1.3.46 Духовное - святое и не материальное

1Пет.2,5 Рим.7,14; 15,27; 1Кор.2,13-15; 3,1; 12,1; 15,44-46 Гал.6,1 Еф.6,12 Кол.3,16

1.3.46 სულიერი - წმინდა და არამატერიალური

ბიბლიაში სულიერად იწოდება:

- სულიერ ნიჭები 1კორ.12,1

- რჯული რომ.7,14

- მორწმუნეთა მემკვიდრეობა რომ.15,27

- თვით მორწმუნეები 1კორ.3,1

- აღმდგარი სხეულები 1მორ.15,44-46

- ბოროტი სულები ეფ.6,12

.

ქრისტიანებისთვის ესაა:

- იდეალური მდგომარეობა 1კორ.3,1

- განახლებული აზროვნება 1კორ.2,13-15

- მოვალეობა გალ.6,1

- კურთხევები 1პეტ.2,5

- ცხოვრების წესი კოლ.3,16

.

ბიბლიის მუხლები

1პეტრე 2

5. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

რომაელთა 7

14. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.

რომაელთა 15

27. ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.

1კორინთელთა 2

13. რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.

14. მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.

15. ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.

1კორინთელთა 3

1. ხოლო მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში.

1კორინთელთა 12

1. ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.

1კორინთელთა 15

44. ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.

45. ასეც წერია: პირველი კაცი, ადამი გახდა ცოცხალ მშვინვად, ხოლო უკანასკნელი ადამი - მაცოცხლებელ სულად.

46. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მშვინვიერი, შემდეგ - სულიერი.

გალატელთა 6

1. ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.

ეფესელთა 6

12. რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

კოლასელთა 3

16. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

-------------------------

სურათზე: აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად 1პეტ.2,5