1.1.80 Коза, козел, козленок

Быт.27,9 Исх.12,5; 26,7 Чис.31,20 Иисн.9,4; 2Пар.11,15 Пр.27,27 Иер.50,8 Дан.8,5 Матф.25,32.33

1.1.80 თხა, ვაცი, ციკანი

შინაური ცხოველი

.

იყენებდნენ:

- ხორცს საკვებად დაბ.27,9

- მსხვერპლშეწირვისთვის გამ.12,5

- რძეს იგავ.27,27

- მატყლს გადასაფარებლების დასამზადებლად გამ.26,7

- სამოსად რიცხ.31,20

- ტყავები ტიკებისთვის იესნ.9,4

.

გადატანითი მნიშვნელობით:

- დიდი წინამძღოლები იერ.50,8

- ბერძნული იმპერია დან.8,5

- კერპები 2ნეშ.11,15

- უკეთურები მათ.25,32.33

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 27

9. წადი და ფარიდან ორი კარგი თიკანი მომიყვანე; და მოვუმზადებ მათგან გემრიელ კერძს მამაშენს, ისეთს, მას რომ უყვარს.

გამოსვლა 12

5. უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.

გამოსვლა 26

7. დაამზადე თხის მატყლის გადასაფარებლები, სავანის გადასახურად: თერთმეტი ასეთი გადასაფარებელი დაამზადე.

რიცხვნი 31

20. ყოველი სამოსი, ტყავის ყოველი ნივთი, თხის მატყლისგან დამზადებული ყოველი ნაკეთობა და ხის ყოველი ჭურჭელი გაწმიდეთ”.

იესო ნავეს ძე 9

4. და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.

2ნეშტთა 11

15. თავისი მღვდლები დააყენა მაღლობებზე, ციკნებისა და ხბორების კერპებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.

იგავნი 27

27. საკმარისი იქნება თხის რძე შენთვის, შენი სახლეულისა და შენი მოახლეების გამოსაკვებად.

იერემია 50

8. გაიქეცით ბაბილონიდან, გადით ქალდეველთა ქვეყნიდან; ვაცებივით გაუძეხით ფარას.

დანიელი 8

5. ვაკვირდებოდი და, აჰა, ვაცი გამოვიდა დასავლეთიდან მთელი დედამიწის ზურგზე, ისე რომ მიწას არ ეხებოდა; და თვალსაჩინო რქა ჰქონდა ვაცს თვალებს შორის.

მათე 25

32. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.

33. დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.