2.2.96 Доступ к Богу

2.2.96 მისასვლელი, მისადგომი ღმერთთან

უზრუნველყოფილია:

- ქრისტეს მეშვეობით იოან.14,6.23; 1პეტ.3,18

- ქრისტეს სისხლის მეშვეობით ეფ.2,13

- ქრისტეს მსხვერპლის შემდეგ აღარ საჭიროებს შესაწირავებს მიქ.6,6

- სული წმიდით ეფ.2,18

- რწმენით რომ.5,2

- სუფთა ხელებით ფს.25,3-6 იაკ.4,8

.

მისი განსაკუთრებულობანი:

- არის შედეგი ღმერთის მიერ რჩეულობისა ფს.64,4

- ცოდვილებმა უნდა ეძიონ ეს.55,6.7 ზაქ.3,7

- გაბედულად უნდა მივეახლოთ ებრ.4,16

- იძლევა გაბედულებას ლოცვაში ებრ.4,16

- ქრისტეშია საიმედო მისადგომი ეფ.3,3

- არის ღმერთთან შერიგების შედეგი კოლ.1,21.22

- კარი გაეხსნათ წარმართებს საქ.14,27

- უზრუნველყოფილია ქრისტეს მღვდლობით ებრ.7,19-25

- ღვთის შვილები ეძიებენ მას ფს.26,4

- ვეზიარებით 1იოან.1,3

.

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 25

3. რადგან შენი წყალობა მიდგას თვალწინ და შენს ჭეშმარიტებაში დავდივარ.

4. არ დავჯდები სიცრუის მოყვარულებთან და არ მივალ მზაკვრებთან.

5. მძულს უკეთურთა კრებული, ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.

6. უბიწოებით დავიბან ხელებს და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, უფალო.

ფსალმუნი 26

4. ერთსა ვთხოვ უფალს, ამას ვევედრები, რომ დავემკვიდრო უფლის სახლში მთელი ჩემი სიცოცხლე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარში ფიქრს ვეძლეოდე.

ფსალმუნი 64

4. ნეტარია, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოებში; გავძღებით შენი სახლის, შენი წმიდა ტაძრის სიკეთით.

ესაია 55

6. ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა.

7. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ - თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, - ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.

მიქა 6

6. რით წარვდგე უფლის წინაშე და ვეთაყვანო მაღალ ღმერთს? ყოვლადდასაწველი ერთწლიანი ხბორებით ხომ არ მივეახლო?

ზაქარია 3

7. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „თუ ჩემი გზებით ივლი და ჩემს სამსახურს შეასრულებ, გაუძღვები ჩემს სახლს და თვალყურს ადევნებ ჩემს ეზოებს, მოგცემ მოსასვლელს აქ მდგომარეთა შორის.

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.

23. მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ.

საქმეები 14

27. ჩავიდნენ, შეკრიბეს ეკლესია და უამბეს, რა მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს.

იაკობი 4

8. მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილნო, უბიწოდ დაიცავით გულები, ორგულნო.

1პეტრე 3

18. რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,

1იოანე 1

3. რაც გვინახავს და გვსმენია, გაუწყებთ თქვენ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი თანაზიარება არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

რომაელთა 5

2. რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.

ეფესელთა 2

13. ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.

18. ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.

ეფესელთა 3

12. რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.

კოლასელთა 1

21. თქვენც, ოდესღაც რომ გა­უცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო,

22. ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;

ებრაელთა 4

16. ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.

ებრაელთა 7

19. ვინაიდან რჯულმა ვერაფერი სრულყო, მაგრამ შემოდის უკეთესი იმედი, რომლის მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს.

20. და ეს არ მომხდარა ფიცის გარეშე, -

21. ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: "დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

22. ესოდენ უმჯობესი აღთქმის თავდები გახდა იესო.

23. გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში.

24. ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.

25. ამიტომაც ძალუძს სრულად გადაარჩინოს ყველა, ვინც მისი შუამდგომლობით მიეახლება ღმერთს, ვინაიდან მარად ცოცხალია, რათა უშუამდგომლოს მათ.