2.13.33 Все увидят Господа

Дан.7,13 Матф.16,27; 24,30; 25,31; 26,[64] Мар.14,62 Лук.21,27 Ин.1,51 Деян.1,11; 7,55.56 Рим.14,10; 1Фес.4,16.17 Евр.1,3; 12,2 Отк.1,7; 20,11

2.13.33 ყველა იხილავს უფალს

დან.7,13 მათ.16,27; 24,30; 25,31; 26,[64] მარ.14,62 ლუკ.21,27 იოან.1,51 საქ.1,11; 7,55.56 რომ.14,10; 1თეს.4,16.17 ებრ.1,3; 12,2 გმცხ.1,7; 20,11

ბიბლიის მუხლები

დანიელი 7

13. და ვხედავ ღამის ხილვაში: აჰა, ცაში, ღრუბლებზე მოდის კაცის ძის მსგავსი; მივიდა დღეთა უძველესთან და წარდგენილ იქნა მის წინაშე.

მათე 16

27. რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.

მათე 24

30. მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.

მათე 25

31. ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.

მათე 26

64. უთხრა იესომ: "შენ თქვი. მაგრამ მე გეუბნებით: ამიერიდან იხილავთ ძე კაცისას, ძალის მარჯვნივ მჯდომს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

მარკოზი 14

62. იესომ თქვა: "მე ვარ. და იხილავთ ძე კაცისას ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებზე მომავალს”.

ლუკა 21

27. მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.

იოანე 1

51. უთხრა მას: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”

საქმეები 1

11. უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.

საქმეები 7

55. ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.

56. თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.

რომაელთა 14

10. მაშ, რაღატომ განიკითხავ შენს ძმას და ამცირებ, ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე?!

1თესალონიკელთა 4

16. ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;

17. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.

ებრაელთა 1

3. ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.

ებრაელთა 12

2. და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

გამოცხადება 1

7. აჰა, მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი; და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ!

გამოცხადება 20

11. ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი.

__თემაზე წერდნენ__

***

პირველად მოსვლის დრო ნაწინასწარმეტყველები იყო, მეორედ მოსვლისა კი – არა, ვინაიდან პირველად მოსვლა დაფარული უნდა იყოს, მეორედ მოსვლა კი – ისე ბრწყინვალე და ისე აშკარა, რომ თვით მისმა მტრებმაც უნდა სცნონ და აღიარონ იგი.

__ ბლეზ პასკალი __