3.46.13. Господь защищает, но и без защиты мы Ему доверяем

Иов.13,15 Прит.28,1 Ис.51,12.13 Дан.3,17.[18] Матф.10,28.32.33.39 Лук.12,4-9 Отк.2,10.11

3.46.13. უფალი გვიცავს და რომც არ დაგვიცვას, მაინც მასზე ვართ მინდობილი

იობ.13,15 ეს.51,12.13 დან.3,17.[18] ლუკ.12,6.7 გმცხ.2,10

ბიბლიის მუხლები

იობი 13

15. კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.

ესაია 51

12. მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?

13. დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა?

დანიელი 3

17. აჰა, არსებობს ჩვენი ღმერთი, რომელსაც ვემსახურებით. მას შესწევს ძალა, რომ ცვცხლით გახურებული ღუმლიდანაც გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც გვიხსნას, მეფეო!

18. ასე რომც არ მოხდეს, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ ვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არ ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ დადგი. =3.46.13.

ლუკა 12

6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.

7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.

გამოცხადება 2

10. ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.