1.2.68 Надежда в мученях согрешившых беженцев из Эдема

Быт.3,8-24; 4,1.25; 5,3.29 Иез.18,20 Матф.1,21 Лук.1,13-17.31-33; 2,25-35.38; 3,38 Ин.5,24; 8,44 Рим.3,21-26; 6,23

1.2.68 ედემიდან დევნილ ცოდვილთა იმედი სატანჯველში

__თემაზე წერდნენ__

***

ადამსა და ევას შეცოდების შემდეგ მოუწიათ შეხვედრა ღმერთთან დაბ.3,8-13

უფალმა გველს, დედაკაცს და ადამს განუწესა სასჯელად მათი მდგომარეობის შეცვლა 14-19

ღმერთმა სამოსელი მისცა ადამიანებს - როგორც საგნებისადმი ახალი წესრიგის უწყება 20-24

ცოდვის შედეგად მათ მიიღეს სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილი; ჰქონდათ სიხარული, მიიღეს ტანჯვა; სიუხვის ნაცვლად - სიმწირე და მძიმე შრომა; სრულყოფილი ურთიერთობის ნაცვლად - გაუცხოება და გაყოფა. დაბადების მესამე თავის ლაიტმოტივია სიკვდილი, მძიმე შრომა, ოფლი, მტვერი, ეკალი, ბრძოლა და ეს გრძელდება ქრისტემდე. ყოველივე ეს მჭიდროდაა დაკავშირებული მხსნელთან. ის სხვა ადამია, რომელმაც ზიდა კაცთა წყევლა, თავზე დაიდგა ეკლის გვირგვინი, გაეკრა ჯვარზე (ხეზე), მიიღო სიკვდილი, მიერთო მტვერს.

უფრო დაწვრილებით:

დაბ.3,14-19 ღმერთი ელაპარაკა გველს (14.15) ევას (16) ადამს (17-19)

გველს უთხრა: ა) მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე. გველი გამუდმებით შეახსენებს ადამიანს მის ცოდვას და ბ) ღმერთმა გააცხადა, რა ძალა დგას გველის უკან და რომ სატანის ძალებსა და ადამიანებს შორის იქნება გამუდმებით ბრძოლა.

ქალის თესლისგან იშვა კაენი, შემდეგ მთელი კაცობრიობა, შემდეგ ქრისტე და ვინც მასშია.

გველის თესლში იგულისხმება ავი სულები და ყველა, ვინც ემსახურება სიბნელის სამეფოს, ვისი მამაც ეშმაკია იოან.8,44

სატანა გამუდმებით მოუტანს ზიანს კაცობრიობას, მაგრამ ქრისტე საბოლოოდ გაანადგურებს (გაუჭეჭყავს თავს).

შემდეგ ღმერთმა უთხრა ქალს, რომ ტანჯვით შობს შვილებს და რაკი ქმარი აცდუნა, იგი იუფლებს მასზე და ექნება მისდამი ლტოლვა.

ადამს უთხრა ღმერთმა, თუ როგორ ტანჯვით მოიპოვებს საარსებო ლუკმას და რომ მოკვდება და მიერთვება იმ მიწას, რომლისგანაცაა აღებული.

უფრო დაწვრილებით დაბ.3,20-24 დაცემულ ადამიანებზე ღმერთის ზრუნვა ნათელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ ღმერთმა არ დაუტოვა ფიზიკური უკვდავება, მათ დარჩათ იმედი.

ადამმა დედაკაცს უწოდა ევა (სიცოცხლის წარმომშობი). იგი სიცოცხლის პერსპექტივიდან უყურებდა მომავალს.

ევას რწმენაც გამოჩნდა შემდგომში დაბ.4,1-ში იტყვის: "კაცი შემეძინა უფლისგან".

მხსნელმა ღმერთმა მისცა მათ ტყავის სამოსი, რაც მიუთითებდა მსხვერპლშეწირვაზე მომავალში, რათა განთავისუფლებულიყვნენ წყევლისგან: სიცოცხლისთვის სიცოცხლით უნდა გადაეხადათ ეზეკ.18,20 რომ.6,23 და მაინც იცოცხლებენ, თუკი ირწმუნებენ უფალს, რომელიც თავისი ნებით იქცა ცოდვილთა გადასახდელი საზღაურის შემცვლელად!

ტყავი, რითაც ღმერთმა შემოსა ადამი და ევა, ახსენებდათ გამუდმებით ზეციური მამის მზრუნველობას, რაც მოხდებოდა მომავალში, როცა "დროის სისრულისას" ღმერთი მიიღებდა იესო ქრისტეს მსხვერპლს, რის საფუძველზეც ქრისტეს მორწმუნეებს შემოსავდა მართლობის სამოსელით რომ.3,21-26

__ ალან პ. როსი __

 

***

«შვა კაენი და თქვა: შევიძინეთ კაცი...» ევა თავის პირველ შვილს (კაენს) უყურებს

როგორც ღვთის საჩუქარს. მას ეგონა, რომ სწორედ იგი იყო ის შთამომავალი, რომელიც

ეშმაკის დამხობას შეძლებდა.

__შესაქმის განმარტება დ. თინიკაშვილის რედაქციით__

 

***

ევა რწმენით მოელოდა მხსნელობას თავისი "თესლისგან" დაბ.4,1.25

მისგან შობილი იყო ღმერთისგან ლუკ.3,38

იყო ღვთის და ასევე მისივე ხატი და მსგავსი დაბ.5,3

ნოეში გადარჩა ფიზიკურად "თესლი" კაცთა სანუგეშოდ დაბ.5,29

იოანე ნათლისმცემელი განუმზადებს უფალს მზადმყოფ ხალხს ლუკ.1,13-17

იოსები იყო მესიის მომლოდინე მათ.1,21

ყველა მომლოდინის იმედის აღსრულება მოხდა მესიის - ქრისტეს შობით ლუკ.1,31-33

სიმონი იერუსალიმელი სიკვდილის წინ ამოწმებს, რომ იხილა იგი ლუკ.2,25-35

ასევე მოწმობს ანა ფენუელის ასული ლუკ.2,38

დღეს ყველა, ვინც თავის უფლად აღიარებს იესო ქრისტეს დახსნილია და სიკვდილიდან  სიცოცხლეში გადავიდა იოან.5,24