4.5.19 Жизненные группы церкви

На другой день сел Моисей судить народ, и стоял народ пред Моисеем с утра до вечера. И видел тесть Моисеев все, что он делает с народом, и сказал: что это такое ты делаешь с народом? для чего ты сидишь один, а весь народ стоит пред тобою с утра до вечера?

И сказал Моисей тестю своему: народ приходит ко мне просить суда у Бога.

Когда случается у них какое дело, они приходят ко мне, и я сужу между тем и другим, и объявлю уставы Божьи и законы его.

Но тесть Моисеев сказал ему: не хорошо это ты делаешь.

Ты измучишь и себя, и народ сей, который с тобою; ибо слишком тяжело это дело: ты один не можешь исправлять его.

Итак, послушай слов моих; я дам тебе совет, и будет Бог с тобою: будь ты посредникп пред Богом и представляй Богу дела его.

Научай их уставам и законам Божьим, указывай им путь его, по которому они должны идти, и дела, которые они должны делать.

Ты же усмотри из всего народа людей способных, боящихся Бога, првдивых, ненавидящих корысть, и поставь их над ним тысяченачальниками, стоначальниками, пятидесятиначальниками и десятиначальниками.

Пусть они судят народ во всякое время, и о всяком важном деле доносят тебе, а все малые дела судят сами: и будет тебе легче, и они понесут бремя.

Если ты сделаешь это, и Бог повелит тебе, то ты можешь устоять, и весь народ сей будет отходить в свое место с миром.

И послушал Моисей слов тестя, и сделал все, что он говорил.

И выбрал Моисей из всего Израиля способных людей, и поставил их начальниками народа...

И судили они народ во всякое время; о делах важных доносили Моисею, а все малые дела судили сами. (Исх. 18, 13-26).

А вы будете У Меня царством свяшенников и народом святым /исх.19,6/

4.5.19 ეკლესიის სასიცოცხლო ჯგუფები

გამ.18,13-26; 19,6 მათ.18,20 საქ.6,2.3 რომ.14,19; 1კორ.12,25 ეფ.2,18.19

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18,13-26

მეორე დღეს კი დაჯდა მოსე ხალხის განსასჯელად და იდგა ხალხი მოსეს წინაშე დილიდან საღამომდე.

და დაინახა მოსეს სიმამრმა ყველაფერი რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: “ამას რას უკეთებ ხალხს? რად ზიხარ შენ მარტო, მთელი ხალხი კი დგას შენთან დილიდან საღამომდე?” და უთხრა მოსემ თავის სიმამრს: “ხალხი ჩემთან მოდის ღვთისთვის მსჯავრის საკითხავად და როცა მათ რამე საქმე აქვთ, მოდიან ჩემთან, და მეც განვსჯი დავას კაცსა და მის ახლობელს შორის, და ვაუწყებ მათ ღვთის წესსა და მის რჯულს.”

და უთხრა მოსეს მისმა სიმამრმა: “არ არის კარგი რასაც შენ აკეთებ. დაუძლურდები შენცა და ეს ხალხიც, რომელიც შენთან არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე, ვერ შეძლებ მარტო შენ ამის კეთებას. ახლა ისმინე ჩემი ხმა. გირჩევ, და ღმერთი იყოს შენთან. იყავი ხალხის შუამავალი ღვთის წინაშე და წარუდგინე ღმერთის საქმეები. და განუმარტე მათ წესები და რჯული, მიუთითე მათ გზა, რომლითაც უნდა იარონ, და საქმეები, რომელნიც უნდა აკეთონ. და ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი, პატიოსანი კაცები, ანგარების მოძულენი და დაუნიშნე ისინი მათ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსაჯონ ხალხი ყოველ დროს და იქნება, ყოველ დიდ საქმეს შენთან მოიტანენ, ყოველ მცირე საქმეს კი თავად განსჯიან. შენც შეგიმსუბუქდება და მათაც შენთან ერთად იტვირთონ. და თუ ასე გააკეთებ და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ შენც გაუძლებ, და მთელი ეს ხალხიც თავის ადგილზე მივა მშვიდობით.”

და ისმინა მოსემ თავისი სიმამრის ხმა და გააკეთა ყოველივე, რაც მან უთხრა. და ამოარჩია მოსემ უნარიანი კაცები მთელი ისრაელიდან და დაუნიშნა ისინი მეთაურებად ხალხს: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. და განსჯიდნენ ხალხს ყოველ დროს, დიდი საქმე მიჰქონდათ მოსესთან, ხოლო ყოველ მცირე საქმეს თავად განსჯიდნენ.

გამოსვლა 19

6...მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით.

მათე 18

20 ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”.

საქმეები 6

2 მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: "არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.

3 ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.

რომაელთა 14

19 მაშ, ვესწრაფოთ მშვიდობასა და ერთმანეთის აღმშენებლობას.

1კორინთელთა 12

25 რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.

ეფესელთა 2

18 ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.

19 მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,

__თემაზე წერდნენ__

***

არსებობს ერთგვარი განსაკუთრებული სახის პალმა, რომელიც იზრდება უდაბნოს ქვიშნარებში. იგი ისრუტავს ჰაერიდან ტენს, ინახავს თავის თავში და შემდეგ ანაყოფიერებს მიწას. რის შედეგადაც ასეთი პალმის გვერდით ყოველთვის ნახავთ მცენარეულობას. წარმოიშვება ოაზისი. მიუხედავად იმისა, რომ ზეცა არ იძლევა წვიმას და მდინარეები შრებიან, ეს მაცოცხლებელი მცენარე არ წყვეტს თავის ფუნქციებს. ეს ხე თვით ცოცხლობს და ქმნის თავის გარშემო სიცოცხლეს.

__ იაკობ ლევენი __

***

ეკლესიის სასიცოცხლო ჯგუფები. თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის და შეგვქმნა ჩვენ, რათა გვეპატრონა ღვთის ქმნილებებისთვის, დავპირისპირებოდით სატანას და გაგვემარჯვა მასზე. მაგრამ რადგანაც ეს ვერ შევძელით და ცოდვაში ჩავარდა კაცთა მთელი მოდგმა, უფალმა ხორცი შეისხა, ჯვარს ეცვა ჩვენი გულისთვის, რათა ვეხსენით ცოდვისა და სიკვდილის ძალაუფლებისგან. ხოლო ჩვენ თუ ვიწამებთ ღვთის შუამდგომელს იესო ქრისტეს, გადმოვა ჩვენზე ღვთის წმიდა სული და წარგვმართავს სატანაზე გასამარჯვებლად. ჩვენ ამ რწმენით ვხდებით წმიდა ოჯახის წევრად, რომელიც არის ეკლესია.

ღვთის ეკლესია არის სხეული, რომლის თავიც არის იესო ქრისტე. მისი სხეულის ასოებს შევადგენთ ჩვენ, ვინც ვლოცულობთ, ვმოზიარეობთ, ვსწავლობთ და ურთიერთს ვეხმარებით. სწორედ ამ საქმეებით არიან აღწერილნი ბიბლიაში ეკლესიები.

ეკლესიები იკრიბებიან ღვთის სახლებში ანუ ტაძრებში. ბიბლიაში ჩანს მცირე ჯგუფებიც, რომლებიც იკრიბებიან ეკლესიად სპონტანურად. ისინი კი არ გამოეყოფიან მთელს რაიმე ნიშნით ან სწავლების განსხვავებით, არამედ მთელის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ, ესენი არიან ეკლესიის სასიცოცხლო ჯგუფები.

ცალკეული პიროვნება – ქრისტიანი ქმნის თავის ოჯახურ სასიცოცხლო ჯგუფს, რომელშიც შედიან ოჯახის წევრები, ახლოს მყოფები. იგია მაგალითის მიმცემი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მასთან ერთად უწევთ ყოფნა. ყოველი ქრისტიანი მოვალეა ანათებდეს, იყოს მაგალითის მიმცემი სხვებისთვის. უნდა დაინახოს თავისი პოტენციური სულიერი და-ძმები ოჯახში, სამეზობლოში. იქონიოს რეგულარული შეხვედრები, ერთობლივი ლოცვა, მოზიარეობა, დახმარება ერთმანეთისთვის და სწავლება.

__ ვოჩმან ნი __