2.1.32 Возврашение вод потопа в хранилища

***

Быт.8:2-5 Возвращение земли к ее первоначальному хаотичному состоянию остановлено тем, что Бог вновь собирает воды наверху и внизу.

– Женевская Библия__

2.1.32 წარღვნის წყლების საცავებში მიბრუნება

დაბ.1,9; 7,17-20; 8,[3.5] ფს.32,7

 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1

9. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.

დაბადება 7

17 და იყო წარღვნა ორმოცი დღე მიწაზე, და ადიდდა წყალი და მიწიდან მაღლა ასწია კიდობანი.

18 და გაძლიერდა წყალი, და მეტისმეტად ადიდდა მიწაზე, და წავიდა კიდობანი წყლის ზედაპირზე.

19 და წყალი გაძლიერდა მეტისმეტად მიწაზე, და დაიფარა ყოველი მთა მაღალი, რაც კი იყო ცისქვეშეთში.

20 თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა მათზე და დაფარა მთები.

დაბადება 8

3. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.

4. მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.

5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.

ფსალმუნი 32

7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.8,3.5 რომელ გონებას შეუძლია ჩასწვდეს ამ მოვლენას, თუნდაც რომ წვიმამ გადაიღო, წყაროები წყალს აღარ აქცევდნენ და ცის სარწყავებიც დაიგმანა, მაინც როგორ იკლო ამდენმა წყალმა? როგორ იწყო შემცირება ამდენმა წყალმა? ყველაფერი ღმერთის ბრძანებით აღესრულებოდა.

__ იოანე ოქროპირი __

***

დაბ.8:5 დედამიწის დაბრუნება მის პირველყოფილ ქაოტურ მდგომარეობასთან შეწყდა იმით, რომ ღმერთი კვლავ აგროვებს წყლებს ზემოთ და ქვემოთ.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი__

***

დაბ.8,5 რამდენი წყალი გაილია ისე, რომ კიდობანი მთებზე დაჯდა. ადრე წმ. წერილი გვაუწყებდა რომ წყლებმა მთები თხუთმეტი წყრთით დაფარა.

__ ბიბლია განმარტებებით ტ.1 __

***

დაბ.8,5 წყალი მაღალი მთის მწვერვალებს 15 წყრთით ჩამოსცდა და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იგი არარატის მიდამოებში რომელიღაც მთის მწვერვალზე დაეშვა. ხსენებული ტერიტორია თანამედროვე თურქეთშია, საქართველოს სამხრეთით და ირანის ჩრდილო-დასავლეთით. ამის შემდეგ კიდევ ორი თვე დასჭირდა წყლის უკან დახევას, რათა დანარჩენი მთის მწვერვალები გამოჩენილიყო (5).

__ ბიბლია კომენტარებით 2015__

***

დაბ.8,5 ეს მოხდა მეათე თვეს, რაც შეესატყვისება ჩვენს ივლისს.

__ ლოპუხინი __