4.18.10 Не угождай, а обличай великих мира сего

Придут все рабы сии ко мне, говоря: "выйдш ты и весь народ, которым ты предводительствуешь". После сего я и выйду. И вышел Моисей от фараона с гневом /исх.11,8/

Не угождай лицу великого /лев.19,15/

4.18.10 ნუ პირფერობთ, ამხილეთ ამა ქვეყნის ძლიერნი

გამ.11,8 ლევ.19,[15].17 რჯ.1,17; 16,19; 2მფ.12,7-9; 2ნეშ.19,6.7 იგავ.24,24.25 მათ.14,4 იაკ.2,3.4 გალ.2,14

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 11

8. და ჩამოვა ჩემთან ყველა ეგ შენი მსახური და თაყვანს მცემს და იტყვის: გადი, შენ და მთელი ხალხი, რომელიც შენს ფერხთითაა! და შემდგომ ამისა, გავალ. და გამოვიდა მოსე ფარაონისგან განრისხებული.

ლევიანნი 19

15. ...არ მიეპირფერო ძლიერს...

17. შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.

მეორე რჯული 1

17. მიკერძოებული ნუ იქნები სამართალში: ერთნაირად მოუსმინე მცირეს და დიდს; ნუ შეშინდებით კაცის წინაშე, რადგან ღვთისაა მართლმსაჯულება; საქმე, რომელიც გემძიმებათ, მომახსენეთ და მე მოვისმენ.

მეორე რჯული 16

19. არ გაამრუდოთ სამართალი, მიკერძოებით ნუ განსჯით და ქრთამი არ აიღოთ, რადგან ქრთამი თვალებს უბრმავებს ბრძენთ და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს.

2მეფეთა 12

7. მიუგო დავითს ნათანმა: "ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან;

8. შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!

9. რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.

2ნეშტთა 19

6. უთხრა მსაჯულებს: „დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან ადამიანის სახელით კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლის სახელით, რომელიც თქვენთანაა სამართლის გაჩენაში.

7. უფლის შიში იყოს თქვენში, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, პირმოთნეობა და მექრთამეობა”.

იგავნი 24

24. ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო, იმას ხალხები დასწყევლიან და ერები შეაჩვენებენ.

25. მის მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.

მათე 14

4. იოანე ეუბნებოდა [ჰეროდეს] შენთვის ნებადართული არ არისო [ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას] ყოლა.

იაკობი 2

3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით, აქ დაბრძანდითო კარგად, ღარიბს კი ეტყვით, შენ მანდ იდექი, ანდა, აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო.

4. განა ამით არ განარჩევთ თქვენში და ბოროტი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?

გალატელთა 2

14. მაგრამ, ვიხილე რა, რომ სწორად არ მიჰყვებოდნენ სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, აბა, წარმართებს რაღად აიძულებ-მეთქი, რომ გაიუდეველდნენ?

__თემაზე წერდნენ__

***

მე-17 საუკუნის ერთერთი მჭერმეტყველი მქადაგებელი იყო ბურდალუ. მეფე ლუდოვიკომ მოიწვია იგი საქადაგებლად თავისი სასახლის ეკლესიაში მთელი წლით. ბურდალუმ მიიღო მოწვევა. მას უწოდეს “მქადაგებელთა მეფე”. იგი არასოდეს ფარავდა ჭეშმარიტებას და პირფერობდა ამა ქვეყნის ძლიერთ.

ერთხელ, აღწერა ყველაზე ნათელი, სულის შემძვრელი ფერებით სახე დაცემული ცოდვილისა და მიმართა მზერა მეფისკენ, რომელიც იქვე ახლოს იჯდა და თქვა ხმამაღლა: “შენ ხარ ეს კაცი.”

ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა შემსწრეებზე. ღვთისმსახურების შემდეგ დაეცა მუხლებზე მეფის წინაშე და უთხრა:

“მეფეო, თქვენი დიდებულების წინაშეა თქვენი ერთგული მსახურთაგანი, მაგრამ ნუ განრისხდებით მასზე, რადგან კათედრაზე მისთვის არ არსებობს სხვა მბრძანებელი, გარდა მეფეთა მეფისა.”

__ იაკობ ლევენი __