3.14.1. Молитва за царей, начальствующих

1цар.15,11 Езд.6,10 Пс.71,1;Иер.29,7 Варух.1,11; 1Тим.2,1.[2]

3.14.1. ლოცვა მეფეთათვის, ხელმძღვანელთათვის

1მფ.15,11 ეზრ.6,10 ფს.71,1; იერ.29,7 ბარუქ.1,11; 1ტიმ.2,1.[2]

ბიბლიის მუხლები

 

1მეფეთა 15

11. ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.

ეზრა 6

10. რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.

ფსალმუნი 71

1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.

იერემია 29

7. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.

ბარუქი 1

11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე;

1ტიმოთე 2

1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, 

2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,

პოსტბიბლიური ნათქვამები თემაზე

 

*** და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ხელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა, რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე.

__ ლეონტი მროველი __

 

*** სოფელს ატირდნენ დედანი, -

სოფლის თავკაცი კვდებაო.

ნუ მოჰკლავ, დამბადებელო,

სოფლობა წაგვიხდებაო!

__ ქართული ხალხური __