1.3.41 Духом ишем Бога

***

Открыто являясь тем, кто ищет Его всем сердцем, и скрываясь от тех, кто всем сердцем бежит от Него, Бог регулирует человеческое знание о Себе — Он дает знаки, видимые для ищущих Его и невидимые для равнодушных к Нему. Тем, кто хочет видеть, Он дает достаточно света; тем, кто видеть не хочет, Он дает достаточно тьмы.

*

Если Бога нет, а я в Него верю, я ничего не теряю. Но если Бог есть, а я в Него не верю, я теряю всё.

*

Добродетель человека измеряется ни необыкновенными подвигами, а его ежедневным усилием.

*

Познание Бога без сознания нашей немощи производит гордость. Сознание же нашей немощи без познания Иисуса Христа ведет к отчаянию. Но познание Иисуса Христа ограждает нас и от гордости и от отчаяния, ибо в Нем мы обретаем, как сознание своей немощности, так и единственный путь к ее уврачеванию.

*

Люди ищут удовольствия, бросаясь из стороны в сторону только потому, что чувствуют пустоту своей жизни, но не чувствуют еще пустоты той новой потехи, которая их притягивает.

*

Ухо наше для лести — широко раскрытая дверь, для правды же — игольное ушко.

*

Для человека, который любит только себя, самое нетерпимое — оставаться наедине с собой.

Блез Паскаль

1.3.41 სულით ვეძებთ ღმერთს ადამიანები

__თემაზე წერდნენ__

***

ჩვენი სული ღმერთისგანაა და მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს თავისთვის ნამდვილ მოსვენებასა და ნეტარებას.

__ნეტარი ავგუსტინე__

 

***

დიადი წამი, როცა ჭეშმარიტი სიკეთის ფუჭი ძიებით დაღლილი სული ხელს აღაპყრობს თავისი მხსნელის მიმართ.

__ბლეზ პასკალი__

 

***

სულისთვის ნიშნეულია რწმენა, ნებისთვის - ნდომა და თუ მათ არ გააჩნიათ რწმენის ან ნდომის ღირსეული საგანი, უღირსი საგნისკენ მიიქცევიან.

__ბლეზ პასკალი__

 

***

სულს კი მარადის სურს ციერება.

__გალაქტიონი__

 

***

სული, ცის ბილიკებს მარად გამყურე.

__ბორენა ჯაჭვლიანი__

 

***

ძალიან საინტერესოდ აქვს ჩამოყალიბებული ნეტარ ავგუსტინეს შეხედულება ღვთის, როგორც მეხსიერებაში არსებული მოგონების შესახებ. ღმერთი თავისი არამატერიალური, ყოვლისმფლობელი ძალით არსებობს ყველგან, იგი არსებობს ადამიანის სულშიც. ღმერთთან ერთად ყოველ სულში არსებობს ღვთაებრივი, გონებით მისაწვდომი სამყარო. სული ამ სამყაროს თავის თავში მოიცავს ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს მას. ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ჭეშმარიტება სუფევს "შინაგან კაცში". მისი ადგილსამყოფელი არის მეხსიერება. ყველაფერს, რაც ჩვენ გვახსოვს და რაც ჩვენშია დამკვიდრებული, ვერ ვიაზრებთ და ვათვითცნობიერებთ, რადგანაც ცოდნა არის სულიერი დაუფლება. ამიტომ ისიც, რასაც ჩვენი მეხსიერება ინახავს, არის ცოდნა, თუმცაღა არ არის აუცილებელი, რომ აქტუალურად ვიაზროვნოთ ამ თემასთან დაკავშირებით. მეხსიერება, ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით, უწინარეს ყოვლისა, არის აღმქმელობითი უნარი. ესაა ერთგვარი სულის საკუჭნაო, უზარმაზარი საცავი, რომლის ცალკეულ სენაკებშიც ინახება მთელი მისი შიგთავსი თუ შინაარსი. ადამიანის სული მისი განსხეულების მომენტიდანვე იმარხავს ღმერთს. აქ საქმე გვაქვს თანაარსებობასთან.

მოგონება ძალიან ჰგავს დაკარგული ნივთის ძებნას. ქალმა დაკარგა დრაქმა და სანთლით დაუწყო ძებნა (ლუკა.15,8). რომ არ ხსომებოდა, რაც დაკარგა, ვერასოდეს შეძლებდა მის ძიებას, ხოლო შემთხვევით რომ ენახა, ვერც კი იცნობდა. მაგრამ დრაქმა მთლიანად როდი დაკარგულა: ქალს სულში ჩარჩა მისი ხატება. მონეტის ძებნისას სწორედ ამ ხატებას ადარებდა ნივთსა თუ საგანს, რასაც კი წააწყდებოდა და ამგვარად რწმუნდებოდა, რომ ეს მისი დრაქმა არ იყო. რაღაც ამდაგვარი ხდება ჩვენს სულშიც, როცა რაღაცის გახსენებას ვცდილობთ. მეხსიერებაში ვეძებთ იმას, რაც მოვისაკლისეთ, მაშასადამე, გვახსოვს, რა დაგვავიწყდა. ღმერთის დასაბამისეულ არსებობას ადამიანის სულში ნეტარი ავგუსტინე თავისი "მოგონების თეორიით" ხსნის: "უკან მოვიტოვებ ჩემს მეხსიერებას, რათა მოგაკვლიო შენ (უფალს მიმართავს). კი მაგრამ, სად? ჭეშმარიტად კეთილო, ჩემო შვებავ და სასოებავ, მაინც სად გპოვო? თუ ჩემს მეხსიერებაში ვერ გიპოვე, მაშასადამე, არ მხსომებიხარ. მაგრამ როგორღა გიპოვი, თუ არ მახსოვხარ?" ("აღსარებანი").

ნეტარი ავგუსტინე ღმერთის იდეას უკავშირებს ბედნიერებისკენ დაუოკებელი სწრაფვის იდეას. ადამიანის სულში არის თანდაყოლილი მისწრაფება ნეტარებისა და ბედნიერებისკენ, მაგრამ საიდან გაჩნდა ბედნიერი ცხოვრების მოგონება ჩვენს სულში? - "როცა შენ გეძებ, ღმერთო ჩემო, ბედნიერ ცხოვრებას ვეძებ. არ მოვეშვები შენს ძებნას, რათა ცოცხლობდეს ჩემი სული! ჩემი სული აცოცხლებს სხეულს, ხოლო ჩემს სულს აცოცხლებ შენ. როგორღა ვეძებო ბედნიერი ცხოვრება?... განა ყველას არ სურს იგი? მერედა, საიდან გაიგეს, რომ არსებობს ამნაირი ცხოვრება, რაკიღა ასე ძალიან სურთ? ან სად უნახავთ, რომ ასე შეუყვარდათ? არ ვიცი, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ უკვე ბედნიერები ვართ, თუმცა გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება: ერთი ბედნიერია, როცა უკვე ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობს, მეორისთვის კი საკმარისია იმედიც - ოდესმე მაინც ვიქნები ბედნიერიო. თვით იმედგაწყვეტილთათვისაც კი, ასე თუ ისე, რომ არ სცოდნოდათ, რა არის ბედნიერება, უცხო იქნებოდა ბედნიერების დაუოკებელი სურვილი, უშრეტი ძალით რომ ღვივის მათ სულში, რაშიც შეუძლებელია ეჭვის შეტანა. მეც ამ კითხვაზე ვიმტვრევ თავს; თუ ეს წარმოდგენა მოგონების წყალობით შეექმნათ, მაშინ ოდესღაც ყველანი ბედნიერები ვყოფილვართ: ან თითოეული ცალ-ცალკე, ან ყველანი ერთად იმ კაცში, რომელმაც პირველად სცოდა, რომელშიც ყველანი მოვკვდით და რომლისგანაც ყველანი ვიშვით მწუხარებით. ბედნიერება ცნობილია ყველა ხალხისთვის და ერთდროულად რომ გვეკითხა მათთვის, გსურთ თუ არა ბედნიერები იყოთო, ერთხმად გვიპასუხებდნენ, ცხადიაო. მაგრამ პასუხი ასე ერთსულოვანი არ იქნებოდა, ყველას რომ არ შემორჩენოდა იმისი ხსოვნა, თუ რას ნიშნავს "ბედნიერება" ("აღსარებანი").

__ლევან გურიელიძე, ფსიქოლოგი__