3.42.14 Дела - совершенное

3.42.14 ბიბლია საქმეების შესახებ

საქმეები - აღსრულებული:

- წარსულში ლუკ.11,48

- აწმყოში საქ.7,22

- მომავალში 2კორ.10,11

.

საქმეები მოწმობენ:

- რეპუტაციაზე ლუკ.24,19

- ეშმაკისგან წარმომავლობას იოან.8,41.44

- უკეთურ ბუნებაზე 2პეტ.2,8

- სიყვარულზე 1იოან.3,18

- რითაა დაკავებული 3იოან.1,10

- სამსჯავროზე რომ.2,6

.

ღმერთის დამოკიდებულება საქმეებისადმი:

- განსჯის 1მფ.2,3

- სჯის ავი საქმეებისთვის ლუკ.23,41

.

მართალი საქმეები:

- მისაბაძი ნიმუშია ტიტ.2,7

- სწყურიათ კეთება ტიტ.2,14

- მცდელობა კეთების ტიტ.3,8

- სწავლობენ ტიტ.3,14

- წახალისება საჭიროა ებრ.10,24

- თან მიგვყვება ზეცაში გმცხ.14,13

.

კეთილი საქმეები:

- არ შეუძლიათ გამართლება, ამართლებს რწმენა რომ.4,2-6; 9,31.32

- არ შეუძლიათ ღმერთისგან რჩეულობის შეცვლა რომ.9,11

- მადლითაა გადარჩენა და არა საქმეებით ეფ.2,8.9

.

საქმეების მნიშვნელობა მორწმუნეებისთვის:

- მიიღებენ ჯილდოს 1კორ.3,13-15

- ქრისტე იესოში შექმნილნი არიან კეთილი საქმეებისთვის ეფ.2,10

- მზად არიან საკეთებლად 2ტიმ.2,21; 3,17

- არ ივიწყებს მათ საქმეებს ღმერთი ებრ.6,10

.

ქრისტიანს საკეთებლად აღძრავს:

- ღმერთი ფლპ.2,13

- ქრისტე რომ.15,18

- სული წმიდა 1კორ.12,11

- ღვთის სიტყვა 1თეს.2,13

- რწმენა გალ.5,6

.

ქრისტიანის საქმეები:

- აღსრულდება ღმერთში იოან.3,21

- ღმერთის მოწოდებით საქ.13,2

- გამოიცდება გალ.6,4

- სრულიყოფა ღმერთისგან ფლპ.1,6 ებრ.13,21

.

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2

3. აღარ ილაპარაკოთ ქედმაღლურად; კვეხნა ნუ გამოვა თქვენი ბაგეებიდან, რადგან ცოდნის ღმერთია უფალი, ის განსჯის ყველა საქმეს.

ლუკა 11

48. ამით ადასტურებთ თქვენი მამების საქმეებს და ეთანხმებით მათ, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი სამარხებს უშენებთ.

ლუკა 23

41. ჩვენ სამართლიანად დავისაჯეთ, ვინაიდან რასაც ვაკეთებდით, იმის საკადრისი მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია”.

ლუკა 24

19. ჰკითხა მათ: "რა მოხდა?” ხოლო მათ უპასუხეს: "იესო ნაზარეველი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, საქმითა და სიტყვით ძლიერი ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,

იოანე 3

21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

იოანე 8

41. თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.

44. თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

საქმეები 7

22. ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.

საქმეები 13

2. უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: "გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე”.

2პეტრე 2

8. რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი-დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, რაკი ხედავდა და ისმენდა მათ უკანონო საქმეებს.

1იოანე 3

18. შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

3იოანე 1

10. ამიტომ, თუ მივალ, შევახსენებ იმ საქმეებს, ის რომ სჩადის, ბოროტ ხმებს რომ გვიყრის; თი­თქოს ეს არ კმაროდეს, ძმებსაც არ ღებულობს და მსურველებსაც უკრძალავს და სდევნის ეკლესიიდან.

რომაელთა 2

6. რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს:

რომაელთა 4

2. თუ საქმეებით გამართლდა აბრაჰამი, აქვს დასაკვეხნი, ოღონდ არა ღვთის წინაშე.

3. ვინაიდან, რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაჰამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ”.

4. საქმის აღმსრულებელს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით;

5. მას კი, ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამმართლებელი, თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ.

6. როგორც დავითიც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელსაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს:

რომაელთა 9

11. ვინაიდან ჯერ კიდევ დაბადებულნი არ იყვნენ მისი შვილები და ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდათ გაკეთებული კარგი ან ცუდი, რათა ღმერთის განზრახვა, მისი არჩევნის თანახმად მომხდარიყო;

31. ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.

32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენაში კი არ ეძებდა, არამედ რჯულის საქმეებში; და შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე,

რომაელთა 15

18. რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,

1კორინთელთა 3

13. თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.

14. ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.

15. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.

1კორინთელთა 12

11. ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.

2კორინთელთა 10

11. დაე, გაიგოს ასეთმა, რომ, როგორიც შორიდან წერილებში ნათქვამი სიტყვებით ვართ, ისეთივე ვართ საქმეში - პირისპირ.

გალატელთა 5

6. ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.

გალატელთა 6

4. ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.

ეფესელთა 2

8. ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.

9. არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,

10. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.

ფილიპელთა 1

6. და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.

ფილიპელთა 2

13. რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.

1თესალონიკელთა 2

13. ამიტომ, ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა მიიღეთ, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა - როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო.

2ტიმოთე 2

21. ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.

2ტიმოთე 3

17. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.

ტიტე 2

7. ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,

14. ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

ტიტე 3

8. სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.

14. ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.

ებრაელთა 6

10. ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.

ებრაელთა 10

24. ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;

ებრაელთა 13

21. სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

გამოცხადება 14

13. და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: "დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.