1.8.55. Апостол Иоанн

 Эль Греко Иоанн Евангелист
Эль Греко Иоанн Евангелист

Матф.4,21.22; 10,2; 26,37 Мар.9,38; 10,35-37 Лук.5,10; 9,54.55; 22,8 Ин.13,23-25; 19,26.27; 21,20.24 Деян.1,13; 3,1.11; 4,1-3.7.13.19-21; 8,14.25 Гал.2,9 Отк.1,1.9; 19,10

1.8.55. იოანე მოციქული

(იაჰვე მოწყალეა)

 

ბიოგრაფიული მონაცემები:

- ზებედეს ძე მათ.4,21

- იყო მებადური ლუკ.5,10

- მიატოვა ყოველივე და გაჰყვა ქრისტეს მათ.4,22

- მოწოდებულ იქნა მოციქულად მათ.10,2

- ქრისტეს ერთერთი უახლოესი მოწაფე მათ.26,37

- შენიშვნა მისცა ქრისტემ ლუკ.9,54.55

- გაგზავნილ იქნა პასექის მოსამზადებლად ლუკ.22,8

- საიდუმლო სერობისას იესოს მკერდზე ჰქონდა მიპყრობილი თავი ინ.13,23-25

- ქრისტემ მას მიანდო თავის დედაზე ზრუნვა ინ.19,26.27

- იყო ზედა თვალში საქ.1,13

- პეტრესთან ერთად განკურნა დავრდომილი საქ.3,1-11

- ორივენი ჩასხეს საპყრობილეში საქ.4,1-3

- აუკრძალეს იესოს სახელით ლიპარაკი საქ.4,19-21

- პეტრესთან ერთად წარიგზანა მისიონერად საქ.8,14-25

- შეეწეოდა პავლეს გალ.2,9

- უქადაგებდა წინადაცვეთილებს გალ.2,9

- გადასახლებულ იქნა კუნძულ პატმოსზე გმცხ.1,9

- დაწერა სახარება ინ.21,24

- დაწერა სამი წერილი 1ინ, 2ინ, 3ინ

- დაწერა გამოცხადება გმცხ.1,1

 

დახასიათებულია, როგორც:

- უწიგნური საქ.4,13

- მოუთმენარი მარ.9,38

- ძალაუფლების მოყვარული მარ.10,35-37

- ფეთქებადი ლუკ.9,54

- საიმედო ინ.19,26.27

- თავმდაბალი გმცხ.19,10

- ქრისტეს საყვარელი მოწაფე ინ.21,20

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 4

21. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.

22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.

 

მათე 10

2. ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;

 

მათე 26

37. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.

 

მარკოზი 9

38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.

 

მარკოზი 10

35. მაშინ მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე და უთხრეს: მოძღვარო, გვსურს შეგვისრულო, რასაცა გთხოვთ.

36. იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?

37. მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენს მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ დავსხდეთ.

 

ლუკა 5

10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

 

ლუკა 9

54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.

55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.

 

ლუკა 22

8. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.

 

იოანე 13

23. ხოლო ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, მკერდზე მიყრდნობოდა მას.

24. სიმონ-პეტრემ ანიშნა მას და უთხრა: ჰკითხე, ვინ არის, ვისზედაც ამას ამბობსო.

25. ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს და უთხრა: უფალო, ვინ არის?

 

იოანე 19

26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!

27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.

 

იოანე 21

20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?

24. ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია.

 

საქმენი მოციქულთა 1

13. შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,

 

საქმენი მოციქულთა 3

1. პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.

11. რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.

 

საქმენი მოციქულთა 4

1. ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,

2. განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.

3. დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.

7. შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?

13. პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.

19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.

20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.

21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.

 

საქმენი მოციქულთა 8

14. იერუსალიმში დარჩენილმა მოციქულებმა გაიგეს, რომ სამარიამ მიიღო ღვთის სიტყვა, და გაგზავნეს მათთან პეტრე და იოანე,

25. ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.

 

გალატელთა 2

9. და შეიცნეს მადლი, რომელიც მომეცა, ბურჯებად მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას, რათა ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.

 

გამოცხადება 1

1. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,

9. მე, იოანე, თქვენი ძმა და იესო ქრისტეს ურვის, სუფევისა და მოთმინების თანაზიარი, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ჰქვია პატმოსი, ღვთის სიტყვისა და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.

 

გამოცხადება 19

10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.

 

---------------

იოანე მოციქული, ელ გრეკოს ნახატი