკვდავია, ან უკვდავი. თუ მოკვდავია, მაშინ სასჯელისა არ უნდა ეშინოდეს; თუ უკვდავია, უკეთესი ხვედრი ელის. მაგრამ ისინი დუმილით უვლიან გვერდს მეორე განშტოებას. კი მაგრამ, თუ უარესს უნდა ელოდეს?

მონტენი

სიტყვები „თავისუფლად მოაზროვნენი“ იგივეა, რაც ფრანგული გამოთქმა „სულით ძლიერი ხალხი“, მაგრამ იციან თავისუფლად მოაზროვნეებმა როგორი ირონია იმალება ამ იგივეობაში? განა მოიძებნება ამ ქვეყნად უფრო უმწეო კაცი, ვიდრე ის, ვისაც ეჭვი ეპარება თავისი ბუნების, არსებობის, გრძნობის, ცნობიერების პირველსაწყისში და ვისაც ვერ წარმოუდგენია, რა ელის მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგ? რა სასოწარმკვეთია, ალბათ, იმისი ყოფა, ვისაც ჰგონია, რომ მისი სული ისევე მატერიალურია, წარმავალი და ხრწნადი, როგორც ქვა, ქვეწარმავალი თუ სხვა უმდაბლესი არსნი? განა უფრო მეტ სიდიადეს და აზალმოსილებას არ იძენს ჩვენი აზრი, როცა აღიარებს ყველა სხვა არსზე ამაღლებული, მათი შემქმნელი და მათი მომცველი არსის იდეას, იდეას ყოვლად სრულქმნილი, უხრწნელი, დაუსაბამო და უბოლოო არსის, რომლის ხატად და, გავბედავ ვთქვა, რომლის ნაწილადაც გვევლინება ჩვენი უსხეულმყოფელი და უხრწნელი სული?                                       ლაბრუიერი

სული კაცისა მსგავსია წყალთა:

ციდან ჩამოდის, ცაში ბრუნდება,

ისევ მიწაზე და ასე მარად

ბრუნავს, იცვლება.

                                                       გოეთე

მწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა.

ვაჟა-ფშაველა