3.48.17. О наречении имен (прозвищ)

1. Бог наделяет именами свои творения, что значит быть под Его властью Быт.1,5.8.10

2. Человек наделяет именами:

а) Божии творения. Бог этим поставил человека выше всех своих творений, дал право господствовать над ними (Быт.1,28) также, как, когда покупают раба, меняют имя. С этим правом Адаму дана возможность вникать в суть их, чем уподобляется Богу. Человек становится творцом имени Быт.2,19.20.23

б) местностям Быт.4,17

в) своим детям Быт.4,17.25.26,, 5,28,, 29,35

г) по особенности рождения, по определению дальнейшей судьбы Быт.25,25.26,, 29,32-35,, 30,8

д) по событию Ис.8,1-4

е) По внешнему характеру Быт.25,30,, 1цар.25,25

ж) Делание себе имени сопротивление Богу, достичь неба без помощи Господа Быт.11,4

3. Бог наделяет (меняет) имена, кому доверяется, кто в более тесном общении входит к Нему, кто становится Божиим рабом, кого посылает для исполнения Своей миссии Быт.17,5-7.15.16,, 35,10 Чис.13,16 Ис.56,5 Матф.1,21 Мар.3,16 Ин.1,42.43

4. По имени знает нас Бог Исх.33,17,, 35,30 Чис.1,5.17 Втор.34,10 Ин.10,3

5. Наши имена записаны на Небесах -- Лук.10,20 Отк.3,5.12

6. Мир ненавидит имена веруюших в Бога Лук.6,22

3. 48. 17. სახელის (მეტსახელის) შერქმევა

1. ღმერთი თავის ქმნილებებს არქმევს სახელებს, რაც ნიშნავს მისი ძალაუფლების ქვეშ ყოფნას დაბ.1,5.8.10

2. კაცი არქმევს სახელებს:

ა) ღვთის ქმნილებებს, რითაც ღმერთმა იგი დააყენა ყველა თავის ქმნილებაზე მაღლა, მისცა უფლება ეუფლა მათზე (დაბ.1,28), ისევე როგორც, როცა ყიდულობენ მონას და უცვლიან სახელს. ამ უფლებით ადამს მიეცა შესაძლებლობა ჩაეხედა მათს არსებაში. ამით იგი ემსგავსება ღმერთს. კაცი იქცა სახელების შემოქმედად დაბ.2,19.20.23

ბ) ადგილებს დაბ.4,17

გ) საკუთარ შვილებს დაბ.4,17.25.26,, 5,28,, 29,35

დ) შობის განსაკუთრებულობის თუ შემდგომი ბედის განსაზღვრულობის მიხედვით დაბ.25,25.26,, 29,32-35,, 30,8

ე) შემთხვევის მიხედვით ეს.8,1-4

ვ) გარეგნული დახასიათების მიხედვით დაბ.25,30,, 1მფ.25,25

ზ) სახელის შექმნა ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ დაბ.11,4

3. ღმერთი არქმევს (უცვლის) სახელს, ვისაც ენდობა, ვინც უფრო მჭიდრო ურთიერთობაში შედის მასთან, ვინც იქცევა ღვთის მონად, ვისაც აგზავნის თავისი მისიის აღსასრულებლად დაბ.17,5-7.15.16,, 35,10 რიცხ.13,16 ეს.56,5 მათ.1,21 მარ.3,16 ინ.1,42.43

4. ღმერთი სახელით გვიცნობს გამ.33,17,, 35,30 რიცხ.1,5.17 რჯ.34,10 ინ.10,3

5. ჩვენი სახელები ჩაწერილია ზეცაში -- ლუკ.10,20 გმცხ.3,5.12

6. ქვეყნიერებას სძულს ღვთის მორწმუნეთა სახელები ლუკ.6,22

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.1,5 - სიტყვა "უწოდა" ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს, რაც არსებობს, თავისი სახელი უნდა ჰქონდეს.

__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

***

ხევსურებს წესად ჰქონდათ ბავშვებისთვის წარმართულ ღვთაებათა სახელების დარქმევა, ანდა რომელიმე ხატისთვის “მიბარება”. სწამდათ, რომ მიმბარებელი თუ მოსახელე ხატი იურვებდა და იფარავდა თავის სეხნიას. ამ წესის წყალობით თითქმის ყველა ხატის სახელი მთაში ადამიანთა სახელად უქცევიათ. საყურადღებოა, რომ ეს წესი ქრისტიანობის შემდეგაც გაგრძელებულა და წარმართულ ჯვარის სახელებთან ერთად ქრისტიანულ წმინდანთა სახელებიც (მაგ. მარიამი, გიორგი და სხვა) ისეთივე ჯვარის სახელებად ითვლებოდა, როგორც კვირია, ხვთისია, ხვთისავარ, ხვთისა, ხვთისო, კვირიკა, მზია, ქალთამზე, მზევინარი, ცისია, ცისკარა, მთვარისა და სხვა . . . 

ადამიანისთვის ღვთაების სახელის დარქმევა თუ “მიბარება” ძალიან ძველი ჩვეულება უნდა იყოს და მას გენეტიკური კავშირი უნდა ჰქონდეს უძველეს წარმართულ მსხვერპლშეწირვასთან, რაც შემდეგ პირუტყვთა “გასახელებითა” და მსხვერპლად შეწირვით შეცვლილა . . . ჯვარის სახელდებული, თუ მიბარებული ადამიანის მსხვერპლშეწირვის შესახებ ძალიან შორეული და ბუნდოვანი გადმოცემები არსებობს . . . 

ხატის სახელდებულ ადამიანს დიდი სიწმინდე და ამ წმინდანობასთან დაკავშირებული წესების აღსრულება ევალებოდა: მართალია, ხატს მსხვერპლად იგი საკუთარ სიცოცხლეს აღარ სწირავდა, მაგრამ სანაცვლოდ პირუტყვი კი აუცილებლად უნდა შეეწირა . . . ხატისთვის გასახელებულ პირუტყვს ხატის სახელს ზუსტად იმავე ფორმით არქმევდნენ, როგორც ადამიანს (ხთისა, კვირისა და სხვ.) და ამას “გატევას” ეძახიან. [რაც] საეკლესიო განტევებიდან მოდის. [განტევების ვაცი] თუ გავიხსენებთ სტრაბონის ცნობას, რომელშიც აღწერილია საქართველოში ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის უძველესი წესი და მას შევადარებთ პირუტყვის მსხვერპლად შეწირვის თანამედროვე ხევსურულ წესს, ძალიან დიდ მსგავსებას ვნახავთ: 1. ორივე შემთხვევაში მსხვერპლს რამდენიმე ხნით ადრე, წინასწარ “შეუსახელებენ” ღვთაებას; 2. მსხვერპლად შესაწირს კისერზე ნიშანს (ძველად ჯაჭვს, შემდეგ ზანზალაკს) უკეთებენ; 3. მსხვერპლზე საგანგებო მეთვალყურეობას აწესებენ და ასუქებენ; 4. მსხვერპლად შეწირვა დღეობა დღეს ხდება, საჯაროდ; 5. მსხვერპლს კულტმსახური კლავს; 6. მსხვერპლის მიხედვით (ძველად “სხვადასხვა ნიშნის მიხედვით”, ახლა პირუტყვის ბეჭით) მკითხაობენ; 7. დამსწრე მორწმუნენი ამ რიტუალით ცოდვებისგან იწმინდებიან (ძველად ცხედრისადმი შეხებით, ახლა კი პირუტყვის სისხლის წაცხებით) . . . აქ განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ადამიანი პირუტყვით შეუცვლიათ. მაგრამ მთლად არც ადამიანი განთავისუფლებულა “გასახელებისგან”, ღვთაებათა სახელებს კვლავ არქმევდნენ და არქმევენ ადამიანებს. აქ განსხვავება ის არის, რომ  ხარს, რომელსაც, ვთქვათ, ხთისას დაარქმევდნენ, აუცილებლად საღმრთოსთვის უნდა დაეკლათ, ხოლო კაცი კი, რომელსაც იგივე სახელი ერქვა, მხოლოდ თაყვანს სცემდა და საკლავს უკლავდა თავის სახელმდებელ ხატს.

__ ხევსურების შესახებ დავით გოგოჭური __