3.51.21 Враги его будут лизать прах

3.51.21 ღვთის მტრები მტვერს ალოკავენ

დაბ.3,[14] ფს.71,9 ეს.29,4; 65,25 მიქ.7,17

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 3

14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.

 

ფსალმუნი 71

9. მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.

 

ესაია 29

4. ჩაიფლობი, მიწიდან დაიწყებ ლაპარაკს და ჩაიხშობა შენი ნათქვამი, ლანდივით ამოვა შენი ხმა მიწიდან და მტვერიდან აჩურჩულდება შენი ნათქვამი.

 

ესაია 65

25. მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.

 

მიქა 7

17. მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.3:14.15 - წყეულიმც იყავ ღვთაებრივი სამსჯავროს დაქვემდებარების იდეას ატარებს. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია სხვა ცხოველებზე მეტად გველის დაწყევლის ზუსტი მნიშვნელობა. პავლე მოციქული მოგვიანებით გამოთქვამს იდეას, რომლის თანახმადაც დაცემამ გავლენა მოახდინა მთელ ქმნილებაზე

(რომ. 8:20-22). მუცლით იხოხებ არ გულისხმობს, რომ გველს მანამდე ფეხები უნდა ჰქონოდა. შეიძლება ეს ფრაზა გავიგოთ, როგორც მეტაფორა იმ ფაქტზე მისანიშნებლად, რომ ცხოველთა სამყარო დაცემამდელ მდგომარეობას თავისით ვერ დაიბრუნებდა. მტვერს შეჭამ ასევე უკიდურესი დამდაბლების მიმანიშნებელი მეტაფორული გამოთქმაა.

3:14.15 ახალი აღთქმა ახსენებს 3:15 მუხლს (რომ. 16:20; ებრ.2:14; გამოცხ. 12). უნდა ვიფიქროთ, რომ გველის დაწყევლა გაცილებით მეტის მომცველია და მესიანური დატვირთვა აქვს.

__ბიბლია კომენტარებით 2015__

 

***

დაბ.3,14 - წყევლა მხოლოდ გველს შეეხება, ადამიანები ღმერთს არ დაუწყევლია, პირიქით, თავისი კურთხევით ღმერთმა ადამიანები ჯერ კიდევ მათი შექმნის დროს დაიცვა.

"მუცლით იხოხე... მთელი სიცოცხლე". ხატოვანი გამოთქმაა, რომელიც შეიძლება ასე გავიგოთ: "შორს ვერ წახვალ შენი ცბიერებით".

"მტვერი ჭამე". უკიდურეს დამცირებას გულისხმობს - მუდმივი მარცხის შეგრძნებაა.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__