4.15.16. О познании жены

4.15.16 დედაკაცის შეცნობის შესახებ

შეცნობა ნიშნავს საგნის ან მოვლენის არსის გაგებას, ჩაწვდომას, მისი ბუნების შეგრძნებას.

 

ქალის შეცნობა მამაკაცისგან უშუალო შეხებით ერთხორც შერწყმას გულისხმობს. ამ კონტექსტით სიტყვა "შეცნობა" მოცემულია ბიბლიის შემდეგ მუხლებში დაბ.4,1.17.25 რიცხ.31,17.18 მსაჯ.19,25; 1მფ.1,19

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 4

1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.

17. შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი.

25. კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად აბელისა, კაენმა რომ მოკლა.

 

რიცხვნი 31

17. ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით.

18. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.

 

მსაჯულნი 19

25. მაგრამ მათ მისი გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ ადგა კაცი და გამოუყვანა ქუჩაში თავისი ხარჭა. შეიცნეს იგი, მთელი ღამე დილამდე აუპატიურებდნენ მას. და ცისკარზე გაუშვეს.

 

1მეფეთა 1

19. ადგნენ დილაადრიანად და თაყვანი სცეს უფალს. როცა დაბრუნდნენ რამათს და მივიდნენ თავიანთ სახლში, მეიცნო ელკანამ ხანა, თავისი ცოლი, და გაიხსენა იგი უფალმა.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.4,1 - სამოთხიდან გაძევების შემდეგ იწყება მათი ცოლქმრული ცხოვრება, მანამდე ისე ცხოვრობდნენ, როგორც ანგელოზები.

__ იოანე ოქროპირი __

 

***

სამოთხეში ისე არ გამრავლდებოდნენ, როგორც ახლა მრავლდება კაცობრიობა. სქესობრივი გამრავლების გზა არც პირველ სამოთხეში იყო და არც ცათა სასუფეველში იქნება

__ გრიგოლ ნოსელი __

 

***

დაბ.4,1 "კაცი შემეძინა". თავდაპირველად ქალი მამაკაცისგან შეიქმნა, ახლა კი მამაკაცი გაჩნდა ქალისგან. ორივე სქესი ურთიერთკავშირშია და ორივე ღმერთზეა დამოკიდებული.

"ღმერთისგან". ადამიანი წარმოშობითაც, დაბადებითაც, არსებობითაც ღმერთს უნდა უმადლოდეს.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

 

***

«...მუცლადიღო». ამ ფაქტის გამო ბევრი ფიქრობს, რომ სამოთხეში არ არსებობდა ამგვარი ურთიერთობა და რომ მას მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ასეთი წარმოდგენა მცდარია, რადგან იგი ეწინააღმდეგება გამრავლებასთან დაკავშირებულ ღვთის კურთხევას, რომლითაც იკურთხა პირველი წყვილი. უნდა

ვივარაუდოთ, რომ სამოთხეში ადამიანების ყოფნა ძალიან მცირე ხანს გაგრძელდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მთლიანად სულიერი მოხოვნებით იყვნენ დაკავებულნი და დრო არ დარჩენიათ იმისათვის, რომ თავიანთი ფიზიკური ნაწილისათვის გადეხადათ ხარკი.

__შესაქმის განმარტება დ. თინიკაშვილის რედაქციით__

 

***

შეცნობა ჰქვია, როცა მამრი იპოვის თავის მეორე ნახევარს და გამთლიანება მოუნდება, რომ მასთან ერთად მისი მამაკაცობა სრულყოფილი იქმნას. `და როცა შეერთების შემდეგ ცხოვრების გაგრძელება ანუ შვილი იშობა, ქალს ეწოდება ევა ანუ ცხოვრება. დედაკაცი გახდა დედა.~

`,,უწოდა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა’’.~ [დაბ.3. 10]

__ ნინოლო /f __

 

------------------------

პაოლო ვერონეზეს ნახატი