2.13.36 Свадьба Господа и невесты

2.13.36 უფლის და სასძლოს ქორწილი

ეს.62,5 ოს.2,19 ზაქ.9,9 მათ.22,2-4.8-12; 25,10 ლუკ.14,15 იოან.3,29; 2კორ.11,2.3 ეფ.5,22-31 გმცხ.19,7-9; 21,2.9

ბიბლიის მუხლები

ესაია 62

5. როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ასე იქორწინებენ შენზე შენი ძენი, და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე გაიხარებს შენზე შენი ღმერთი.

ოსია 2

19. და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;

ზაქარია 9

9. იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

მათე 22

2. ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა თავისი ძის ქორწილი.

3. და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად, მაგრამ არ ინებეს მოსვლა.

4. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ: აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა, მობრძანდით ქორწილში.

8. მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია, მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი.

9. მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა შემხვდური.

10. გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი.

11. შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.

12. და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.

მათე 25

10. როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი.

ლუკა 14

15. ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.

იოანე 3

29. ვისაც სასძლო ჰყავს, სიძეა; ხოლო სიძის მეგობარი, ვინც დგას და ესმის მისი, სიხარულით ხარობს სიძის ხმის გაგონებისას; სწორედ ეს სიხარული აღსრულდა ჩემი.

2კორინთელთა 11

2. რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.

3. მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.

ეფესელთა 5

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,

26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

27. და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო.

28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.

29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას.

30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

გამოცხადება 19

7. გვიხაროდეს და ვილხენდეთ, და დიდება მივაგოთ მას, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ განიმზადა თავი.

8. და მიეცა მას შესამოსად წმიდა და ნათელი ბისონი, რადგანაც წმიდათა სიმართლეა იგი.

9. და მითხრა მე: დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო სერობაზე წვეულნი. და მითხრა: ესენი არიან ჭეშმარიტი სიტყვები ღვთისა.

გამოცხადება 21

2. ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.

9. მაშინ მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას.

__თემაზე წერდნენ__

***

ინგლისში ერთ ქორწილში მოხდა არაჩვეულებტივი ამბავი. ნეფე იყო ბრმა ათი წლის ასაკიდან. მიუხედავად ამისა წარმატებით დაემთავრებინა უნივერსიტეტი და შეჰყვარებოდა მშვენიერი გოგონა, რომლის სახეც, რა თქმა უნდა, არ ეხილა. ქალიშვილსაც უყვარდა იგი და გადაწყვიტეს დაქორწინება. მანამდე ვაჟმა მიმართა გამოცდილ ექიმს და ჩაუტარდა სამკურნალო კურსი, რომელიც დასრულდა სწორედ ქორწინების დღისთვის. ნეფე თავის ქორწილში პირდაპირ კლინიკიდან მოიყვანეს თვალებახვეული. მექორწილენი ეკლესიაში შევიდნენ. დედოფალი ეყრდნობოდა მამის ხელს და ღელავდა. დაინახავდა თუ არა დღეს საქმრო მის სახეს, რომრლსაც აქამდე ხელის თითების შეხებით გრძნობდა. ეკლესიის გალობის ხმებში ექიმმა შემოიყვანა იგი და მოხსნა სახვევი თვალებზე. ახალგაზრდამ თვალები გაახილა და შებარბაცდა ისე, როგორც დიდი ხნის მიძინებულმა, რომელსაც არ სჯერა მართლა გაიღვიძა თუ არა. ნუთუ მართლა ხედავს? დიახ, მოიკრიფა რა გონი, იგი გაემართა დედოფლისკენ. მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს ისე, თითქოს არც აპირრბდნენ თვალის მოწყვეტას.

"როგორც იქნა!" - წამოიძახა დედოფალმა.

"როგორც იქნა!" - გაიმეორა ნეფემაც.

ეს ამბავი არის მხოლოდ ერთი გაცრეცილი სურათხატება იმისა, ოდეს ეკლესია შეხვდება თავის ნეფეს, მაცხოვარ იესო ქრისტეს.

__ იაკობ ლევენი __