2.10.14. Зависть дьявола

Прем. 2,[24]

2. 10. 14. წინ აღვუდგეთ ეშმაკის მოშურნეობას მოგვაკვდინოს

დაბ.3,4 სიბრ. 2,[24] ინ.8,44; 1პეტრ.5,8

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.

 

სიბრძნე სოლომონისა 2

24. მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.

 

იოანე 8

44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.

 

1პეტრე 5

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. 

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:4 - ეს აშკარა ტყუილი ასე ითარგმნება: `მოკვდებით? არ მოკვდებით!~ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, `ღმერთი ტყუილად გემუქრებათ სიკვდილით~

__ბიბლია კომენტარებით 2015__