4.19.40 Владение, собственность

4.19.40 საკუთრება

ადამიანები იძენენ:

- შეთანხმებით დაბ.21,30

- ყიდვით დაბ.23,17.18

- გამოსყიდვით ლევ.25,25

- მემკვიდრეობითი წილის მიღებით ლუკ.15,12

.

ღმერთს ეკუთვნის:

- ქვეყნიერება ფს.23,1

- ყოველი სული ეზეკ.18,4

- გამოსყიდულები 1კორ.6,19.20

.

სიტყვასიტყვით:

- ისრაელი - ღვთის ხალხი გამ.19,5

- საკუთარი წმინდა ხალხი რჯ.7,6

- ღმერთის საკუთრება მალ.3,17

- სოლომონის საგანძურები ეკლ.2,8

.

გადატანით:

- ღმერთის ისრაელი ფს.134,4

- ქრისტეს ეკლესია 1პეტ.2,9

- ქრისტეს მორწმუნეები - რჩეული ხალხი ტიტ.2,14

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 21

30. უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.

დაბადება 23

17. და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში,

18. შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ.

გამოსვლა 19

5. ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

ლევიანნი 25

25. თუ გაღარიბდა შენი ძმა და გაყიდა თავისი სამფლობელო, მაშინ მივიდეს მისი ახლო ნათესავი და გამოისყიდოს მისი ძმის მიერ გაყიდული.

მეორე რჯული 7

6. რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

ფსალმუნი 23

1. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი.

ფსალმუნი 134

4. რადგან იაკობი ამოირჩია უფალმა, ისრაელი - თავის კუთვნილებად.

ეკლესიასტე 2

8. დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, სამეფო და სამხარეო საგანძურებში. დავიდგინე მომღერალი კაცნი და ქალნი, და ადამიანთა ძეთა სიამე - ხარჭა მრავალი.

ეზეკიელი 18

4. აჰა, ყოველი სული ჩემია - როგორც მამა, ისე - ძეც. ხოლო ვინც შესცოდავს - მოკვდება.

მალაქია 3

17. ჩემი იქნებიან ისინი - ამბობს ცაბაოთ უფალი - იმ დღეს, ჩემს საგანძურად ვაქცევ მათ და დავინდობ, როგორც კაცი დაინდობს თავის ძეს, რომელიც ემორჩილება.

ლუკა 15

12. უმცროსმა ვაჟმა უთხრა მამას: ‘მომეცი ჩემი კუთვნილი წილი ქონებისა.’ და მამამ გაუყო მათ ქონება.

1პეტრე 2

9. თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

1კორინთელთა 6

19. ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

20. ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.

ტიტე 2

14. ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

----------------------

სურათზე: მახფელას მღვიმე