3.40.56 Притча

3.40.56 იგავი, არაკი, ანდაზა, ქარაგმა

მნიშვნელობა:

- დასაცინად, საქილიკოდ რჯ.28,37 იობ.17,6

- ბრძნული გამოთქმა 1მფ.24,13

- საყოველთაოდ მიღებული ეზეკ.12,22.23

- რაღაც დაფარული, საიდუმლო იოან.16,25.29

.

ნიშნები:

- სიმოკლე 1მფ.10,12

- ავტორიტეტულობა იგავ.1,1-6

- სიზუსტე ლუკ.4,23

.

ზეციური აზრის მიწიერი გადმოცემა შეიძლება იყოს:

- წინასწარმეტყველება რიცხ.23,7.8

- თხრობა იობ.27,1

- წინასწარმეტყველება ეზეკ.17,2-10

- ილუსტრაცია (განსაკუთრებით ქრისტესთან) მათ.13,18.19

.

ქრისტეს იგავები ხასიათდება:

- სიმრავლე მარ.4,33.34

- ასახსნელი მათ.13,36

- მისახვედრი მარ.12,1-12

- ახსნილი ლუკ.8,9-15

- ამხსნელი ლუკ.12,16-21

- წინასწარმეტყველური ლუკ.21,29-36

.

დანიშნულება:

- სამხილებელი 2მფ.12,1-7

- ჭეშმარიტების სწავლებისთვის ეს.5,1-7

- ურწმუნოთაგან ჭეშმარიტების დასაფარავად მათ.13,10-16

- წინასწარმეტყველების ახსნისთვის მათ.13,34.35

- არსის ახსნა ლუკ.10,29-37

.

ქრისტეს იგავების კლასიფიკაცია:

1. დაკავშირებული ღვთის სიყვარულთან ქრისტეში:

- დაკარგული ცხვარი ლუკ.15,4-7

- დაკარგული დრაქმა ლუკ.15,8-10

- გზააბნეული (უძღები) ძე ლუკ.15,11-32

2, ცათა სასუფეველზე:

- ყანაში დაფლული განძი მათ.13,44

- მარგალიტი მათ.13,45.46

3. ისრაელის შესახებ:

- ორი ძე მათ.21,28-32

- ბოროტი მევენახეები მათ.21,33-46

- ლეღვი ლუკ.13,6-9

4. დაკავშირებული ჩვენი დროის ქრისტიანობასთან:

- ახალი სამოსელი მათ.9,16

- ახალი ღვინო მათ.9,17

- მთესველი მათ.13,3-8

- ღვარძლი მათ.13,24-30

- მდოგვის მარცვალი მათ.13,31.32

- საფუარი მათ.13,33

- ბადე მათ.13,47-50

- უჩინრად მზარდი თესლი მარ.4,26-29

- წვეულება ლუკ.14,16-24

5. ხსნასთან დაკავშირებული:

- კლდეზე დაშენებული სახლი მათ.7,24-27

- ძის ქორწილი მათ.22,1-14

- ორი მოვალე ლუკ.7,41-50

- ფარისეველი და მებაჟე ლუკ.18,9-14

6. ქრისტიანის ცხოვრებაზე:

- სანთელი ჭურჭლის ქვეშ მათ.5,15.16

- უმოწყალო მევახშე მათ.18,23-35

- მუშები ვენახში მათ.20,1-17

- კეთილი სამარიელი ლუკ.10,29-37

- ღამის სტუმრებული მეგობარი ლუკ.11,5-13

- კოშკის აგების ხარჯები ლუკ.14,28-35

- ორგული მოურავი ლუკ.16,1-13

- უღმერთო მსაჯული და დაჟინებული მთხოვნელი ქალი ლუკ.18,1-8

7. ჯილდოსა და სასჯელებთან დაკავშირებული:

- ათი ქალწული მათ.25,1-13

- ტალანტები მათ.25,14-30

- ცხვრები და თხები მათ.25,32-46

- ბატონის მომლოდინე მონები მარ.13,34-37 ლუკ.12,36-40

- უგუნური ლუკ.12,16-21

- მდიდარი და ლაზარე ლუკ.16,19-31

- მინდვრიდან დაბრუნებული მონა ლუკ.17,7-10

- ათი მნა ლუკ.19,12-27

.

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 23

7. წარმოთქვა თავისი იგავი: არამიდან მომიყვანა ბალაკმა, მოაბის მეფემ, აღმოსავლეთის მთებიდან: მოდი, დამიწყევლე იაკობი, მოდი, შემიჩვენე ისრაელი.

8. როგორ დაგიწყევლო? ღმერთს არ დაუწყევლია. როგორ შევაჩვენო? უფალს არ შეუჩვენებია.

მეორე რჯული 28

37. საფრთხობელად, საიგავოდ და დასაცინად იქნებით ყველა ხალხში, სადაც მიგიყვანს უფალი.

1მეფეთა 10

12. თქვა პასუხად ერთმა იქაურმა კაცმა: ვინ არის მათი მამა? ასე წარმოიშვა ანდაზა: ნუთუ საულიც გაქადაგდაო?

1მეფეთა 24

13. როგორც ძველი იგავი ამბობს: ბოროტება ბოროტისგან გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.

2მეფეთა 12

1. მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.

იობი 17

6. ხალხის საიგავოდ გამხადე და პირში საფურთხებლად შევიქენი.

იობი 27

1. განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

იგავნი 1

1. იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა.

2. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;

3. ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად;

4. გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.

5. მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება;

6. იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად.

ესაია 5

1. ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.

ეზეკიელი 12

22. ადამის ძევ! ეს რა ანდაზა გაქვთ ისრაელის მიწაზე, ჟამი გაივლის და ყოველი ხილვა გაქარწყლდებაო?

23. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: გავაუქმებ ამ ანდაზას და აღარ იანდაზებს ის ისრაელში; არამედ უთხარი: ახლოა ჟამი და ყოველი ხილვის აღსრულება-თქო;

ეზეკიელი 17

2. "ძეო კაცისავ! გადაეცი გამოცანა და ელაპარაკე იგავი ისრაელის სახლს.

მათე 5

15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.

16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.

მათე 7

24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.

მათე 9

16. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.

17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.

მათე 13

3. ბევრ რასმე ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად.

10. მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?

11. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: იმიტომ, რომ თქვენ მოგეცათ ცათა სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო ამათ არ მისცემია.

12. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.

13. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ, და არც არა გაეგებათ რა.

14. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმინეთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ.

15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

16. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი იმიტომ, რომ ხედავენ, და თქვენი ყურნი იმიტომ, რომ ისმენენ.

18. მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:

19. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, მაგრამ არ ესმის იგი, მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს: ეს არის თესლი, გზის პირას რომ დაითესა.

24. სხვა იგავიც შესთავაზა და უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია კაცისა, საღი თესლი რომ დათესა თავის ყანაში.

25. ხოლო როდესაც ეძინა ხალხს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ყანაში და წავიდა.

31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;

32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.

33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.

34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.

35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.

36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.

44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.

45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.

46. და როცა იპოვის ძვირფას მარგალიტს, წავა, გაჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია, და იყიდის მას.

47. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ბადისა, რომელსაც ისვრიან ზღვაში, და იჭერს ყოველნაირ თევზს;

მათე 18

23. ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის.

მათე 20

1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.

მათე 21

28. ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში.

33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

მათე 22

1. კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ:

2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი.

მათე 25

1. მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.

14. რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.

32. შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან.

მარკოზი 4

26. და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში.

33. ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.

34. ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.

მარკოზი 12

1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

12. უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.

მარკუზი 13

34. მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.

ლუკა 4

23. და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.

ლუკა 7

41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;

ლუკა 8

9. მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?

10. ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.

11. აი, რას ნიშნავს ეს იგავი: თესლი სიტყვაა ღმრთისა;

ლუკა 10

29. ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?

30. მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

ლუკა 11

5. და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,

ლუკა 12

16. და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;

36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.

ლუკა 13

6. და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

ლუკა 14

16. ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.

28. რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?

ლუკა 15

3. და უთხრა მათ ეს იგავი:

4. ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

8. ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

11. მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;

ლუკა 16

1. თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.

19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.

20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.

ლუკა 17

7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?

ლუკა 18

1. უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:

9. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:

ლუკა 19

12. ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.

ლუკა 21

29. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:

იოანე 16

25. ამას იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ დგება ჟამი, როცა იგავებით კი აღარ დაგელაპარაკებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებ.

29. მოწაფეებმა უთხრეს: "აჰა, ახლა პირდაპირ ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.

__თემაზე წერდნენ__

***

ჭეშმარიტება, რაც იგივეობრივია ღვთაებრივისა, არასოდეს შეიმეცნება პირდაპირ, არამედ მხოლოდ ანარეკლში, მხოლოდ მაგალითში, მხოლოდ ცალკეულსა და მონათესავე მოვლენებში გვეძლევა.

__ გოეთე __