2.12.19 Предательство Иуды было предсказано

Пс.40:10; Матф.26,21-25.45-50 Мар.14,18-21 Лук.22,47.48 Ин.6,70.71; 13,10.11.18.19.21-31; 17,12 Евр.4,13

***

40:10 поднял на меня пяту. См. Быт. 25,19-26 и Иер. 9,4, где слово "пята" соотносится с выражением "ставит преткновение". Таким образом, ясно, что речь идет о том, как ближайшие друзья псалмопевца предали его в трудную минуту. Иисус Христос цитирует этот стих, имея в виду Иуду Искариота (Ин. 13,18).

40 псалом – Псалтирь – Библия – Женевская Библия

***

Мученическая смерть Иисуса не была выдумкой досужих умов. И само событие, и сопутствующие обстоятельства, включая предательство друга (Пс. 40,10; 54,14.15), были предусмотрены Богом еще до сотворения мира. Но те, кто обрек Иисуса на смерть, не избавляются от личной ответственности за свои действия.

От Матфея 26 глава – Библия – Женевская Библия

2.12.19 იუდას გამცემლობა წინასწარ უწყოდა უფალმა

ფს.40:10; მათ.26,21-25.45-50 მარ.14,18-21 ლუკ.22,47.48 იოან.6,70.71; 13,10.11.18.19.21-31; 17,12 ებრ.4,13

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 40

9. ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.

ფსალმუნი 54

12. ვინაიდან მტერი კი არ მლანძღავს, თორემ ავიტანდი; ჩემი მოძულე კი არ განდიდებულა ჩემზე - მას დავემალებოდი;

13. არამედ შენ, ჩემი სწორი, მეგობარი და ახლობელი ჩემი,

14. ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად და ღვთის სახლში დავდიოდით ხალხთან ერთად.

15. დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ქვესკნელში, რადგან ბოროტებაა მათ სახლებში, მათ გულებში.

მათე 26

21. ჭამის დროს თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს”.

22. ისინი ძალიან შეწუხდნენ და ყველამ სათითაოდ დაუწყო კითხვა: "მე ხომ არა, უფალო?”

23. ხოლო მან პასუხად თქვა: "ვინც ჩემთან ერთად ამოაწობს ხელს ჯამში, ის გამცემს.

24. ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც გასცემს ძე კაცისას. იმ კაცისთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყო”.

25. მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: "მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: "შენ თქვი!”

45. მაშინ მივიდა მოწაფეებთან და უთხრა: "თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? აჰა, მოახლოვდა ჟამი და მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში.

46. ადექით, წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი”.

47. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა იუდა, ერთი თორმეტთაგანი, და მოიყოლა დიდძალი ხალხი მახვილებით და კეტებით - მღვდელმთავართაგან და ხალხის უხუცესთაგან.

48. ხოლო მისმა გამცემმა ნიშანი მისცა მათ და უთხრა: "ვისაც მე ვეამბორები, ის არის, და შეიპყარით იგი!”

49. მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: "გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.

მარკოზი 14

18. როცა სუფრასთან ისხდნენ და ჭამდნენ, თქვა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე”.

19. ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: "მე ხომ არა?”

20. უთხრა მათ: "ერთი თორმეტთაგანი, ჩემთან ერთად რომ ამოაწებს ხელს ჯამში.

21. თუმცა ძე კაცისა მიდის, როგორც დაწერილია მის შესახებ, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა: იმ კაცისთვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო”.

ლუკა 22

47. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს.

48. უთხრა იესომ: "იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?”

იოანე 6

70. უთხრა მათ იესომ: "განა თორმეტი არ აგირჩიეთ? ერთი თქვენგანი ეშმაკია”.

71. ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან მას, თორმეტთაგან ერთ-ერთს, უნდა გაეცა იგი.

იოანე 13

10. იესომ უთხრა: "განბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება; რადგან ის მთლად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”.

11. რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.

18. ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა აღმართა ქუსლი ჩემზე.

19. წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.

21. ამის თქმის შემდეგ სულით აღელდა იესო, დაამოწმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე”.

22. გაოგნებული მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ, ვისზე ამბობსო.

23. ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას.

24. ანიშნა ამ მოწაფეს სიმონ-პეტრემ, ჰკითხე, ვინ არის, ვისზე ამბობსო.

25. მკერდზე მიეკრა იგი იესოს და ჰკითხა: "უფალო, ვინაა იგი?”

26. მიუგო იესომ: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი”. ამოაწო ლუკმა და იუდას, სიმონ ისკარიოტელისას მიაწოდა.

27. და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”.

28. მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რატომ უთხრა ეს.

29. რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება, გვიყიდე, რაც სადღესასწაულოდ არის საჭირო ან რაიმე მიეციო ღარიბებს.

30. მან კი, ლუკმა აიღო თუ არა, მაშინვე გავიდა. და იყო ღამე.

31. იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: "ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.

იოანე 17

12. ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.

ებრაელთა 4

13. და არ არის ქმნილება მისგან დაფარული; ყოველივე გაშიშვლებული და გახსნილია მისი თვალებისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი.

__თემაზე წერდნენ__

***

მაცხოვარი იუდაში მტერს კი არ ხედავს, არამედ ღვთის ნების აღმსრულებელს, და ამრიგად, აღიარებს მას, რაკი თავის მეგობარს უწოდებს (მათ.26,50).

__ ბლეზ პასკალი __

***

ფს.40:10 ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ. იხ. დაბ.25,19-26 და იერ.9,4, სადაც სიტყვა "ქუსლი" მიახლოებულია გამოთქმასთან "ფეხის დადება". აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ საუბარია იმაზე, თუ როგორ გასცეს მეფსალმუნის ახლო მეგობრებმა იგი გაჭირვების ჟამს. იესო ქრისტე ციტირებს ამ მუხლს იუდა ისკარიოტელთან მიმართებაში (იოან.13,18).

მათ.26,21 იესოს მოწამეობრივი სიკვდილის მოვლენები მეგობრისგან გაცემასთან ერთად (ფს.40,10; 54,14.15), იყო წინასწარ გათვლილი ღმერთის მიერ ჯერ კიდევ სამყაროს შექმნისას. ხოლო ისინი, ვინც გადასცა იესო სიკვდილს, არ თავისუფლდებიან თავიანთი მოქმედების პასუხისმგებლობისგან.

__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __