3.44.14 Молоко

3.44.14 რძე

საკვები პროდუქტი დაბ.18,8

.

სიტყვასიტყვით:

- აქლემის დაბ.32,15

- ცხვრის რჯ.32,14

- ძროხის 1მფ.6.7

- თხის იგავ.27,27

- ქალის ეს.28,9

.

სიმბოლურად:

- ქვეყნის სიმდიდრე რიცხ.16,13

- სიუხვე რჯ.32,14

- სუფთა სწავლება 1პეტ.2,2

- სწავლისდასაწყისი 1კორ.3,2

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

8. აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.

დაბადება 32

15. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.

რიცხვნი 16

13. ნუთუ არ კმარა, რომ გამოგვიყვანე იმ ქვეყნიდან, სადაც რძე და თაფლი მოედინება, რათა უდაბნოში მოგვაკვდინო და ახლა ჩვენზე გაბატონება მოინდომე?

მეორე რჯული 32

14. ძროხის ერბოს და ცხვრის რძეს, კრავთა, ვერძთა და ბაშანის ვაცთა ცხიმს, ნოყიერ ხორბალთან ერთად; და სვამდი ღვინოს, ყურძნის სისხლს.

1მეფეთა 6

7. ახლა ადექით, გააკეთეთ ერთი ახალი ურემი, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდებელი ფური, ფურები ურემში შეაბით, ხბორები კი სახლისკენ წამოიყვანეთ.

იგავნი 27

27. საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.

ესაია 28

9. ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?

1პეტრე 2

2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.

1კორინთელთა 3

2. რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,