3.41.6 Благословение и проклятие за отношение к заповедям

быт.2,8-17,, 26,4.[5] исх.15,26,, 20,6 лев.18,5.25-30,,20,[22],, 25,18,, 26,3.4.14-16.34.43 чис.15,31 Втор.4,1.40.45.46,, 5,10,,6,2,, 7,12,, 11,26-30,, 26,16.17,, 27,1-4.8.10.12-26,, 28,1.9.13-15.45.46.58.61,, 29,21,, 30,11-20  иисн.1,8,, 8,34,, 3цар.2,3,, 9,4.5,, 21,8,, 4цар.10,31.32,, 17,37.41,, 1пар.22,13,, 2пар.6,16,, 7,17.18,, 12,1.2,, 15,3,, 19,10,, 33,8,, 1езр.7,26 неем.2,29.30.34 пс.77,9.10,, 88,32.33,, 93,20,, 104,44.45,, 111,1.2,, 118,1.47.118.126.145.155.165 ис.5,24,, 24,5,, 42,24 иер.6,19,, 26,4.6,, 32,23,, 44,23 плач.2,9 дан.9,11.13 ос.4,6,, 8,1.12 ам.2,4 зах.7,12 мал.2,2 иоан.7,49 яков.1,25,, 2,12 рим.2,12 гал.3,10.13

3.41.6  მცნებების დაცვით ან არდაცვით ვიღებთ კურთხევას ან წყევლას

დაბ.2,8.9.16.17,, 26,4.[5] გამ.15,26,, 20,6 ლევ.18,5.25-30,, 20,[22],, 25,18,, 26,3.4.14-16.34.43 რიცხ.15,31 რჯ.4,1.40.45.46,, 5,10,, 6,2,, 7,12,, 11,26-30,, 26,16.17,, 27,1-4.8.10.12-26,, 28,1.9.13-15.45.46.58.61,, 29,21,, 30,11-20 იესნ.1,8,, 8,34,, 3მფ.2,3,, 9,4.5,, 21,8,, 4მფ.10,31.32,, 17,37.41,, 1ნეშ.22,13,, 2ნეშ.6,16,, 7,17.18,, 12,1.2,, 15,3,, 19,10,, 33,8,, ეზრ.7,26 ფს.77,9.10,, 88,32.33,, 93,20,, 104,44.45,, 111,1.2,, 118,1.47.118.126.145.155.165 ეს.5,24,, 24,5,, 42,24 იერ.6,19,, 26,4.6,, 32,23,, 44,23 გოდ.2,9 დან.9,11.13 ოს.4,6,, 8,1.12 ამ.2,4 ზაქ.7,12 მალ.2,2 ინ.7,49 იაკ.1,25,, 2,12 რომ.2,12 გალ.3,10.13

ბიბლიის მუხლები

დაბადება 2

8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.

9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.

დაბადება 26

4. ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი.

5. იმის გამო, რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს.

გამოსვლა 15

26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.

გამოსვლა 20

6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

ლევიანნი 18

5. დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი.

25. გაუწმიდურდა მიწა და მე დავხედე მათ უკეთურებებს და ამოანთხია მიწამ თავისი მკვიდრნი.

26. დაიცავით ჩემი წესები და სამართალი, არ ჩაიდინოთ ეს სისაძაგლეები, არც მკვიდრმა და არც მდგმურმა, თქვენს შორის რომ მდგმურობს.

27. რადგან ყველა ამ სისაძაგლეს სჩადის იმ ქვეყნის ხალხი, რომელიც თქვენს წინაშეა; და გააუწმიდურეს მიწა.

28. რომ არ ამოგანთხიოთ მიწამ, როცა გააუწმიდურებთ მას, როგორც ამოანთხია ის ხალხები, რომლებიც თქვენამდე იყვნენ.

29. რადგან ამ სისაძაგლეთა ჩამდენნი თავისი ხალხის წიაღიდან მოიკვეთებიან.

30. შეისმინეთ ჩემი გაფრთხილება და ნუ შეასრულებთ ამ საძაგელ წესებს, რომლებიც თქვენამდე სრულდებოდა, რომ არ გაიუწმიდუროთ თავი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 20

22. დაიცავით ყველა ჩემი წესი და ყველა ჩემი სამართალი, შეასრულეთ ისინი, რომ არ გადმოგანთხიოთ მიწამ, სადაც შეგიყვანთ საცხოვრებლად.

ლევიანნი 25

18. შეასრულეთ ჩემი წესები და ჩემი სამართალი დაიცავით. შეასრულეთ ისინი და მშვიდად იცხოვრებთ ქვეყანაში.

ლევიანნი 26

3. თუ ივლით ჩემს წესზე და დაიცავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ,

4. თავის დროზე მოგცემთ წვიმას და მიწაც მოგცემთ თავის მოსავალს, მინდვრის ხეები მოგცემენ თავიანთ ნაყოფს.

14. თუ არ დამიჯერებთ და არ შეასრულებთ ამ ჩემს მცნებებს,

15. თუ არად ჩააგდებთ ჩემს წესებს, თუ ისე შეიძულებთ ჩემს სამართალს, რომ არ შეასრულებთ არცერთ ჩემს მცნებას და დამირღვევთ აღთქმას,

16. მაშინ ამგვარად მოგექცევით: მოგივლენთ შიშისზარს, ჭლექსა და ცხროებას, თვალის დამავსებელს და სულის შემაღონებელს. ფუჭი იქნება თქვენი დათესილი, რადგან მტრები შეგიჭამენ.

34. მაშინ ამოიგებს მიწა თავის შაბათებს მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც დაცარიელებული იქნება. როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით, მაშინ იუქმებს მიწა, ამოიგებს თავის შაბათებს.

43. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.

რიცხვთა 15

31. რადგან არად ჩააგდო უფლის სიტყვა და მისი მცნება დაარღვია, უნდა მოიკვეთოს იგი, დამნაშავეა.

მეორე რჯული 4

1. ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.

40. დაიცავი მისი წესები და ბრძანებები, რომელსაც დღეს გიცხადებ, რომ კარგად იყოთ შენ და შენი შვილები შენს შემდეგ, რომ დიდხანს გაძლო ამ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.

45. ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომლებიც გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ეგვიპტიდან გამოსვლისას,

46. იორდანეს გაღმა, ველზე ბეთ-ფეღორის გასწვრივ ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის ქვეყანიში. რომელიც დაამარცხეს მოსემ და ისრაელიანებძა ეგვიპტიდან გამოსვლისას.

მეორე რჯული 5

10 და წყალობის მქმნელი ათასეულთათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

მეორე რჯული 6

2. რომ გეშინოდეს უფლის, შენი ღმერთისა, რომ დაიცვა ყოველი მისი წესი და მცნება, რომელსაც გიცხადებ შენ, შენს შვილებს და შენს შვილთაშვილებს, შენს სიცოცხლეში, რომ დღეგრძელი იყო.

მეორე რჯული 7

12. თუ შეისმენთ ამ სამართალს, შეინახავთ და შეასრულებთ მას, უფალი, თქვენი ღმერთიც შეგინახავთ აღთქმას და წყალობს, რაც შეჰფიცა თქვენს მამა-პაპას.

მეორე რჯული 11

26. უყურეთ, ასარჩევად გაძლევთ დღეს კურთხევას და შეჩვენებას:

27. კურთხევას - თუ შეიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს, რომელთაც გიცხადებთ დღეს,

28. შეჩვენებას - თუ არ შეიგონებთ, უფლის, თქვენი ღმერთის მცნებებს და გადაუხვევთ გზას, რომელსაც გიცხადებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.

29. და როცა შეგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ, მიეცი კურთხევა გერიზიმის მთაზე და შეჩვენება - ღებალის მთაზე

30. (აგერ, აქვეა ისინი, იორდანეს გაღმა, გზის ბოლოს, დასავლეთით, ბარის ქანაანელთა ქვეყანაში, გილგალიის პირდაპირ, მამრეს მუხებთან),

მეორე რჯული 26

16. ამ დღეს გიბრძანებს უფალი, შენი ღმერთი, ამ წესებისა და სამართლის აღსრულებას: დაიცავი და შეასრულე ისინი მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით.

17. უფლისა ირწმუნე დღეს, რომ შენი ღმერთია იგი, რომ ივლი მის გზაზე, დაიცავ მის წესებს, ანდერძებს და სამართალს, გაიგონებ მის სიტყვას.

მეორე რჯული 27

1. დამოძღვრეს მოსემ და ისრაელის უხუცესებმა ერი და უთხრეს: დაიცავი ყოველი მცნება, რასაც დღეს გიცხადებ.

2. როცა გადახვალ იორდანეს გაღმა ქვეყანაში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, მოგცემს, დაიდგი დიდი ქვები და კირით შელესე.

3. დააწერე ზედ ამ რჯულის ყოველი სიტყვა იორდანეზე გადასვლისას, რომ შეხვიდე ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ზეთითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში, როგორც უთქვამს შენთვის უფალს, შენი მამა-პაპის ღმერთს.

4. როცა გადახვალ იორდანეზე, დადგი ეს ქვები, როგორც დღეს გიცხადებ, ღებალის მთაზე და კირით შელესე.

8. დააწერე ქვებზე ამ რჯულის ყოველი სიტყვა გარკვევით და მკაფიოდ.

10. ისმინე უფლის, შენი ღმერთის ხმა და შეასრულე მცნებები და წესები, რომელთაც დღეს გიცხადებ.

12. ესენი იდგნენ ერის დასალოცავად გერიზიმის მთაზე, როცა იორდანეს გაღმა გახვალთ: სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, იოსები და ბენიამინი.

13. ესენი იდგნენ დასაწყევლად გერიზიმის მთაზე: რეუბენი, გადი, აშერი, ზებულონი, დანი და ნაფთალი.

14. გამოაცხადებენ და ეტყვიან ლევიანები თითოეულ ისრაელიანს მაღალი ხმით:

15. წყეულიმც იყოს, ვინც გააკეთებს ქანდაკს და ჩამოსხმულ კერპს - სისაძაგლეს უფლისათვის, ოსტატის ხელით ნაკეთებს, და ფარულად დადგამს. დასტურს დასცემს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

16. წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

17. წყეულიმც იყოს თავისი მეზობლის სამანის გადამწევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

18. წყეულიმც იყოს ბრმისთვის გზა-კვალის ამრევი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

19. წყეულიმც იყოს მდგმურისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

20. წყეულიმც იყოს მამის ცოლთან მწოლელი, რადგან კალთა გადაუწია მამას! იტყვის მთელი ერი: ამინ!

21. წყეულიმც იყოს პირუტყვთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

22. წყეულიმც იყოს თავის დასთან - თავისი მამის ქალიშვილთან ან დედის ქალიშვილთან - მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

23. წყეულიმც იყოს სიდედრთან მწოლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

24. წყეულიმც იყოს თავისი მოყვასის ფარულად მკვლელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!

25. წყეულიმც იყოს ქრთამის ამღები კაცის მოსაკლავად, უბრალო სისხლის დასაღვრელად! იტყვის მთელი ერი: ამინ!

26. წყეულიმც იყოს, ვინც გატეხს ამ რჯულის სიტყვებს და არ შეასრულებს მათ! იტყვის მთელი ერი: ამინ!

მეორე რჯული 28

1. თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, დაიცავ და შეასრულებ ყველა ანდერძს, რომელსაც დღეს გიცხადებ, ქვეყნიერების ყველა ხალხზე მაღლა დაგსვამს უფალი, შენი ღმერთი.

9. დაგსვამს უფალი წმიდა ერად, როგორც დაფიცებული აქვს შენთვის, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის მცნებას და ივლი მის გზაზე.

13. თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები, როცა შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებას, რომელსაც გიცხადებ დღვს, რომ დაიცვა და შეასრულო.

14. არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელსაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.

15. თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:

45. გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა, დაგედევნება და გეწევა, ვიდრე არ განადგურდები, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის სიტყვა, არ დაიცავი მისი მცნებები და წესები, რომლებიც გამოგიცხადა.

46. იქნება შენთვის და შენი შთამომავლობისთვის ნიშად და სასწაულად უკუნისამდე.

58. თუ არ შეასრულებ ამ რჯულის ყველა სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი და არ შეუშინდები ამ სამძიმო და საშინელ სახელს - უფალს, შენს ღმერთს,

61. ყველა ავადმყოფობას, ყველა სატკივარს, რომელიც არ არის ჩაწერილი ამ რჯულის წიგნში, მოავლენს უფალი შენზე, რომ საბოლოოდ განადგურდე.

მეორე რჯული 29

21. განკვეთს მას უფალი საბოროტოდ ისრაელის ყველა შტოდან ამ რჯულის წიგნში ჩაწერილი აღთქმის ფიცის თანახმად.

მეორე რჯული 30

11. რადგან ეს მცნება, რომელსაც დღეს გიცხადებ, არ არის შენთვის შეუძლებელი და მიუწვდომელი.

12. არ არის ცაში იგი, რომ ითქვას: ვინ ჩამოგვიტანს მას ციდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?

13. არც ზღვის გაღმაა იგი, რომ ითქვას: ვინ გამოგვიტანს მას ზღვის გაღმიდან და შეგვასმენს, რომ შევასრულოთ?

14. რადგან ძალზე ახლოს არის შენთან ეს სიტყვა, შენს ბაგეზეა, შენს გულშია იგი და შეასრულე!

15. აჰა, დღეს გადმოვეცი შენს წინაშე სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,

16. რითაც დაგარიგე, რომ გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, იარო მის გზაზე და დაიცვა მისი ნაბრძანები წესები და სამართალი. იცოცხლებ და გამრავლდები, გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

17. თუ აიყრი გულს და არ შეისმენ, აირევ გზა-კვალს, უცხო ღმერთებს დაუწყებ თაყვანისცემას და სამსახურს,

18. დღესვე გიცხადებთ, რომ დაიღუპებით, დიდი დღე არ გექნებათ იმ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეს.

19. ვიმოწმებ დღეს თქვენს წინაშე ცას და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ,

20. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს.