4.21.21 Весть, сообщение

4.21.21 ამბავი, უწყება, შეტყობინება

სხვადასხვაგვარი:

- შორს მყოფთა შესახებ დაბ.22,20

- სასიხარულო დაბ.29,13

- სამწუხარო 1მფ.4,19

- ბოროტი 1მფ.11,4-6

- ცუდი 2მფ.4,4

- კეთილი 3მფ.1,42

- მკაცრი იერ.37,5

.

კეთილი უწყება:

- სიონიდან ეს.40,9

- მახარებლის ეს.41,27

- მშვიდობის ეს.52,7

- ქრისტეს მიერ ეს.61,1-3

- უფლისგან ლუკ.2,15

- სული წმიდისგან ლუკ.2,25

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 22

20. ამ ამბების შემდგომ მოხდა, რომ ემცნო აბრაამს: აჰა, მილქასაც უშვია ვაჟიშვილები ნახორისთვის, შენი ძმისათვის:

დაბადება 29

13. როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.

1მეფეთა 4

19. მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.

1მეფეთა 11

4. მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.

5. აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.

6. ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.

2მეფეთა 4

4. კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.

3მეფეთა 1

42. ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე; უთხრა ადონიამ: "მოდი, მამაცი კაცი ხარ და კარგი ამბავი მოგაქვს”.

ესაია 40

9. მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”

ესაია 41

27. მე პირველმა ვაუწყე სიონს: "აჰა, იხილე ისინი!” მახარობელი გავუგზავნე იერუსალიმს!

ესაია 52

7. რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!

ესაია 61

1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.

2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;

3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.

იერემია 37

5. ამასობაში გამოვიდა ფარაონის ლაშქარი ეგვიპტიდან და გაიგეს ეს ამბავი იერუსალიმზე მიმდგარმა ქალდეველებმა და მოხსნეს ალყა.

ლუკა 2

15. და როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ, რა მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა.

25. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას.