2.14.19. Не знаем время, будем готовы всегда

Исх.12,11,, 19,10.11,, 34,1.2 Матф.24,3.36.42-45.48-51,, 25,1-13,, 26,37-39 Мар.13,15 Лук.12,35.38,, 21,34.36,, 1Фес.5,1-6

.

** ** Ешьте же его так: пусть будут чресла ваши препоясаны /исх.12,11/

2.14.19. არავინ იცის ჟამი, ამიტომ მუდამ მზად ვიყოთ და ვიფხიზლოთ

გამ.12,11 მათ. 24,36-51 მარ.13,32-37 ლუკ.12,35-48,, 21,34-36,, საქ.1,[7]; 2 კორ.6,1.2; 1თეს.5,1-6

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12

11. ამგვარად ჭამეთ: წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხზე გეცვათ, ჯოხი გეჭიროთ ხელში. აჩქარებით ჭამეთ. საუფლო პასექია ეს.

მათე 24

36. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. =2.5.8.

37. და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

38. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში,

39. და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.

40. მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

41. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.

42. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.

43. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის.

44. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

45. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ?

46. ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

47. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

48. მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას,

49. და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,

50. მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის,

51. შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.

მარკოზი 13

32. მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.

33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.

34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.

35. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.

36. რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.

37. ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.

ლუკა 12

35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.

36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.

37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.

38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.

39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.

40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.

41. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?

42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?

43. ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.

44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.

45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,

46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.

47. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.

48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.

ლუკა 21

34. ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.

35. რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.

36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

საქმე მოციქულთა 1

7. და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.

2კორინთელთა 6

1. ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.

2. რადგანაც ამბობს: „შეწყალების ჟამს ვისმინე შენი და ხსნის დღეს შეგეწიე“. აჰა, ესაა შეწყალების ჟამი; აჰა, ესაა ხსნის დღე.

1თესალონიკელთა 5

1. ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.

2. რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.

3. ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.

4. მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.

5. რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.

6. მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.

__თემაზე წერდნენ__

***

ღამის ცვლის პოლიციელი ნაცნობ ქუჩას მიუყვებოდა და ნახა რომ ხარაზის დუქანი ჩაბნელებული იყო, მაგრამ დაკეტილი არ იყო. კარი გამოაღო და ფანარი შეანათა. თვალი ჰკიდა, რომ შორეულ კუთხეში ვიღაც იწვა. ეს იყო თვით ხელოსანი. რა მოუვიდა? მიანათა სახეში და უცებ ხარაზი წამოხტა და სიხარულით შესძახა: „ალელუია! ალელუია!“

პოლიციელი მიუახლოვდა და ჰკითხა: „ისევ ლოცულობ?“

„არა, მე ჩამეძინა და სინათლე რომ დავინახე, ვიფიქრე, უფალი მოვიდა თავისიანების წასაყვანად... მე ხომ მას ველოდები... ის უეჭველად მოვა და ძალიან მალეც მოვა!“

__ იაკობ ლევენი __

***

ერთ ღვთისმსახურთან მივიდა ახალგაზრდა და ჰკითხა: "რამდენი დროა საჭირო სიკვდილისთვის მოსამზადებლად?" ამაზე მან უპასუხა: "საკმარისია რამდენიმე წუთიც კი".

ახალგაზრდა გულდამშიდებით გაეშურა გასასვლელისკენ, ფიქრობდა რა, რომ მას კიდევ ბევრი დრო აქვს, რათა იცხოვროს კმაყოფილებით და მხოლოდ თავის დღეთა მიწურულს ეახლოს უფალს.

"შეჩერდით! - მოიხმო იგი ღვთისმსახურმა, - როდის აპირებთ სიკვდილს?" "არ ვიცი" - უპასუხა ახალგაზრდამ.

"მაშ თუ ასეა, უკეთესი იქნება თქვენთვის სასწრაფოდ მოემზადოთ, იმიტომ რომ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ თქვენ არ დაგჩეთ რამდენიმე წუთიც კი".

__ იაკობ ლევენი __

***

ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროს ვაშინგტონში დაავადდა ერთი ბიჭუნა ლეიკემით. ესაა ერთგვარი სისხლის კიბო. ექიმებმა უთხრეს მშობლებს, რომ ბავშვი ერთ კვირასღა თუ იცოცხლებდა. იცოდნენ რა ეს მშობლებმა, ჰკითხეს შვილს:

"რას მოისურვებდი შენ დღეს?"

"ვისურვებდი მენახა ჩვენი პრეზიდენტი ეიზენჰაუერი".

ეს დიალოგი მოხვდა გაზეთში და პრეზიდენტს უთხრეს ეს საუზმის დროს. მან გადაწყვიტა მაშინვე წასულიყო და ენახა ეს ბიჭი. იგი მივიდა მოულოდნელად. ბიჭის მამა ჯერ კიდევ საწოლში იწვა და მან გახსნა კარი პიჟამოში, დაუვარცხნელმა და პირგაუპარსავმა. მამა უფრო გაკვირვებული და შებუნებული იყო ვიდრე ბიჭუნა. როცა ხუთი წუთის შემდეგ პრეზიდენტი წავიდა, მამამ თქვა:

"რას არ გავიღებდი, რომ პრეზიდენტი მენახა ჩაცმულს და პირგაპარსულს".

გახსოვდეთ - ქრისტე მოვა მოულოდნელად!

__ იაკობ ლევენი __

***

ჯოჯოხეთში ჩატარდა კრება ავი სულებისა, სადაც სატანა იძიებდა თავისი ხელქვეითებისაგან, როგორ დაეჩქარებინათ ადამიანის დაღუპვა. ერთმა მისმა მსახურმა თქვა: "მე როგორც გამოცდილი, ვეუბნებოდი ხალხს, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი და მარადისობა. არა აქვს არავითარი განსხვავება ცოდვასა და მართლობას და შეუძლიათ იცხოვრონ, როგორც მათ მოეხასიათებათ."

ავმა სულებმა დაამტკიცეს ეს მოწონების შეძახილებით, მაგრამ სატანამ თქვა: "ეს არც თუ ისე კარგი სამსახური გაგიწევია ჩემთვის, ადამიანს აქვს სინდისი, რაც მას სხვაგვარად ასწავლის. მან იცის, რომ არსებობს ღმერთი. იცის, რომ ცოდვასა და მართლობას შორის არის განსხვავება. მან იცის, მომავალი სასჯელის შესახებაც. ისე რომ დიდი არაფერი გაგიკეთებია.

შემდეგ წამოდგა სხვა და თქვა: "მე ვფიქრობ დიდო მბრძანებელი, რომ მოვიქეცი უკეთესად, ვუთხარი ხალხს, რომ ბიბლია მძველებული წიგნია და არ ენდონ მას."

მოისმა მოწონების ტაშისცემა, დამამტკიცებელი, რომ მან ამით ბრწყინვალე სამსახური გაუწია ბნელეთს. მაგრამ ეშმაკმა თქვა: "ტყუილად გიწოდებიათ მისთვის ძველი წიგნი. ის თავის თავზე თვით საუბრობს. ურყევია და ჰგავს გრანიტის კლდეს. ყოველ შემთხვევაში, კარგი სამსახური გაგიწევია ჩემთვის, მაგრამ ეს მაინც არ წაგვადგება. უნდა მოვიძიოთ უკეთესი საშუალება, თუ გსურს უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ."

ბოლოს გამოჩნდა ერთი, რომელმაც თქვა: "მე ვუთხარი ადამიანებს, რომ მათ აქვთ უკვდავი სული, რომ ღმერთიც არსებობს და ბიბლიაც უკვდავი წიგნია. მე ვურჩიე, რომ იწამონ როგორც სურთ მათ, მაგრამ ყურში ვუჩურჩულე რომ აქვთ საკმაოდ დიდი დრო იმისთვის, რომ იფიქრონ ყოველივე ამაზე."

დაიწყო ხანგრძლივი ტაშისცემა. ავი სულების მასწავლებელმა თქვა: "შენ მოიქეცი ყველაზე უკეთ! ესაა საუკეთესო ხაფანგი, რომელშიც დავიჭერ უამრავ სულს. გადადების, დღემეხვალიობის ხაფანგი ყველა ხაფანგზე უმჯობესია".

ამიტომ გეუბნებით თქვენ, ძვირფასო მკითხველებო, გაიქეცით იესოსკენ, გაიქეცით არა ხვალ, არამედ დღეს.

(2 კორ. 6,2): "აჰა, ესაა შეწყნარების ჟამი, და აჰა, ესაა ხსნის დღე."

__ იაკობ ლევენი __