2.1.25 Бог заботится на Свое творение

***

Пища для животных (ст. 30). О волах ли печется Бог? Конечно, печется; Он обеспечивает их подходящей пищей. Бог заботится не только о волах, которые использовались в жертвоприношениях и служили человеку, но даже молодые львы и вороны не избежали внимания Его провидения. Они просят и получают свою пищу от Бога. Так давайте воздадим Богу славу за его

щедрость к нижним тварям, которые каждый день кормятся от Его стола. Он – великий домовладелец, очень богатый и щедрый, удовлетворяющий желание каждой живой твари. Пусть это ободрит народ Божий возложить на Него всю заботу о себе и не заботиться о том, что нам есть и что нам пить. Тот, кто обеспечивал Адама, который не заботился о себе, и продолжает обеспечивать все твари без их заботы о себе, не позволит, чтобы уповающие на Него нуждались в каком-либо благе (Мат 6:26). Питающий Своих птиц не позволит умереть от голода своим детям.

– Комментарии Мэтью Генри __

2.1.25 ღმერთი ზრუნავს თავის ქმნილებებზე

დაბ.1,30; 6,[19-21]; 7,2.3.8.9.14-16; 8:17; იობ.38,39-41; 40,20 ფს.103,27-30; 135,25; 144,15.16; 146,9 მათ.6,26

 

ბიბლიის მუხლები

 

დაბადება 1

30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.

 

დაბადება 6

19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.

20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.

21. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.

 

დაბადება 7

2 ყოველი წმიდა პირუტყვისაგან შეიყვანე შვიდ-შვიდი - მამალი და დედალი, და პირუტყვისაგან, რომელიც არაა წმიდა, ორ-ორს - მამლსა და დედალს.

3 აგრეთვე ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდს - მამალსა და დედალს, რათა იცოცხლოს მათმა შთამომავლობამ მთელს მიწის პირზე.

8 წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი,

9 ორ-ორნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში მამალი და დედალი, როგორც უბრძანა ღმერთმა ნოეს.

14 ისინი და ყოველი ცხოველი თავისი გვარისამებრ, ყოველი პირუტყვი თავისი გვარისამებრ, ყოველი ქვეწარმავალი, რომელიც ქვემძრომობს მიწაზე, თავისი გვარისამებრ, და ყოველი ფრინველი თავისი გვარისამებრ, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.

15 და შევიდნენ ნოესთან კიდობანში ორ-ორი ყოველ ხორციელთაგან, რომელშიც იყო სული სიცოცხლისა.

16 და შემავალი მამალი და დედალი ყოველი ხორციელისაგან შევიდა, როგორც უბრძანა მას ღმერთმა. და დახშა უფალმა კიდობანი.

 

დაბადება 8

17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.

 

იობი 38

39. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,

40. როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?

41. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?

 

იობი 40

20. მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.

 

ფსალმუნი 103

27. ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.

28. მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.

29. დაფარავ შენს სახეს - შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ - დაიხოცებაან და თავიანთი მტვერს დაუბრუნდებიან.

30. გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას.

 

ფსალმუნი 135

25. რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

 

ფსალმუნი 144

15. ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.

16. აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.

 

ფსალმუნი 146

9. აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარტყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.

 

მათე 6

26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?

 

__თემაზე წერდნენ__

***

დაბ.6:19-21 ყოველგვარი ცოცხალი არსების და ყოველგვარი სანოვაგის მოგროვება, ასევე კიდობანში მყოფთა გადარჩენა, ღმერთის

უზენაესი მმართველობის მაჩვენებელი ცხადი სასწაული იყო (17,18).

6:22 ნოეს მორჩილება ღვთის სამეფოს მიზნების დედამიწაზე

დასამკვიდრებლად ღმერთისა და ადამიანის ერთობლივი მუშაობის პატრიარქალური მოდელია.

7:2,3 დამატებითი წმინდა პირუტყვი და ფრინველები მოგვიანებით სამსხვერპლოდ (8:20) და დედამიწის წინასწარი დათვალიერებისთვის გამოდგა (8:7-12).

8:19 ჯიშები მიანიშნებს, რომ ერთი გვარის ცხოველებმა ერთად

დატოვეს კიდობანი. ერთი წლის განმავლობაში მათ რეპროდუქციაზე რაიმე ცნობა არ გვხვდება.

__ ბიბლიის კომენტარები 2015__

 

***

დაბ.1,30 საკვები ცხოველებისთვის. ხარებზე ზრუნავს ღმერთი? რა თქმა უნდა, ზრუნავს; ის უზრუნველყოფს მათთვის საჭირო საკვებით. ღმერთი მარტო ხარებზე კი არ ზრუნავს, რომლებსაც შესაწირავად იყენებდნენ და ემსახურებოდნენ ადამიანს, ასევე ლომის ბოკვრებსა და ყვავებსაც კი არ აკლიათ მათზე თვალყურის მიდევნება მის მიერ. ისინი ითხოვენ და იღებენ საკვებს ღმერთისგან. მივაგოთ ღმერთს ქება მისი გულმოწყალებისთვის უმდაბლეს ქმნილებებისადმი, რომლებიც ყოველ დღე იკვებებიან მისი სუფრიდან. ის არის დიდი სახლმმართველი, მდიდარი და უხვი, დამკმაყოფილებელი ყოველი ქმნილებისა. დაე ამან გაამხნევოს ღვთის ხალხი, მიანდოს მთელი თავისი საზრუნავი და ნუ იზრუნებს იმაზე, რა ჭამოს და რა სვას. ის, ვინც უზრუნველყოფდა ადამს, რომელიც არ ზრუნავდა თავის თავზე, ასევე აგრძელებს ყველა ქმნოლების უზრუნველყოფას, არ დაუშვებს, რომ მასხე მინდობილებს აკლდეთ რამე სიკეთე (მათ.6:26). ვინც კვებავს თავის ჩიტებს არ დაუშვებს თავისი შვილების შიმშილით სიკვდილს.

__ მეთიუ ჰენრი __