4.13.11 Выкуп - освобождение за плату

4.13.11 გამოსასყიდი, გამოსახსნელი თავისუფლებისთვის

ადამიანების:

- ისრაელიანებისთვის გამ.30,12-16

- აკრძალვა მკვლელის სულისთვის რიცხ.35,31.32

- ზოგჯერ შეუძლებელია ფს.48,8.9 იგავ.6,34.35

.

ქრისტეს შესახებ:

- ყველას ხსნისთვის შეწირული მათ.20,28

- გამომსყიდველი ჯოჯოხეთისგან ოს.13,14

- სატანისგან იერ.31,11

- სიხარულის მიზეზი ეს.35,10

.

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 30

12. "როცა აღრიცხავ ისრაელიანებს მათი რაოდენობის დასადგენად, მაშინ მისცეს უფალს თითოეულმა თავისი თავის გამოსასყიდი, რათა არ გაჩნდეს სენი აღრიცხვის ჟამს.

13. და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი - უფლისათვის შესაწირად.

14. ყველამ, ვინც აღრიცხვას გაივლის, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირი უფალს.

15. მდიდარმა არ მოუმატოს და ღარიბმა არ დააკლოს ნახევარ შეკელს, როცა შესწირავთ უფალს თქვენი თავების გამოსასყიდად.

16. აკრიფე გამოსასყიდი ფული ისრაელიანთაგან და გაეცი საკრებულო კარვის სამსახურისთვის, რათა იყოს იგი ისრაელიანთათვის გასახსენებლად უფლის წინაშე, თქვენი თავების გამოსასყიდად”.

რიცხვნი 35

31. არ აიღოთ სიცოცხლის გამოსასყიდი მკვლელისთვის, რომელიც სასიკვდილოდაა დამნაშავე, რადგან უცილობლად უნდა მოკვდეს;

32. და ნუ აიღებთ გამოსასყიდს თავშესაფარ ქალაქში გაქცეულისგან, მის სამკვიდრებელში დასაბრუნებლად, ვიდრე მღვდელმთავარი გარდაიცვლებოდეს.

ფსალმუნი 48

8. რადგან ძვირია მისი სიცოცხლის გამოსახსნელი, ვერ გადაიხდის უკუნისამდე,

9. რომ სამარადისოდ იცოცხლოს და არ იხილოს საფლავი.

იგავნი 6

34. რადგან ეჭვი განარისხებს კაცს და არ დაინდობს შურისძიების დღეს,

35. არც რაიმე გამოსასყიდს მიიღებს და არც ძღვენთა სიმრავლეს დათანხმდება.

ესაია 35

10. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

იერემია 31

11. რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.

ოსია 13

14. გამოვისყიდი მათ, ქვესკნელის ხელიდან! სიკვდილისგან გამოვისყიდი! მე ვიქნები შენი წყლული სიკვდილო! მე ვიქნები შენი განადგურება ქვესკნელო! არ დაგინდობს ჩემი თვალი!

მათე 20

28. ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.