1.2.62 Человек изгнанник и скитальец из за греха

Быт.4,12-15 Исх.9,16 Лев.26,36 Вт.28,65.66 Иов.15,21 Пс.108,10 Ос.9,17 Рим.8,20-23

1.2.62 ადამიანი ცოდვის გამოა დევნილი, მოხეტიალე, მიუსაფარი

დაბ.4,[12]-14 ფს.108,10 ოს.9,17

 

შიშით, იწროებით და ძრწოლით მყოფი ლევ.26,36 რჯ.28,65.66 იობ.15,21

 

-- იმისთვის გადარჩენილი, რომ ეჩვენოს ღვთის ძალა და ემცნოს მისი სახელი მთელ ქვეყანას დაბ.4,15 გამ.9,16

 

- ჩვენც კი, ვისაც გვაქვს სულის პირველნაყოფი, ვგმინავთ და მოთმინებით მოველით ჩვენი სხეულების გამოხსნას რომ.8,20-23

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 4

12. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.

13. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:

14. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.

15. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.

 

გამოსვლა 9

16. მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.

 

ლევიანნი 26

36. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.

 

მეორე რჯული 28

65. ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.

66.ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნება დღისით და ღამით, დაგეკარგება სიცოცხლის სასო.

 

იობი 15

21. შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.

 

ფსალმუნი 108

10. იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.

 

ოსია 9

17. მოიშორებს მათ ჩემი ღმერთი, რადგან არ გაუგონეს მას; და ხალხთა შორის ხეტიალს მოჰყვებიან.

 

რომაელთა 8

20. იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით,

21. რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში.

22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.

23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.