3.32.7. Принятие силы Божьего Духа

3.32.7. ღვთის სულის და ძალის მიღება

ლუკ.24,[49] საქ.1,[8]; 2,4 

.

მიიღება ღმერთისგან და არა კაცთაგან 2კორ.4,7

- იწოდება ქრისტეს ძალად 2კორ.12,9

.

მიღება მორწმუნეებისგან

- წინასწარმეტყველებისთვის, მხილებისთვის მიქ.3,8

- ღვთის სიტყვის საუწყებლად ზაქ.4,6 საქ.4,33 რომ.15,19; 1კორ.2,4; 1თეს.1,5

- გზის წარსამართად ლუკ.4,14

- მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად ლუკ.10,19.20

- განსაკურნებლად საქ.3,12; 10,38

- სასწაულებისა და ნიშნების მოსახდენად საქ.6,8

- რწმენაც მისი ძალის მოქმედებით მიიღება ეფ.1,19

- რწმენის კაცში მოქმედი ძალაა ეფ.3,20 კოლ.1,29

- განმამტკიცებელია ეფ.6,10

.

მოქმედებს ღვთის ძის

- მოვლინებისთვის ლუკ.1,35

- აღდგომისთვის რომ.1,4

.

მიღების შესახებ მკრეხელური აზრი საქ.8,19.20

.

ბიბლიის მუხლები

მიქა 3

8. მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს - მისი ცოდვა.

ზაქარია 4

6. მომიგო და მითხრა: ეს არის უფლის სიტყვა ზერუბაბელის მიმართ ნათქვამი: არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლუკა 1

35. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი.

ლუკა 4

14. დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე- მარეს.

ლუკა 10

19. აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.

20. თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი”.

ლუკა 24

49. და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

საქმეები 1

8. არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

საქმეები 2

4. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმეები 3

12. ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?

საქმეები 4

33. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.

საქმეები 6

8. ხოლო მადლით და ძალით აღსავსე სტეფანე, დიდ სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა ხალხში.

საქმეები 8

19. და უთხრა: მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა.

20. ხოლო პეტრემ მიუგო მას: ეგ შენი ვერცხლი შენთანვე იყოს წარსაწყმედად, ვინაიდან განიზრახე ფულით გეყიდა ღვთის ნიჭი.

საქმეები 10

38. ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.

რომაელთა 1

4. ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს,

4. (მცხეთური ხელნაწერი)

რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,

რომაელთა 15

19. ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.

1კორინთელთა 2

4. ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელ სიტყვებს როდი ჰგავდა, არამედ ვცდილობდი მეჩვენებინა სული და ძალა ღვთისა,

2კორინთელთა 4

7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.

2კორინთელთა 12

9. მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

ეფესელთა 1

19. და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,

ეფესელთა 3

20. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -

ეფესელთა 6

10. დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.

კოლასელთა 1

29. ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.

1თესალონიკელთა 1

5. ვინაიდან ჩვენი სახარება მარტოოდენ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სული წმიდითა და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის,