4.15.44 Иметь детей от служанки, наложницы

4.15.44 შვილიერება მხევლისგან, ხარჭისგან

შინამსახური ქალებისგან შვილების ყოლა ძველი აღმოსავლეთის კულტურაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო

.

მაგალითები ბიბლიაში:

- აბრაამს დაბ.16,2-5; 25,6; 1ნეშ.1,32

- ნახორს, აბრაამის ძმას დაბ.22,24

- იაკობს დაბ.30,3.4.7.9.10.12.18

- ელიფაზ ესავის ძეს დაბ.36,12

- გედეონს მსაჯ.8,31

- დავითს 2მფ.5,13; 1ნეშ.3,9

- ხალებს 1ნეშ.2,46.48

- მენაშეს 1ნეშ.7,14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16

2. უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი..

3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე

4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.

5. უთხრა სარაიმ აბრამს: "შენი ბრალია ჩემი დამცირება, მე მოგიწვინე ჩემი მხევალი და რა იხილა, რომ დაორსულდა, დავმცირდი მის თვალში. უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის”.

დაბადება 22

24. მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.

დაბადება 25

6. ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.

დაბადება 30

3. უთხრა რახელმა: "აჰა, ბილჰა, ჩემი მხევალი, შედი მასთან, ჩემს მუხლებზე შობს და მეც მეყოლება მისგან შვილები”.

4. მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.

7. კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და მეორე ძე უშვა იაკობს.

9. დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა; ადგა და ზილფა, თავისი მხევალი, მისცა იაკობს ცოლად.

10. და შვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობისთვის.

12. და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ძე.

18. და თქვა ლეამ: "საზღაური მომცა ღმერთმა, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს”. და უწოდა სახელად ისაქარი.

დაბადება 36

12. თიმნაყი ესავის ძის, ელიფაზის ხარჭა იყო; მან უშვა ელიფაზს ყამალეკი. ესენი იყვნენ ყადას, ესავის ცოლის ძენი.

მსაჯულნი 8

31. შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.

2მეფეთა 5

13. კიდევ მოიყვანა იერუსალიმიდან დავითმა ხარჭები და ცოლები, ხებრონიდან გადმოსვლის შემდეგ და შეეძინა დავითს სხვა ვაჟები და ასულები.

1ნეშტთა 1

32. შვა ძენი კეტურამ, აბრაჰამის ხარჭამ: ზიმრანი, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი. იაკშანის ძენი: შება და დედანი.

1ნეშტთა 2

46. ყეიფას, ხალების ხარჭას, ეყოლა ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.

48. ხალების ხარჭამ, მაყაქამ, შვა შებერი და თირხანა.

1ნეშტთა 3

9. ყველა ესენი დავითის ძენი არიან, ხარჭების ძეთა გარდა და თამარი, მათი და.

1ნეშტთა 7

14. მენაშეს ძენი: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ უშვა და მაქირი, გილყადის მამა.

გალატელთა 4

30. თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.16:1-6. რადგან სარა იყო უნაყოფო, მისგან ვერ იშვებოდა მემკვიდრე, ასე იფიქრეს სარამ და აბრამმა და ამიტომ დაადგნენ მცდარ მოქმედებებს. მალე აბრამი შეიტყობს, რომ ასე არ აღსრულდება ღვთის აღთქმა.

იმ დროის ჩვეულებით უნაყოფო ქალს შეეძლო მიეცა თავისი მსახური ქალი ცოლად თავისი ქმრისთვის და ამ კავშირით დაბადებული ბავშვი ჩაითვლებოდა პირველი ცოლის შვილად. თუ ქმარი ეტყოდა მონა ქალის ძეს: «ჩემი ძე ხარ შენ», ამით იგი აღიარებდა მას თავის მემკვიდრედ. ამიტომ სარას არ ჩაუდენია რამე «კანონსაწინააღმდეგო». თუმცა საზოგადოებისგან მიღებული ჩვეულება, ხშირად უარყოფილია ღმერთისგან. ასევე სარას გეგმასაც, როგორც ვიცით, არ მოუტანია რაიმე სასიკეთო.

__ დალასის სემინარიის კომენტარები __

***

დაბ.16,2 ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ტრადიციის, ხამურაბის კანონების, ქალაქ ნუზუსა და ნიმრუდში მითითებული წერილობითი წყაროების მიხედვით, ასეთ პირობებში დაბადებულ ბავშვზე უფლება ცოლს ეკუთვნოდა და არა მხევალს.

.

შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. ნიშანდობლივია, რომ აქ გამოყენებულია იგივე ძველებრაული სიტყვა "ისმინა", რაც დაბ.3,17 -ში ("რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი"), როცა ღმერთი განსჯის ადამს.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***

დაბ.16,2-6 ეს შემთხვევა ილუსტრაციაა რჯულსა და მადლს შორის კონფლიქტისა. შეუძლებელია მათი თანაარსებობა (გალ.4:21-31). მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საქციელი ითვლებოდა იმ დროის კულტურის ჩარჩოებში მისაღებად, ქრისტიანული თვალსაზრისისთვის ის აბსოლუტურად შეუსაბამოა.

__ მაკდონალდის კომენტარები __

***

დაბ.16,2 რა კეთილშობილი სულია სარაი, უნაყოფობის გამო არ დრტვინავს და გულს არ იმუსრავს, არამედ მას შემოქმედის ნებას მიაწერს. მშვიდად იღებს თავის ხვედრს და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ ქმარი დაამშვიდოს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

------------------

ლუის ჟან ფრანკო ლეგრენის ნახატი