1.2.47. Дарована вечная жизнь, смерть побеждена

1Ин.1,[2]

 ибо жизнь явилась, и мы видели и свидетельствуем, и возвещаем вам сию вечную жизнь, которая была у Отца и явилась нам, - (1Ин.1,2)

1.2.47. საუკუნო სიცოცხლე ცხად გვექმნა... განქარდა სიკვდილი

1ინ. 1[2]

 

- გვაქვს საუკუნო სიცოცხლის იმედი, რომელიც აღგვითქვა ღმერთმა ტიტ.1,2

 

- იესო ქრისტემ განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით 2ტიმ.1,10

 

- ღვთის ძის მორწმუნეებს საუკუნო სიცოცხლე გვაქვს ინ.1,4; 11,25-27; 17,2.3; 1ინ.5,11-13

 

- იესო ქრისტეა ჩვენთვის საუკუნო სიცოცხლე, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ინ.14,6 საქ.3,15; 1ინ.1,1.2; 5,20

 

ბიბლიის მუხლები

 

იოანე 1

4. მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.

 

იოანე 11

25. უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.

26. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?

27. მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.

 

იოანე 14

6. უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა , ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.

 

იოანე 17

2. რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.

3. საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.

 

საქმენი მოციქულთა 3

15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.

 

1იოანე 1

1. რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას;

2. (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ).

 

1იოანე 5

11. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია.

12. ვისაც ჰყავს ძე, სიცოცხლე აქვს; ვისაც არა ჰყავს ძე ღვთისა, არც სიცოცხლე აქვს.

13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.

20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

 

2ტიმოთე 1

10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;

 

ტიტე 1

2. საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,

 

--------------------

სურათზე: ქრისტეს ჩასვლა ჯოჯოხეთში