1.8.27 Уверовали в скорби, страданиях

Втор.4,[30],, 3цар.8,46-49 Иер.7,23,, 1фес.1:6

1.8.27. ირწმუნეს განსაცდელში

- როცა ყოველმხრივ გზა მოჭრლი აქვთ ცოდვებისგან, მიმართავენ ღმერთს და იღებენ მხსნელად რჯლ. 4,[30]; 3მეფ. 8,46-49; იერ. 7,23; 1თეს. 1,6

 

ბიბლიის მუხლებ

 

მეორე რჯული 4

30. როცა გაგიჭირდება და ყოველივე ეს გეწევა მომავალში, მიიქცევი უფლისაკენ, შენი ღმერთისაკენ, და გაიგონებ მის ხმას,

 

3მეფეთა 8

46. როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,

47. გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში, შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,

48. როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აარჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,

49. მაშინ მოისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, მათი ლოცვა-ვედრება და სამართალი გაუჩინე;

 

იერემია 7

23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.

 

1თესალონიკელთა 1

6. ჩვენი და უფლის მიმბაძველნი რომ გახდით, რადგანაც ჭირმრავლობაში შეიწყნარეთ სიტყვა სული წმიდის სიხარულით.

 

__თემაზე წერდნენ__

*** 

მრავალი ახალგაზრდის მსგავსად ჭაბუკი ნ - ც ეწეოდა თავაშვებულ ცხოვრებას. იგროვებდა ვალებს, რომ გადაეხადა ისინი და ჰქონოდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა გაუკუღმართებული ცხოვრება, მან დაიწყო სამსახურში ფულების პარვა. ასე რომ იგი უფრო და უფრო დაბლა ეშვებოდა. მოპარულმა ფულმა ბოლოს და ბოლოს ისეთ რაოდენობას მიაღწია, რომ მათზე მეტის აღება უკვე აღარ შეიძლებოდა... ყოველ წუთს ხიფათი ემუქრებოდა რომ შეამჩნევდნენ. იგი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო და აი ერთხელაც, მიატოვა მშობლების სახლი და გადაწყვიტა თავი მოეკლა. გზად ეკლესიასთან გაიარა, სადაც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. გულმა გაუწია, რომ შესულიყო და მოესმინა. მქადაგებელი იობის სიტყვებს კითხულობდა: "აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას. მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ." (იობ. 23,8.9) - უცებ მქადაგებელმა შეწყვიტა კითხვა და წამოიძახა: 

"ო, იობ, იობ! რატომ არ იყურები ზემოთ?" 

ეს სიტყვა ღვთაებრივი ძალით შეიჭრა ახალგაზრდის გულში! იგი ვერ ხედავდა გამოსავალს - ვერც წინ, ვერც უკან, ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ და ეჩვენებოდა, რომ დარჩა მხოლოდ ერთი გამოსავალი - თვითმკვლელობის უფსკრული. მაგრამ ახლა მან მიმართა თავისი მზერა ზემოთ - ღმერთისკენ და იმ მადლისკენ, რომელსაც შეუძლია დახმარება იქ, სადაც ვერავითარ ადამიანურ დახმარებას ვერაფერი გაუწია. სიტყვა, ნათქვამი მქადაგებლისკან იქცა შემობრუნების წერტილად მის ცხოვრებაში. მისი წყალობით ჰპოვა იესო ქრისტე, თავისი მაცხოვარი. მიიღო ცოდვების პატიება, ხოლო შემდეგ უფალი დაეხმარა გამოსულიყო ვალებიდან და არეულ-დარეული ეკონიმიური მდგომარეობიდან. ადრე იგი ეძიებდა ბედნიერებას უზნეო კმაყოფილებებში და ცოდვაში, ახლა კი მან იპოვა იგი ქრისტეში და მის სიტყვაში. 

__იაკობ ლევენი__