1.2.50. Смотреть в небо

Иов.35,5 Пс.8,3 Ин.17,1 Деян.1,10.11

1.2.50. ზეცას შეხედვა

იობ.35,5 ფს.8,3 იოან.17,1 საქ.1,10.11

ბიბლიის მუხლები

იობი 35

5. ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?

ფსალმუნი 8

3. როცა შენს ზეცას ვუმზერ - შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე,

იოანე 17

1. ამ ლაპარაკის შემდეგ, იესომ ცას მიაპყრო თვალები და თქვა: "მამაო, დადგა ჟამი განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.

საქმეები 1

10. და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,

11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.

თემაზე წერდნენ

***

ცაში რისთვის იყურები? ვერა გამიგია რა:

დაგავიწყდა, რომ ღმერთია შენში, ცაში კი არა!

__ ანგელუს სილეზიუსი __

***

ჯალათები ეცნენ და მოინდომეს მისთვის ხელების უკან შეკვრა. დედოფალმა წინააღმდეგობა გაუწია და მოითხოვა, ხელები ქრისტიანული წესის მიხედვით, წინ შეეკრათ, რათა მათი ზეცისკენ უფლის მიმართ აღმართვა შეძლებოდა.

__ ქეთევან წამებულის შესახებ __

***

ციურნი ხმები - ეგ საკვირვლები, როს მომესმიან,

მსწრაფლ მომიხმობენ, საიდამ სრბიან

და სად სცხოვრობენ და ნელს სიხარულს მიგალობებენ.

ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო!

მეც ქვეყნის ხმითა, ხმით ცოდვილითა,

მათ ვაძლევ ბანსა, - და მშვიდობასა, აღტაცებასა

ჰგრძნობს ჩემი გული და შევჭვრეტ ცასა

გაკვირვებული. ციურნო ხმებო, ოჰ, საკვირვლებო!

__ ილია ჭავჭავაძე __

***

დაცვივდნენ წლები, როგორც ფოთლები...

და კენწეროზე შერჩა მხოლოდ ბოლო ფოთოლი,

ვით ბოლო წელი შენი სიცოცხლის... ამ ფოთლის ზევით

ცა არის მხოლოდ, ძირს, დაბლა - მიწა...

__ იორამ ქემერტელიძე __