4.15.24 Закон о ревности

Для женщины этот закон был спасением от ревнивого мужа, с которым она не могла развестись, от которого она во всю жизнь не могла уйти. А для мужа, который не мог побороть свой эгоизм ревности это было сдерживающим фактором. Ведь далеко не каждый мужчина решится зайти в своей ревности так далеко, чтобы открыть сердце своей семьи, интимные отношения, перед всем народом Израиля. Ведь если жена окажется невиновной, о ней будут говорить положительно, а про него всю жизнь будут говорить: «это тот, который своей собственной жене не верит». А если виновной, то всё равно на муже останется пятно её прелюбодеяния, это же его жена.

А теперь самое главное. От кого зависело заболеет женщина или нет? От неё? Но как? Ведь если она невиновна, а земля в том месте оказалась смертельно заразной, то тут уже никакое самовнушение не поможет. А если она виновна, да ещё наглая и лживая, но в земле нет бацилл, вызывающих заболевания, о которых говорит священник? Тогда кто, собственно, производил суд над ней? Кто, если не Бог, давший этот закон? Невиновная женщина, даже если пила воду, переполненную смертельными бациллами, не могла ни заболеть, ни умереть, потому что её защищал Сам Законодатель, Который знал всю её жизнь и её сердце. Здесь действовал тот же принцип, о котором сказано в Пс.141:5 (в русской Библии 140:5) и Мар.16:18.

.

Объяви сынам Израилевым и скажи им: если изменит ему жена, и нарушит верность к нему

И преспит кто с нею и излиет семя, и это будес скрыто от глаз мужа ее, и она осквернится тайно, и не будет на на неё свидетеля, и не будет уличена.

И найдёт на него дух ревности, и будет ревновать жену свою, когда она не осквернена

Пусть приведет муж жену свою к священнику, и принесет за нее в жертву дёсятую часть ефы ячменной муки; но не возливает на неё елея, и не кладёт ливана, потому что это приношение ревнования, приношение воспоминания, напоминающее о беззаконии.

А священник пусть приведёт и поставит её пред лице Господне.

И возьмет священник святой воды в глиняный сосуд, и возьмет священник земли с полу скинии и положит в воду; И поставит священник жену пред лице Господне, и обнажит голову жены, и даст ей в руки приношение воспоминания, -- это приношение ревнования, в руке же у священника будет горькая вода, наводящая проклятие.

И заклянет ее священник, и скажет жене: если никто не переспал с тобою, и ты не осквернилась, и не изменила мужу своему, то невредима будешь от сей горькой воды, наводящей проклятие. (Чис.5, 1-19).

Но если ты изменила мужу твоему и осквернилась, и если кто преспал с тобою кроме мужа твоего

Тогда священник пусть заклянет жену клятвою проклятия, и скажет священник жене: да предаст тебя Господь проклятию и клятве в народе твоём, и да соделает Господь лоно твое опвшим и живот твой опухшим.

И да пройдёт вода сия, наводящая проклятие, во внутренность твою, чтобы опух живот твой и опало лоно твое. И скажет жена: аминь, аминь.

И напишет священник заклинания сии на свитке, и соет их в горькую воду;

И даст жене выпить горькую воду, наводящую проклятие, и войдёт в нее вода, наводящая проклятие, ко вреду её.

И возьмёт священник из рук жены хлебное приношение ревнования, и вознесет сие приношение пред Господом, и отнесет его к жертвеннику.

И возьмёт священник горстию из хлебного приношения часть в память, и сожжёт на жертвеннике, и даст жене выпить воды.

И когда напоит её водою, тогда, если она нечиста и сделала преступление против мужа своего, горькая вода, наводящая проклятие, воидёт в неё ко вреду её, и опухнет чрево её, и опадёт лоно её, и будет эта жена проклятою в народе своем.

Если же жена не осквернилась и была чиста, то останется невредимою и будет оплодотворяема семенем.

Вот закон о ревновании. Когда жена изменит мужу своему и осквернится,

Или когда на мужа найдёт дух ревности, и он будет ревновать жену свою; тогда пусть он поставит жену пред лицем Господа, и сделает с нею священник все по сему закону.

И будет муж чист от греха. и жена понесет на себе грех свой. (Чис.5, 20-31).

.

***

У всякой ревности, ей-богу, есть причина,

И есть один неписаный закон:

Когда не верит женщине мужчина,

Не верит он не ей — в себя не верит он.

— Николай Доризо,

4.15.24 ეჭვიანობის რჯული

თავდაპირველად წავიკითხოთ რიცხ.5,12-31

.

ამ მუხლებში მოცემულია ეჭვიანობის რჯული, სწორედ ასე უწოდებს მას ღმერთი და აწერინებს მოსეს რიცხ.5,29

.

ამ თემაზე პარალელების შესწავლით მუშაობისას გამოიკვეთა შემდეგი ქვეთემები:

- ეჭვიანობის რჯული უპირატესობას ანიჭებდა ქმარს როგორც ცოლის თავს (გაყრის შემთხვევაშიც ქმარი იღებდა გადაწყვეტილებას რჯ.24,1)

- ცოლს ეძლეოდა ეჭვიანი ქმრისგან თავდაცვის საშუალება, რომლისგანაც გაყრის უფლება არ ჰქონდა ცხოვრებაში

- თავის მხრივ ყოველ კაცს არ შეეძლო გამოეფინა თავისი ოჯახის საქმე მთელი ისრაელის წინაშე

- თუ გამართლდებოდა ქალი, მასზე ილაპაკებდნენ დადებითად, ქმარზე კი: «ეს ის კაცია, თავის ცოლს რომ არ ენდობა». ხოლო თუ გამტყუვნდებოდა ქალი, ქმარზე მაინც დარჩებოდა არასასურველი ლაქა, ის ხომ მისი ცოლი იყო

- ეჭვი არ არის კარგი იგავ.6,34 ქებ.8,6

- ეჭვი საკუთარი თავის დამაზიანებელია ზირაქ.9,1

- სჯობია მინდობა იგავ.31,11

- სიყვარულს ყველაფრის სჯერა 1კორ.13,7

.

ვისზე იყო დამოკიდებული დაავადდებოდა თუ არა ქალი? თვით მასზე? მაგრამ როგორ? თუ ის უცოდველი იქნებოდა, ხოლო მიწა იმ ადგილზე აღმოჩნდებოდა დასნებოვნებული, მაშინ მას ვერანაირი თვითდამშვიდება ვერ უშველიდა. ხოლო თუ ცოდველი იყო და ამასთან თავხედი მატყუარაც, მაგრამ მიწას არ ექნებოდა ბაცილები, მაშინ ვინ აღასრულებდა მასზე მსჯავრს? ვინ, თუ არა ღმერთი, რომელმაც დადო ეს რჯული? უცოდველ ქალს, თუნდაც ყოველნაირად დასნებოვნებული წყალი შეესვა, არც დაავადდებოდა და არც მოკვდებოდა, რადგან მას იცავდა თვით რჯულმდებელი, რომელმაც უწყოდა მთელი მისი ცხოვრება და გული. აქ მოქმედებდა იგივე პრინციპი, რომელზეც საუბარია ფს.140:5 და მარკ.16:18-ში

- ცოდვილზე აღსრულდებოდა წყევლა ფს.108,18 იერ.2,19 ეზეკ.16,38; 23,48 რომ.2,16

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 5

12. "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,

13. დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,

14. მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;

15. დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.

16. მიიყვანს ქალს მღვდელი და დააყენებს უფლის წინაშე.

17. აიღებს მღვდელი წმიდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიწას, სავანის ძირიდან და ჩაყრის მიწას მღვდელი იმ წყალში.

18. დააყენებს მღვდელი ქალს უფლის წინაშე, გაუშიშვლებს თავს და ხელში ჩაუდებს მოსაგონარ და ეჭვიანობის შესაწირს, ხოლო დამლახვრელი მწარე წყალი მღვდლის ხელში იქნება.

19. დააფიცებს მას მღვდელი და ეტყვის ქალს: თუ არ დაწოლილა შენთან კაცი, არ შებილწულხარ და არ გიღალატია ქმრისთვის, მაშინ უვნებელ იყავ ამ მწარე დამლახვრელი წყლისგან.

20. ხოლო თუ უღალატე ქმარს, შეიბილწე და თესლდენით იწვა შენთან სხვა მამაკაცი,

21. წყევლით დააფიცებს მღვდელი ქალს და ეტყვის: დაე, გადაგცეს უფალმა წყევლასა და კრულვას შენს ხალხში, გაილიოს შენი თეძო უფლისგან და გაგისივდეს მუცელი;

22. შევა ეს დალახვრული წყალი შენს შიგნეულში, რათა გაგისიოს მუცელი და დამბლა დასცეს შენს თეძოს. და იტყვის ქალი: ამინ, ამინ!

23. ჩაწეროს ეს წყევლა მღვდელმა წიგნში და ჩამორეცხოს მწარე წყლით.

24. დაალევინოს ქალს მწარე დამლახვრელი წყალი და შევა მასში დამაწყევარი წყალი და გამწარდება.

25. აიღოს მღვდელმა ქალის ხელიდან ეჭვიანობის შესაწირი, შეარხიოს იგი უფლის წინაშე და მიიტანოს სამსხვერპლოსთან;

26. აიღოს მღვდელმა პეშვი ამ შესაწირისგან, მისი მოსაგონარი წილი და აღავლინოს სამსხვერპლოზე, მერე კი დაალევინოს ქალს ის წყალი.

27. როცა შეასმევს წყალს, თუ შებილწულია და ნაღალატევი აქვს ქმრისთვის, მაშინ გამწარდება მასში დამაწყევარი წყალი და გაუსივდება მუცელი, დაუდამბლავდება თეძო და წყეული იქნება თავის ხალხში.

28. ხოლო თუ არ შებილწულა და სუფთაა იგი, მაშინ უვნებელი დარჩება და განაყოფიერდება თესლით.

29. ასეთია ეჭვიანობის რჯული, როცა წავა ქალი, უღალატებს თავის ქმარს და შეიბილწება;

30. ან როცა ეჭვიანობის სული დაეუფლება მამაკაცს და იეჭვიანებს თავის ცოლზე, მაშინ წარადგენს ქალს უფლის წინაშე და აღასრულებს ყოველივეს მღვდელი ამ რჯულისამებრ.

31. და იქნება ქმარი დანაშაულისგან თავისუფალი, ქალი კი - თავისი ცოდვის მტვირთველი”.

მეორე რჯული 24

1. "როცა ცოლს შეირთავს კაცი, მაგრამ მადლს ვერ ჰპოვებს ქალი მის თვალში, რადგან რაღაც სამარცხვინო დაინახა მასში - დაუწეროს განქორწინების წერილი, მისცეს და გაუშვას თავისი სახლიდან.

ფსალმუნი 108

18. სამოსელივით შეიმოსა წყევლა, წყალივით შევიდა მის შინაგანში და ზეთივით - მის ძვლებში.

ფსალმუნი 140

5. დაე, დამსაჯოს მართალმა - ეს სიკეთე იქნება ჩემთვის; დაე, მამხილოს - ზეთისცხებად იქნება ჩემთვის, მე უარს არ ვიტყვი ამაზე; ჩემი ლოცვა კი ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.

იგავნი 6

34. რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,

იგავნი 31

11. დანდობილია მასზე მისი ქმრის გული და შემოსავალი არ მოაკლდება.

ქებათა ქება 8

6. დამდე, როგორც ბეჭედი შენს მკერდზე, როგორც ბეჭედი - შენს მკლავზე, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული და ქვესკნელივით სასტიკია ეჭვიანობა! მისი ალი ცეცხლის ალია, როგორც ალი უფლისა.

ზირაქი 9

1. ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი მაგალითით.

იერემია 2

19. შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

ეზეკიელი 16

38. გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.

ეზეკიელი 23

48. ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყველა ქალი; თქვენნაირად აღარავინ გაირყვნება.

მარკოზი 16

18. გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან”.

რომაელთა 2

16. იმ დღეს, როცა ჩემი სახარების მიხედვით, ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ზრახვებს.

1კორინთელთა 13

7. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყოველივეს ითმენს.