1.10.19. Крещение от Неба и принимаем с верой

Матф.21,25.25 Лук.7,29.30 Деян.2,41,, 8,12.13.36-38,, 9,18

1.10.19. ნათლობა ზეციდან ხდება და ვიღებთ მას რწმენით

მათ.21,25.26 ლუკ.7,29.30 საქ.2,41,, 8,12.13.36-38,, 9,18

 

ბიბლიის მუხლები

 

მათე 21

25. ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?

26. ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.

 

ლუკა 7

29. მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.

30. ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.

 

საქმენი მოციქულთა 2

41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

 

საქმენი მოციქულთა 8

12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.

13. თვითონ სიმონმაც ირწმუნა და ნათელ იღო, გვერდიდან აღარ შორდებოდა ფილიპეს, და, დიდ ძალთა და სასწაულთა მხილველს, უკვირდა.

36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?

37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.

38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.

 

საქმენი მოციქულთა 9

18. მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.

თემაზე წერდნენ


 ერთ ზანგს კათოლიკმა მისიონერმა აუხსნა, რომ წყალში მონათვლა საკმარისია ადამიანის ცხონებისთვის. ამ ზანგს მოგვიანებით ესაუბრა ერთი მახარებელი და აღმოჩნდა, რომ ზანგს სწამდა, რომ იხსნის წყალი.
მქადაგებელმა უთხრა: "თუ ავიღებთ მელნით სავსე ბოთლს, მაგრად დავხუფავთ და ბაწრით ჩავკიდებთ წყალში, როგორ ფიქრობ, რამდენი ხანი დასჭირდება, რომ ბოთლი გასუფთავდეს შიგნიდან?"
ზანგს სახე გაუნათდა და თქვა: " რა თქმა უნდა, არასოდეს".
ასევე კაციც, თუ არ მიიღებს გულში ქრისტეს, როგორც მხსნელს, ვერ მიიღებს ხსნას, თუნდაც მიღებული ჰქონდეს ნათლობა.

__ იაკობ ლევენი __

მოსანათლი აჩქამებული გულით შედის აჩქერებულ წყალში მწყემსკეთილისთვის უკვე მიძღვნილი ცხოვრებით და იმ წყალში სტოვებს მამძიმ ცოდვა-ზნეთ.

მირზა ბადიაური