2.14.22. Бегите так, чтобы получить награду

Пс.14,1.2,, 1Пет.5,3.4 Рим.2,10,, 1Кор.9,24-27,, Флп.1,15,, 2Тим.2,3-[5],, 4,7.8 Евр.12,4 Отк.2,10,, 3,11

2.14.22. ვირბინოთ ისე, რომ მივიღოთ ჯილდო

ფს.14,1.2; 1პეტ.5,3.4 რომ.2,10; 1კორ.9,24-27 ფლპ.1,15; 2ტიმ.2,3-[5]; 4,7.8 ებრ.12,4 გმცხ.2,10; 3,11

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 14

1ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?

2 ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.

1პეტრე 5

3. ნუ ეუფლებით ღვთის სამკვიდრებელს, არამედ მაგალითი მიეცით სამწყსოს.

4. და როცა მოვა სარქალი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.

რომაელთა 2

10. დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს.

1კორინთელთა 9

24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.

25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.

26. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე.

27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

ფილიპელთა 1

15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.

2ტიმოთე 2

3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.

5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს. =2.14.22.

2ტიმოთე 4

7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,

8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ებრაელთა 12

4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.

გამოცხადება 2

10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.

გამოცხადება 3

11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ გეპყრას, რაც გაგაჩნია, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.