1.1.85 Верблюд

Быт.24,11.31.32.61; 37,25 Лев.11,4 Суд.7,12; 8,21.26 Есф.8,10 Иов.1,17; 42,12 Иер.2,23 Матф.3,4; 19,24

1.1.85 აქლემი

გამოყენება:

- ასამხედრებლად დაბ.24,61

- ვაჭრობაში დაბ.37,25

- ომში მსაჯ.7,12

- შიკრიკები სხდებოდნენ ესთ.8,10

- მათი მრავლად ყოლა ნიშნავდა დიდ სიმდიდრეს იობ.1,17; 42,12

- ბეწვისგან მზადდებოდა ქსოვილი მათ.3,4

- იოანე ნათლისმცემელს ემოსა მათ.3,4

 

დამახასიათებელი ნიშნები:

- მორჩილი დაბ.24,11

- კარგად მოვლილი დაბ.24,31.32

- უწმიდური საკვებად ლევ.11,4

- მათზე ამაგრებდნენ ძვირფას მორთულობებს მსაჯ.8,21.26

- თავნება, ატეხილი ფურაქლემი იერ.2,23

- შეუძლებლის ილუსტრაციაში მდიდრის იგავიდან მათ.19,24

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24

11. და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.

31. უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.

32. შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.

61. შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.

დაბადება 37

25. როცა დასხდნენ პურის საჭმელად, გაიხედეს და დაინახეს, ისმაელიანთა ქარავანი მოდიოდა აქლემებით გილყადიდან, რომელსაც გუნდრუკი, ნელსაცხებელი და მური მიჰქონდა გასაყიდად ეგვიპტის ქვეყანაში.

ლევიანნი 11

4. იმათგან კი ნუ შეჭამთ, რომლებიც საცოხნს ამოიცოხნიან, მაგრამ ჩლიქი არა აქვთ გაყოფილი: აქლემი, რომელიც საცოხნს ამოიცოხნის, მაგრამ ჩლიქი არა აქვს გაყოფილი, უწმიდურია თქვენთვის.

მსაჯულნი 7

12. მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ყველა ძე კალიებივით მოფენილიყვნენ ველზე. მათ აქლემებს სიმრავლისგან თვლა არ ჰქონდა, როგორც ქვიშას, ზღვის სანაპიროზე.

მსაჯულნი 8

21. და უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: „ადექ და შენ დაგვხოცე, რადგან რაც კაცია, მისი ძალღონეც ის არის.“ და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი, და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.

26. და წონა ოქროს საყურეებისა, მან რომ გამოითხოვა, იყო 1700 ოქროს შეკელი, გარდა მიდიანის მეფისაგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდლებისა, ძოწეულისა და გულქანდებისა, მათს აქლემებს ყელზე რომ ეკიდათ.

ესთერი 8

10. მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით დაბეჭდა და სამეფო ცხენებზე, ჯორებსა და აქლემებზე ამხედრებული შიკრიკების მეშვეობით დააგზავნა წერილები.

იობი 1

17. ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”

იობი 42

12. და აკურთხა უფალმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: და ჰყავდა მას 14 ათასი ცხვარი, 6 ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

იერემია 2

23. როგორ ამბობ: არ შევბილწულვარო, არ მივლიაო ბაყალის კვალზე? გაიხსენე, რას აკეთებდი ველზე მყოფი, გაიხსენე შენი საქციელი, ატეხილო ფურაქლემო, თავნებად რომ თოხარიკობ!

მათე 3

4. თვითონ იოანეს აქლემის ბეწვისგან ჰქონდა სამოსი და წელზე ტყავის სარტყელი ერტყა; საზრდოდ კალია და ველური თაფლი ჰქონდა.

მათე 19

24. კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.