1.8.91 Ной - свидетель двух миров

***

Стихи 28-29. В этих стихах мы читаем, (1) как Бог продлил жизнь Ноя. Он жил 950 лет, на двадцать лет дольше, чем Адам, но на девятнадцать лет меньше, чем Мафусал. Эта долгая жизнь была дальнейшей наградой за его выдающееся благочестие и величайшим благословением для мира, для которого он, несомненно, продолжал быть проповедником праведности, с тем только преимуществом, что теперь он проповедовал лишь собственным детям.

(2) Как Бог положил конец жизни Ноя. Хотя он жил долго, но до смерти, возможно, увидел смерть многих своих потомков. Ной жил так долго, чтобы увидеть два мира, но, являясь по вере наследником праведности, после смерти он отправился в мир лучший, чем эти два.

Бытие 9 глава – Библия – Комментарии Мэтью Генри

***

Быт.9:28. И жил Ной после потопа триста пятьдесят лет.

По вычислениям некоторых библеистов триста пятидесятый год послепотопной эпохи падает на пятьдесят восьмой год жизни Авраама; следовательно, Ной был свидетелем постройки вавилонской башни и последующего за ней рассеяния народов.

Смерть Ноя.

Быт.9:29. Всех же дней Ноевых было девятьсот пятьдесят лет, и он умер.

Обе эти хронологические даты напоминают нам хорошо известные подобные же примеры из генеалогии сифитов (Быт. 5 и др.), Ной был последним из патриархов, доживших до такой глубокой старости и это – не без особенного божественного промышления: деятель последних шести веков допотопного мира, Ной был и свидетелем первых трех с половиною веков истории нового, послепотопного человечества и своей личностью как бы скреплял оба этих мира и служил носителем и хранителем всех универсальных традиций человечества. Шестьсот лет допотопной жизни Ноя позволяли ему видеть еще Мафусала и слышать из его уст рассказы о первобытных временах, полученных Мафусалом непосредственно от самого Адама, а триста пятьдесят лет послепотопного периода открывали возможность личной беседы и передачи всех священных традиций Аврааму, откуда через две-три посредствующих ступени (Иаков, Левий, Кааф), все это и чисто естественным путем могло дойти до бытописателя Моисея, который помимо этого, был и озарен также особым сверхъестественным божественным Откровением. «Так близко передавалось изустное предание, начертанное на страницах Библии, и в то время, когда Моисей начертывал его, весь народ еврейский мог поверить в истину этих сказаний с преданиями старцев» (Властов).

Бытие 9 глава – Библия – Комментарии Лопухина

1.8.91 ნოე - ორი სამყაროს მრავალ თაობათა მომსწრე

(ნოე - ნუგეში, სიმშვიდე)

-

ცხოვრება:

- ლამექის ძე დაბ.5,28.29

- სემის, ქამისა და იაფეტის ძე დაბ.5,32

- ჰპოვა მადლი უფლის თვალში დაბ.6,8

- ცხოვრობდა გარყვნილ ხალხს შორის დაბ.6,1-13

- მიიღო ბრძანება აეგო კიდობანი დაბ.6,14-22

- სიმართლის მქადაგებელი იყო 2პეტ.2,5

- შევიდა კიდობანში ოჯახთან და ცხოველებთან ერთად დაბ.7,1-16

- დაცულ იქნა წარღვნის დროს დაბ.7,16 - 8,17

- ააგო სამსხვერპლო დაბ.8,18-22

- აღთქმა დაიდო მასთან დაბ.9,1-17

- გააშენა ვენახი და დათვრა დაბ.9,20.21

- წარმოთქვა წყევლა და კურთხევა დაბ.9,25-27

- მოკვდა 950 წლის დაბ.9,28.29

-

მისი დახასიათება:

- მართალი დაბ.6,9

- ღვთისმოშიში ებრ.11,7

- ღმერთის გზებით მავალი დაბ.6,9

- ცნობილი სიმართლით ეზეკ.14,14.20

-

რომელ პატრიარქებს მოესწრო ნოე:

- ნოე ცხოვრობდა 1056-2006 წწ ადამის შექმნიდან

- ადამი გარდაიცვალა 930 წელს

- შეთი - 1042 წელს

- ენოში - 1140 წელს. შესაბამისად ენოშს მოესწრო ნოე და ასევე ყველა სხვა წარღვნამდელ პატრიარქებს:

- კაინანს (1235)

- მაჰალალელს (1290)

- იარედს (1422)

- მეთუშალახს (მათუსალას) (1656)

- ლამექს (1651)

წარღვნის შემდეგ მოესწრო:

- სემს - 1556-2156

- არფაქშადს - 1656-2094.

- შალახს - 1691-2124.

- ყებერს - 1721-2185.

- ფალეგს - 1755-1994.

- რეღუს - 1785-1824.

- სერუგს - 1817-2047.

- ნახორს - 1847-1995.

- თერახს - 1876-1946.

- აბრაამი იშვა 1946 წელს. ნოეს გარდაცვალების წელს აბრაამი იქნებოდა 58 წლის

-

ზემოთ მოცემული წლების მიხედვით ნოე (სემთან, ქამთან და იფეთთან ერთად) ცხოვრობდა ორ - წარღვნამდელ და წარღვნის შემდგომ სამყაროში

-

მოესწრო დედამიწის ზურგზე მომხდარ სამ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს კატაკლიზმს:

- წარღვნას

- ქვეყნიერების გაყოფას, ანუ ერთი მთლიანი პირვანდელი პანკონტინენტის პანგეას დაშლას ჩვენთვის დღეისთვის ცნობილ კონტინენტებად დაბ.10,25

- ენების აღრევას და ხალხებად გაფანტვას მთელი დედამიწის ზურგზე დაბ.11,1-9

-

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9

28. იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.

29. სრული ხანი ნოესი იყო ცხრაას ორმოცდაათი წელი, და მოკვდა.

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.9,28-29. ამ მუხლებში ვკითხულობთ, (1) როგორ გაუხანგრძლივა ღმერთმა ნოეს სიცოცხლე. მან იცოცხლა 950 წელი, 20 წლით მეტი ადამზე, ხოლო მათუსალაზე 19 წლით ნაკლები. ეს დღეგრძელობა იყო საჩუქარი მისი გამორჩეული სათნოებისთვის და კურთხევა ქვეყნიერებისთვის, რომლისთვისაც ის, უეჭველად, გააგრძელებდა მართლობის მქადაგებლობას ახლა უკვე თავის შთამომავლებში.

2) როგორ დაასრულა ღმერთმა ნოეს ცხოვრება. ის ცხოვრობდა დიდხანს და შესაძლებელია სიკვდილამდე იხილა მრავალი შთამომავლის სიკვდილი. ნოემ იცოცხლა ისე დიდხანს, რომ იხილა ორი სამყარო, მაგრამ, იყო რა მართლობის მემკვიდრე, სიკვდილის შემდეგ გაემართა უკეთეს სამყაროში, ვიდრე ეს ორი იყო.

__ მეთიუ ჰენრი __

***

დაბ.9,28 ზოგი ბიბლეისტის გამოთვლით წარღვნისშემდგომი 350 წელი ემთხვევა აბრაამის ცხოვრების 58-ე წელს; აქედან გამომდინარე, ნოე უნდა იყოს მომსწრე ბაბილონის გოდოლის მშენებლობის და მის შემდგომ ხალხთა განსახლებისა.

დაბ.9,29 ორივე ეს ქრონოლოგიური თარიღი გვიჩვენებენ, რომ ნოეს ასეთი დღეგრძელობა არ ყოფილა შემთხვევითი და ღვთიური განსაკუთრებული აზრი დევს მასში: წარღვნამდელი ექვსი საუკუნის მოღვაწე, ნოე იყო წარღვნისშემდგომი კიდევ სამ საუკუნენახევარი ახალი ქვეყნიერების ისტორიის მოწმე. მის პიროვნებაში შეკავშირდა ორი სამყარო, თან დაატარებდა, იცავდა და გადასცემდა კაცობრიობის ყველა სათნო და უნივერსალურ ტრადიციას. 600 წ. წარღვნამდე ცხოვრება მას საშუალებას მისცემდა ეხილა და მოესმინა მათუსალას მონათხრობები წარსულის შესახებ, რომელიც მას თვით ადამისგან ექნებოდა მოსმენილი, ხოლო 350 წ. წარღვნის შემდეგ, მას მისცემდა შესაძლებლობას გადაეცა აბრაამისთვის, რაც თაობების შემდეგ მიაღწევდა უკვე დაბადების მწერალ მოსემდეც.

__ ლოპუხინი __