4.14.3. О воинах Христа

Мы часто задаем себе вопрос , почему мы находимся в в определенное время , в определенном географическом месте. Мы верующие люди находимся на этой земле не просто так, мы находимся здесь ради Иисуса Христа, мы находимся на определенном месте из-за духовной битвы.

4.14.3 ქრისტეს მებრძოლები

აწარმოებენ ბრძოლას წინააღმდეგ...

- ქვეყნიერების (ამსოფლის, წუთისოფლის, с суетным миром, мира сего) იაკ.4,4; 1იოან.2,15-17

- საკუთარი ხორცის 1პეტ.2,11 გალ.5,17-21

- ეშმაკის 1პეტ.5,8.9

- უკეთურების იუდ.1,3.4

- ყოველგვარი ზრახვის და ქედმაღლობის 2კორ.10,5

- ბოროტი სულების ეფ.6,12

- სიბრძნისმეტყველების, ფილოსოფიის კოლ.2,8

 

შეიარაღებულნი არიან:

- სულიერი იარაღით 2კორ.10,3.4

- სრული საჭურვლით ეფ.6,12-17

- ორლესულ მახვილზე უფრო ბასრით ებრ.4,12

ქრისტეს მებრძოლი...

- ფხიზლადაა 1პეტ.5,8

- მუდამ მზადაა 2კორ.10,6

- მოხერხებულად გამოიყენოს იარაღი ეფ.6,13-17

- იბრძვის კეთილად 1ტიმ.1,18.19; 6,12

- დაითმინოს გასაჭირი 2ტიმ.2,3

- ასიამოვნოს მეთაურს 2ტიმ.2,15

- ავლენს კეთილ ღვაწლს 2ტიმ.4,7.8

 

მათი მეთაური - იესო ქრისტე...

- ყოვლისშემძლე 2თეს.2,8

- სრულყოფილი ებრ.2,10

- წმინდა ებრ.7,26

 

ბიბლიის მუხლები

იაკობი 4

4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.

1პეტრე 2

11. საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.

1პეტრე 5

8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.

9. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით; გახსოვდეთ, რომ იგივე ვნებები ემუქრება თქვენს საძმოს ამ წუთისოფლად.

1იოანე 2

15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.

16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.

17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.

იუდა 1

3. საყვარელნო, რაკიღა მთელი გულმოდგინებით ვცდილობ მოგწეროთ ჩვენი საერთო ხსნის თაობაზე, საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცა წმიდათ.

4. ვინაიდან შემოგვეპარნენ ზოგიერთნი, ადრიდანვე რომ ეწერათ ეს სასჯელი; უღმერთონი, გარყვნილებად რომ აქციეს ჩვენი ღვთის მადლი და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ მბრძანებელსა და უფალს იესო ქრისტეს.

2კორინთელთა 10

3. ვინაიდან ხორციელადაც რომ ვიარებოდეთ, ხორციელადვე როდი ვიბრძვით.

4. რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.

5. მისი წყალობით ვამხობთ ყოველგვარ ზრახვას და, ქედმაღლობას, ღვთის შემეცნების წინააღმდეგ აღძრულს, და მისითვე ვატყვევებთ ყოეელგვარ აზრსაც, რათა დაემორჩილოს ქრისტეს.

6. ასე რომ, მზადა ვართ შური ვიძიოთ ყოველგვარ ურჩობაზე, როცა აღსრულდება თქვენი მორჩილება.

გალატელთა 5

17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.

18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.

19. ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა,

20. კერპთმსახურება, ჯადოქრობა, მტრობა, შუღლი, შური, რისხვა, აშლილობა, მწვალებლობა,

21. სიძულვილი, მკვლელობა, მემთვრალეობა, ღორმუცელობა და სხვა მისთანანი. წინასწარ გეტყვით, რომ ამის მოქმედნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

ეფესელთა 6

12. რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ.

13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.

14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,

15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.

16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,

17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

კოლასელთა 2

8. ფრთხილად იყავით, რათა არავინ გაცთუნოთ სიბრძნისმეტყველებითა და ფუჭი საცთურით, კაცთა გადმოცემებისა თუ ქვეყნის საწყისთა თანახმად, და არა ქრისტეს მიხედვით.

2თესალონიკელთა 2

8. და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით,

1ტიმოთე 1

18. ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,

19. გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.

1ტიმოთე 6

12. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

2ტიმოთე 2

3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.

15. ესწრაფე წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.

2ტიმოთე 4

7. კეთილი ღვაწლით მიღვაწნია, სარბიელი გამილევია, რწმენა შემინახავს,

8. ამიერიდან მიმელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე მართლად განმკითხე უფალი იმ დღეს, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც შეიყვარა მოვლინება მისი.

ებრაელთა 2

10. ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.

ებრაელთა 4

12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.

ებრაელთა 7

26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,

__თემაზე წერდნენ__

***

გადასახლებაში მყოფი ნაპალეონი ერთხელ სეირნობის დროს შეჩერდა, მოუტრიალდა თავის გამყოლს და უთხრა: “რას ფიქრობთ ქრისტეზე?” გამცილებელი შეცბა მოულოდნელი შეკითხვისგან და უთხრა: “უნდა გამოგიტყდეთ, რომ არასდროს არ დავფიქრებულვარ ამაზე და ჯერ კიდევ არა მაქვს საკუთარი აზრი.” “მით უკეთესი თქვენთვის” – უპასუხა გადასახლებულმა იმპერატორმა და გააგრძელა რა სეირნობა გამოხატა თავისი აზრი ქრისტეზე.

“ის ერთადერთია, ნამდვილად ერთადერთია, ვინც თავის სიკვდილის შემდეგ გახდა უფრო ცოცხალი და ყოვლისშემძლე, ვიდრე დედამიწაზე ცხოვრების დროს იყო. რომელი მიცვალებული აგრძელებს თავის ბრძოლებს იმით, რომ მისი ჯარისკაცები მისი სიკვდილის შემდეგაც იბრძვიან და იმარჯვებენ? მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, მაგრამ ჩემმა არმიამ უკვე დამივიწყა. ალექსანდრე, ცეზარი, კარლ დიდი, თვითონ მე – ჩვენ დავაარსეთ ძლიერი სახელმწიფო. მაგრამ რაზეა დაფუძნებული ჩვენი ხელისუფლება? ძალადობაზე! იესო ქრისტემ კი თავისი სამეფო დააარსა სიყვარულზე და დღესაც კი ათასობით ადამიანი სიხარულით გაიღებს თავის სიცოცხლეს მისთვის. ის ითხოვს გულებს. ესაა ყველაფერი, რაც მას უნდა და ღებულობს კიდეც. მსოფლიო დამპყრობლებმა განიცადეს ამაში კრახი. თუმცა მათ დააჩოქეს მსოფლიო, მაგრამ ვერ შეიძინეს ვერც ერთი ერთგული მეგობარი.”

__ ნაპოლეონი __