1.1.105 Выливать - выплескать, проливать, изливать

Быт.38,9 Лев.18,20; 19,20 Чис.5,13.15 Вт.32,2; 1цар.1,15 Иов.21,21; 30,16 Пс.41,4; 44,2; 57,7; 141,2 Пр.1,23; 5,16; 29,11 Екк.11,3 Пес.1,3 Ис.32,15; 44,3 Иер.14,16 Плач.2,11; 3,49 Иез.22,31; 232,45; 30,15; 33,25; 35,6; 38,18; 39,29 Ос.4,2; 5,10; 9,4; 12,14 Иоил.1,9; 2,14.28.29 Ам.9,6 Мих.2,7 Наум.1,6 Авак.2,17; 3,4 Зах.4,12; 12,10 Матф.9,17; 26,28 Мар.2,22; 14,24 Лук.11,50; 22,20 Деян.2,17.18; 22,20 Рим.3,15; 2Тим.4,6 Евр.9,22

1.1.105 დაღვრა

- ზეთის რიცხ.5,15

- მოძღვრების რჯ.32,2

- ლოცვით სულის 1მფ.1,15

- დამცირების იობ.12,21

- სულის იობ.30,16

- გულის ფს.41,4

- მადლი ბაგეთაგან ფს.44,2

- მამაკაცის თესლის დაბ.38,9 ლევ.18,20; 19,20 რიცხ.5,13 იგავ.5,16

- ფიქრების, გულისნადების ფს.141,2 იგავ.29,11

- წვიმის ეკლ.11,3

- ნელსაცხებლის ქებ.1,3

- ბოროტების იერ.14,16

- ცრემლის გოდ.2,11; 3,49

- საღვრელი შესაწირი ოს.9,4 იოვ.1,9; 2,14

- წყლის ამ.9,6

- შუქის აბაკ.3,4

- ოქროს ზაქ.4,12

- ღვინის მათ.9,17 მარ.2,22

- ადამიანის სისხლის ეზეკ.23,45; 33,25; 35,6 ოს.4,2; 12,14 მიქ.7,2 აბაკ.2,17 ლუკ.11,50 საქ.22,20 რომ.3,15

- სიცოცხლის დასასრული ფს.57,7; 2ტიმ.4,6

.

- ღვთის რისხვის ეზეკ.22,31; 30,15; 38,18 ოს.5,10 ნაუმ.1,6

- ქრისტეს სისხლის მათ.26,28 მარ.14,24 ლუკ.22,20

- ცოდვის გამოსასყიდი სისხლის ებრ.9,22

- სული წმიდის იგავ.1,23 ეს.32,15; 44,3 ეზეკ.39,29 იოვ.2,28.29 ზაქ.12,10 საქ.2,17.18

.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 38

9. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა შთამომავლობა და რო­ცა ძმის ცოლთან შედიოდა, მიწაზე ღვრიდა თესლს, რათა შთამომავლობა არ მიეცა ძმისთვის.

ლევიანნი 18

20. შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.

ლევიანნი 19

20. თუ ვინმე მონა ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, ის კი სხვა კაცზეა დანიშნული, მაგრამ არა გამოსყიდული ან თავისუფლება მინიჭებული, მაშინ სასჯელი უნდა დაეკისროს კაცს, მაგრამ არა სიკვდილი, რადგან თავისუფალი არ იყო ქალი.

რიცხვნი 5

13. დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,

15. დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.

მეორე რჯული 32

2. წვიმასავით იღვრება ჩემი მოძღვრება, ცვარივითაა ჩემი ნათქვამი, როგორც ნამი მოლზე და თავსხმა ბალახზე.

1მეფეთა 1

15. მიუგო მას ხანამ: "არა, ბატონო, სულდამწუხრებული ქალი ვარ, არც ღვინო და არც მაგარი სასმელი არ დამილევია; უფლის წინაშე ვღვრიდი ჩემს სულს.

იობი 21

21. დიდებულებზე დამცირებას გადმოღვრის და მძლავრთა სარტყელს ასუსტებს;

იობი 30

16. ახლა კი იღვრება ჩემში სული ჩემი და ტანჯვის დღეები მეჭიდებიან.

ფსალმუნი 41

4. გული მეღვრება, როცა მახსენდება, როგორ მივყვებოდი ხალხის გუნდს, მივუძღვოდი მათ უფლის სახლამდე, მოზეიმე გუნდის მხიარულებისა და მადლიერების ხმით.

ფსალმუნი 44

2. ადამის ძეთა შორის უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენს ბაგეთაგან, რადგან გაკურთხა ღმერთმა სამარადჟამოდ.

ფსალმუნი 57

7. გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.

ფსალმუნი 141

2. გადმოვღვრი მის წინაშე ჩემს გულისნადებს, ჩემს გასაჭირზე მოვუყვები.

იგავნი 1

23. მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.

იგავნი 5

16. რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?

იგავნი 29

11. ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის, ბრძენი კი - თავშეკავებულია.

ეკლესიასტე 11

3. თუ ივსებიან ღრუბლები, წვიმას ღვრიან დედამიწაზე; თუ დაეცემა ხე მიწაზე - სამხრეთით იქნება ეს თუ ჩრდილოეთით, სადაც ხე დაეცემა, იქვე იქნება ის.

ქებათა ქება 1

3. საამურია შენი ნელსაცხებლის სურნელი, ხოლო შენი სახელი დაღვრილი ნელსაცხებელია! ამიტომ შეგიყვარეს ქალწულებმა.

ესაია 32

15. სანამ მაღლიდან არ გადმოიღვრება ჩვენზე სული და უდაბნო ნაყოფიერ მინდვრად არ გადაიქცევა და ნაყოფიერი მინდორი ტყედ არ შეირაცხება;

ესაია 44

3. რადგან წყალს გადმოვღვრი მწყურვალ ქვეყანაზე და ნაკადებს - გამომშრალ მიწაზე: ჩემს სულს გადმოვღვრი შენს თესლზე და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლობაზე.

იერემია 14

16. და ის ხალხიც, რომელსაც ისინი უწინასწარმეტყველებენ, შიმშილისა და მახვილის ძალით დაიყრება იერუსალიმის ქუჩებში. არავინ იქნება მათი ცოლების, მათი ძეებისა და ასულების დამმარხველი; გადმოვღვრი მათზე მათივე ბოროტებას.

გოდება 2

11. ცრემლებით დამებინდა თვალები, სული მიდუღს და მიწაზე იღვრება ჩემი გული ჩემი ხალხის ასულის დაღუპვის გამო; ბავშვებსა და ჩვილებს შიმშილით გული მისდით ქალაქის მოედნებზე.

გოდება 3

49. ჩემი თვალები განუწყვეტლივ იღვრება, არ ჩერდება,

ეზეკიელი 22

31. ამიტომაც გადმოვღვრი მათზე ჩემს მრისხანებას, ჩემი გულისწყრომის ცეცხლში ვშთანთქავ მათ და მათივე თავებზე მოვაქცევ მათ გზებს!” - ამბობს უფალი ღმერთი.

ეზეკიელი 23

45. მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.

ეზეკიელი 30

15. გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომას სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, აღმოვფხვრი თებელთა სიმრავლეს.

ეზეკიელი 33

25. ამიტომ უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხორცს სისხლთან ერთად ჭამთ, თვალები კერპებისკენ გაგირბით და სისხლს ღვრით; განა დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას?

ეზეკიელი 35

6. ამიტომ, ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, სისხლს ღვრად გადენ და სისხლი დაგედევნება, რაკი არ შეიძულე სისხლისღვრა, სისხლი დაგედევნება.

ეზეკიელი 38

18. და იქნება იმ დღეს, როცა გოგი მოადგება ისრაელის მიწას, ამბობს უფალი ღმერთი, გადმოვღვრი ჩემს გულისწყრომასა და რისხვას.

ეზეკიელი 39

29. აღარ დავფარავ ჩემს სახეს მათგან, რადგან ისრაელის სახლზე მექნება გადმოღვრილი ჩემი სული!” - ამბობს უფალი ღმერთი.

ოსია 4

2. ცრუ ფიცი, მკვლელობა, ქურდობა და მრუშობა გახშირდა; სისხლის ღვრა სისხლის ღვრას მოსდევს.

ოსია 5

10. საზღვრის გადამნაცვლებლებივით არიან იუდას მთავრები, წყალივით გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას.

ოსია 9

4. არ დაუღვრიან ღვინოს უფალს და არ აამებენ მას თავიანთი მსხვერპლებით; მათი პური გლოვის პურივით იქნება და ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან პური მათი, თავიანთი თავებისთვის ექნებათ და ვერ შეიტანენ უფლის სახლში.

ოსია 12

14. ეფრემმა განარისხა თავისი უფალი, მასზეა მისი სისხლისმღვრელი საქმეები და დიდი ბატონი მიუზღავს მას სიძულვილისთვის.

იოველი 1

9. მოწყდა პურეულის შესაწირი და საღვრელი უფლის სახლიდან, გოდებენ მღვდელნი, უფლის მსახურნი.

იოველი 2

14. ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი.

28. ამის შემდეგ გადმოვღვრი ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი, თქვენს მოხუცებს სიზმრები დაესიზმრებათ და თქვენი ჭაბუკნი ხილვებს იხილავენ.

29. მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს.

ამოსი 9

6. ცაში აიშენა თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა კამარა; ზღვის წყლებს მოუხმობს და მიწის ზედაპირზე მოღვრის. უფალია მისი სახელი.

მიქა 7

2. მოისპო ღვთისნიერი ქვეყანაზე, აღარავინ დარჩა წრფელი კაცთა შორის. ყველანი სისხლის დასაღვრელად ჩასაფრებულან, ერთმანეთზე ნადირობენ ბადით ხელში.

ნაუმი 1

6. ვინ გაუძლებს მის მრისხანებას? ვინ აიტანს მისი რისხვის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი გულისწყრომა და კლდეები იმსხვრევიან მისგან.

აბაკუმი 2

17. ვინაიდან ლიბანზე გაწეული ძალადობა დაგფარავს და შიშის ზარი დაგეცემა - ცხოველთა განადგურების, ადამიანთა სისხლისღვრის, ქვეყნის, ქალაქისა და ყველა მასში მცხოვრების აოხრების გამო.

აბაკუმი 3

4. მზის სხივივით არის მისი ნათელი, შუქს ღვრის მისი ხელი, იქ იმალება მისი ძალა.

ზაქარია 4

12. მეორედაც მივმართე და ვკითხე: რა არის ეს ორი რტო ზეთისხილისა, საიდანაც ოქროს ორი საწრეტით იღვრება ოქრო?

ზაქარია 12

10. და გადმოვღვრი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრებზე მადლისა და წყალობის სულს; და შემომხედავენ მე, რომელიც განგმირეს; იგლოვებენ, როგორც გლოვობენ დედისერთაზე და მწარედ იქვითინებენ, როგორც პირმშოზე.

მათე 9

17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, რათა ტიკები არ დასკდეს; ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება”.

მათე 26

28. რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

მარკოზი 2

22. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.

მარკოზი 14

24. უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი.

ლუკა 11

50. რათა ამ თაობას მოჰკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის დაფუძნებიდან დაღვრილა -

ლუკა 22

20. ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.

საქმეები 2

17. იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.

18. ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.

საქმეები 22

20. როცა შენი მოწამის, სტეფანეს სისხლი იღვრებოდა, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი ამას და მისი მკვლელების ტანისამოსს ვდარაჯობდი.

რომაელთა 3

15. მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.

2ტიმოთე 4

6. ვინაიდან მე უკვე ვიღვრები შესაწირივით, დადგა ჩემი წასვლის ჟამი.

ებრაელთა 9

22. ასე რომ, რჯულის მიხედვით თითქმის ყველაფერი სისხლით იწმიდება, და სისხლის დაღვრის გარეშე არ ხდება მიტევება.