4.12.4. Омовение ног

Быт.18,3-5; 19,2; 24,32; 43,24 Суд.19,21; 1цар.25,40 Ис.4,3.4 Иез.16,9 Зах.13,1 Мар.10,45 Лук.7,44 Иоан.3,5,, 13,4-17,, Иак. 4,17; 1Пет. 4,10; 1Кор.6,11 Гал.5,13.14; 6,10 Еф.5,26 Флп.2,1-11 Евр.10,22 Отк.1,5 Иоан.13,9

4.12.4. ფეხბანა

დაბ.18,3-5; 19,2; 24,32; 43,24 გამ.30,19.21; 40,31 მსაჯ.19,21; 1მფ.25,40; 2მფ.11,8; 19,25 ლუკ.7,44 ინ.13,4-14; 1ტიმ.5,10 ებრ.10,22

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18

3 უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

4 მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.

5 პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.

დაბადება 19

2. უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს.

დაბადება 24

32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.

დაბადება 43

24. შეიყვანა კაცმა ეს კაცები იოსების სახლში, მისცა მათ წყალი ფეხის დასაბანად და მათ სახედრებს საკვები დაუყარა.

გამოსვლა 30

19. ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.

21. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში.

გამოსვლა 40

31. განიბანდნენ აქ მოსე, აარონი და მისი შვილები ხელებსა და ფეხებს.

მსაჯულთა 19

21. შინ შეიყვანა და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.

1მეფეთა 25

40. ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ.

2მეფეთა 11

8. უთხრა დავითმა ურიას: შინ წადი და ფეხი დაიბანე. გავიდა ურია მეფის სახლიდან და მეფის საჩუქარი გააყოლეს უკან.

2მეფეთა 19

25. ჩამოვიდა მეფიბოშეთიც, საულის ძე, მეფის მისაგებებლად. არც ფეხი დაუბანია, არც წვერ-ულვაში გაუწმენდია და არც ტანისამოსი გაურეცხავს მეფის წასვლის დღიდან მისი მშვიდობით დაბრუნებამდე.

ლუკა 7

44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.

იოანე 13

4. წამოდგა სერობიდან, მოიძრო მოსასხამი, აიღო პირსახოცი და წელზე მოირტყა.

5. მერე საბანელში ჩაასხა წყალი და შეუდგა მოწაფეთა ფეხების ბანას და პირსახოცით შემშრალებას, წელზე რომ ერტყა.

6. მივიდა სიმონ-პეტრესთან, და უთხრა პეტრემ: უფალო, შენა მბან ფეხებს?

7. მიუგო იესომ და უთხრა მას: რასაც ვაკეთებ, ჯერ არ იცი, მხოლოდ ამის შემდეგ გაიგებ.

8. უთხრა მას პეტრემ: არ დამბან ფეხებს უკუნისამდე. მიუგო მას იესომ: თუკი არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.

9. უთხრა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, მარტო ფეხებს კი არა, არამედ ხელებსაც და თავსაც.

10. უთხრა მას იესომ: განბანილს არაფერი სჭირდება, ფეხების დაბანის გარდა, ვინაიდან სულ მთლად სუფთაა, და თქვენც სუფთანი ხართ, მაგრამ ყველანი არა.

11. ვინაიდან იცნობდა თავის გამცემს. ამიტომაც თქვა: ყველანი როდი ხართ სუფთანიო.

12. ფეხები, რომ დაბანა მათ, აიღო თავისი მოსასხამი, კვლავ ინახად დაჯდა და უთხრა მათ: იცით, რა გიყავით?

13. თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ.

14. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს.

1ტიმოთე 5

10. და თავისი კეთილი საქმით ცნობილი: რომ დაზარდა შვილები, რომ მასპინძლობდა სტუმრებს, ფეხებს ჰბანდა წმიდათ, შეეწეოდა გაჭირვებული, და გულმოდგინედ ასრულებდა ყველა კეთილ საქმეს.

ებრაელთა 10

22. მივეახლოთ მას წრფელი გულითა და რწმენის სისრულით, უკეთური სინიდისისაგან სხურებით გულგაწმენდილნი და სუფთა წყლით ტანგაბანილნი,

__თემაზე წერდნენ__

***

ბიბლიის ეპოქაში ფეხბანვა იყო აუცილებელი, რადგან ხალხი ატარებდა სანდლებს და მათ არ ჰქონდათ მოკირწყლული გზები. გზის მტვერი აჭუჭყიანებდა ტერფებს. სინამდვილეში, ტერფები მიჩნეული იყო სხეულის ყველაზე ბინძურ ნაწილად. ამიტომ ეს ჩვეულება იყო სახლის მეპატრონისთვის, რომ სახლში შესული სტუმრისთვის შეეთავაზებინა წყალი ფეხების დასაბანად. ზოგიერთ შემთხვევაში მეპატრონის მსახურებს უნდა დაებანათ ფეხები სახლში შესული სტუმრებისთვის. იესომ გამოიყენა ფეხბანვის მაგალითი, რათა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოემსახურო სხვებს. მან გაამხნევა ისინი, რომ არასდროს მიეჩნიათ თავი „ზედმეტად კარგებად“ იმისათვის, რომ სხვებს მომსახურებოდნენ.

__ ნოდარ ყარაშვილი __